ერევანში გამართულ თეორეტიკოსი ფიზიკოსების საერთაშორისო კონფერენციაზე მეცნიერები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და განიხილავენ ოთხი ძალის, ე.წ. “დიდ გაერთიანების” თეორიას. როგორც News.am-ის კორესპონდენტთან საუბარში, სამეცნიერო კვლევითი ბერძნული ცენტრის “დემოკრატის” წარმომადგენელმა გიორგი სავიდმა განაცხადა, თითქოს, ბუნებაში მრავალი ძალაა, სინამდვილეში კი ოთხი მოქმედებს: ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული, სუსტი (ბირთვის ბეტა-დაშლაზე პასუხისმგებელი) და ძლიერი (ბირთვული).
“ეს ოთხი ძალა მსოფლიოს მართავს და ჩვენი კონფერენცია სწორედ ამ ძალების კვლევას ეძღვნება. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი ერთიდაიმავე ძალის სხვადასხვა გამოვლინებაა. თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას, რომ ოთხი ძალა ერთი მთელია Grand unification, ანუ დიდი გაერთიანება ეწოდება. სხვა თეორიას, რომელიც ასევე ცდილობს ეს ყველაფერი აღწეროს – სიმების თეორია ეწოდება. სწორედ ამ საკვანძო თეორიებს განვიხილავთ თეორეტიკოსი ფიზიკოსების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტისა და ტრიესტის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მოეწყო. ეს უკანასკნელი დააარსა აბდუს სალამმა, რომელმაც ნობელის პრემია ელექტრომაგნიტური და სუსტი ძალების გაერთიანების თეორიისათვის მიიღო.
როგორც თეორეტიკული ფიზიკის ინსტიტუტის (მოსკოვი) წარმომადგენელმა ალექსეი მოროზოვმა განაცხადა, ტრადიციად ქცეული კონფერენციაა ერევანში უკვე დიდი ხანია ტარდება. “ჩვენ ერევნის ფიზიკის ინსტიტუტნთან ტრადიციული და ძალიან დიდი ხნის კავშირები გვაქვს, რადგანაც თეორეტიკული ფიზიკის ინსტიტუტიც არტემ ალიხანიანმა დააარსა. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ვცდილობთ ურთიერთობებისთვის ნებისმიერი შესაძლებლობა გამოვიყენოთ”,- ამბობს მოროზოვი.
ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელ ანდრეი მირონოვს მიაჩნია, რომ ასეთი კონფერენციები ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სომხეთისთვის, სადაც თეორეტიკული ფიზიკის სპეციალისტები დღემდე მუშაობენ და ახალგაზრდებიც არიან დაინტერესებულნი. “კონფერენციას ახალგაზრდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ეცნობიან ადამიანებს და მონაწილეობენ ზოგიერთ გლობალურ პროცესში. მით უფრო, რომ ICTP & UNESCO (თეორიული ფიზიკის ინტერნაციონალური ცენტრი) ამ პროცესში აქტიურად ერთვება. ამ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობა კი სასარგებლოა სომხური მეცნიერებისთვის”, – ამბობს მირონოვი.
როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა არმენ ნერსისიანმა (სსუ, ფიზიკის ფაკულტეტი) განაცხადა, წლევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის. მას გლობალური სტატუსი აქვს. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 300 სტუმარი მონაწილეობს, მათგან დაახლოებით 20 – მსოფლიო დონის ექსპერტია და დაახლოებით 10 – სტუდენტი და ახალგაზრდა თანამშრომელი. კონფერენცია თეორეტიკული ფიზიკის შედარებით მნიშვნელოვან მიმართულებას – სიმების თეორიასა და კვანტური თეორიის ველს მიეძღვნა.
“ამ მიმართულების სპეციალისტებით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. როგორც წესი, ეს სფერო დიდი და სამეცნიერო ტრადიციების მქონე ქვეყნებში ვითარდება. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სომხეთში ასეთი სპეციალისტები ჯერ კიდევ არიან”, – განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა.