სომხური კლასიკური მუსიკის პატრიარქის არამ ხაჩატურიანის სახლ-მუზეუმში სამშაბათს საღამოს, ანსამბლ “ხაჩატურიან ტრიოს” დისკის  «Masterpieces of Armenian Classical music»  (“სომხური კლასიკური მუსიკის შედევრები”) პრეზენტაცია გაიმართა.

 ტრიო
ტრიო
მაყურებელი
მაყურებელი

დარბაზში ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. მხოლოდ კლასიკური მუსიკის მოყვარულები არ ყოფილან. უფროსი თაობის მელომანებს თან ახლდნენ ძალიან ახალგაზდა ენთუზიასტები. მათი ნახვა სისიხარულოც იყო და სახალისოც. 6-7 წლის ბავშვები სულგანაბულები უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას. იყო კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც ყველას არ ჰგავდა! ის გამუდმებით და მთელი მონდომებით ცდილობდა წინ გაჭრილიყო და იმპროვიზირებულ სცენაზე მუსიკოსებისთვის ყვავილების თაიგული გადაეცა.

ის, ვინც ყველას არ ჰგავს
ის, ვინც ყველას არ ჰგავს

მაღალი და მშვენიერი ცელქი ბიჭუნა, რომლის გულსაც მუსიკის ჰანგები ეხებოდა და პირადი განცდები მოსვენებას არ აძლევდა. დედა მის დაოკებას ცდილობდა და საყვედურობდა. ეს ყველაფერი გულგრილს ვერ დატოვებდა მუსიკის მოყვარულ ადამიანს – ბავშვები და მათი მშობლები!

რაც შეეხება თავად დისკს – დღესასწაულის მთავარ გმირს. აი, რას ამბობს არამ ხაჩატურიანის მუზეომის დირექტორი და ტრიოს ერთ-ერთი წევრი, პიანისტი არმინე გრიგორიანი.

არმინე გრიგორიანი
არმინე გრიგორიანი

“ეს არის ცნობილი მელოდიები, რომლებიც თავად მოგვითხრობენ საკუთარ თავზე. კრებულში შესულ ყველა კომპოზიციას ძალიან ხშირად ვასრულებთ კონცერტებზე, ძირითადად ბისზე. ჩვენი დაკვირვებით, სწორედ ამ ნაწარმოებებს ისმენს მსმენელი განსაკუთრებული აღფრთოვანებით. ისინი ყველას ძალიან უყვარს და ყველა კარგად იცნობს. სომხური მელოდიის მსმენელი არა მხოლოდ სამშობლოშია, არამედ საზღვარგარეთაც. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი საშუალებაა ვაჩვენოთ, რამდენად მდიდარია ჩვენი მუსიკალური მემკვიდრეობა და რამდენად ადვილად აღიქმება ის მუსიკის მოყვარული, ეროვნების და სტერეოტიპების ჩარჩიებს მიღმა მსმენელისთვის”.

უფრო კვარტეტი, ვიდრე ტრიო
უფრო კვარტეტი, ვიდრე ტრიო

პრეზენტაციის დროს სამახსოვრო ავტოგრაფებიანი ათობით საკოლექციო დისკი გათამაშდა.

სამახსოვრო ავტოგრაფი
სამახსოვრო ავტოგრაფი

კონკურსი შემდეგი სახით ჩატარდა: ტრიომ შეასრულა მუსიკალურ კრებულში შესული ერთ-ერთი ნაწარმოები, შემდეგ დასვეს კითხვა. მაგალითად: “ვინ იცის,  რომელი ფილმით შთაგონებულმა დაწერა არამ ხაჩატურიანმა ეს ნაწარმოები?“

ჩახლართული შეკითხვა
ჩახლართული შეკითხვა

ზოგი ფიქრობდა, მე საიდან უნდა ვიცოდეო?! მაგრამ გამოჩნდნენ სწორი პასუხის მცოდნეები. უპასუხოდ არცერთი კითხვა არ დარჩენილა და საბოლოოდ ყველა დისკმა თავისი მფლობელი მონახა. რაც მთავარია, ყველამ იხალისა!

ინტელექტუალი
ინტელექტუალი

პროექტის ხმის რეჟისორი, ალტისტი მაქსიმ ნოვიკოვი ამბობს, რომ კრებულის ჩაწერა ზაფხულში, არამ ხაჩატურიანისა და კომიტასის მუზეუმებში დაიწყეს. “არ გვაქვს სტუდია, სადაც როიალი დგას, ამიტომ აქეთ-იქით ვიარეთ.“

სამწუხაროა, უბრალო, ბანალური როიალის გამო აქეთ-იქით სიარული ასეთი დიდი ოსტატებისთვის იმ დროს, როდესაც საქმე მუსიკალურ მემკვიდრეობას ეხება. ჰეი!

თქვენ, კულტურის სამინისტროში, ყველას ჩაგეძინათ??? მუსიკოსებმა მუსიკაზე  უნდა იფიქრონ, როიალი კი თქვენი საზრუნავია. თუმცა, რა გაეწყობა, განა ეს მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე უმაღლეს და მშვენიერს ეხება? ამასაც გადავლახავთ – ეს გვეხერხება…

დასასრულს დავძენთ, რომ მუსიკალურ კრებულში შესულია კომიტასის, მირზოიანის, ხაჩატურიანის, ბაბაჯანოვის, საიათ-ნოვასა და არუთიუნიანის შესანიშნავი ნაწარმოებები. დისკის შეძენა შესაძლებელია ხაჩატურიანისა და კომიტასის სახელობის მუზეუმებში, ასევე “ხაჩატურიან-ტრიო”-ს კონცერტებზე.  დისკი 2000 -იანი ტირაჟით გამოიცა.

მონუმენტური და უბრალო ატმოსფერო
მონუმენტური და უბრალო ატმოსფერო
ეს ქარიზმატული პიროვნება იაკობ ზარგარიანი გამოფენაზეც იმყოფებოდა. ახალი ინტერვიუს ჩაწერის იდეა გაჩნდა.
ეს ქარიზმატული პიროვნება იაკობ ზარგარიანი გამოფენაზეც იმყოფებოდა. ახალი ინტერვიუს ჩაწერის იდეა გაჩნდა.

არმინე აგარონიანი

Lina Levine-ს ფოტოები