ყარაბაღში ომი დროებით შეწყდა. სამხრეთ კავკასია გლობალურ პოლიტიკურ არენაზე „პატარა ჭადრაკის დაფად“ რჩება. რუსეთის სამშვიდობო ძალები აზერბაიჯანის და სომხეთს შეიარაღებული ძალების სადემარკაციო ხაზზე განთავსდნენ; აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ჩავიდა, რათა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება განიხილოს; ერევანში მომიტინგეები ნიკოლ ფაშინიანის “მოღალატეობრივი” რეჟიმის გადაყენებას ითხოვენ იმ დროს, როდესაც ილჰამ ალიევი “გამარჯვების” ნაყოფს კრეფს. თუმცა, მალე მარცხის სიმწარეც და გამარჯვების სიტკბოც ჩაივლის და ყველაფრის გაანალიზების დრო დადგება. ამის შესახებ პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე EADaily-ს გვედზე წერს. გთავაზობთ სტატიას სრულად.

ამ მომენტში რეგიონის მომავალი განისაზღვრება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით საკმაოდ სამწუხარო კონტურები იკვეთება: ბაქოს ხელისუფლება თავის რადიკალურ ნაციონალისტურ რიტორიკას განაგრძობს, სომხეთის საზოგადოება მარცხის შედეგად მიყენებულ ტრავმას ვერ აბიჯებს, ხოლო საქართველო უკვე გაცვეთილ “გულგრილობის” ბილიკზე მიაბიჯებს. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ საქართველოს, რომელმაც ამჟამინდელი ომი “თვალის დახამხამებაში” გაიარა, რეგიონალურ პოლიტიკაში ჩარევა არ სურს, თუმცა იმავდროულად წუწუნებს – “რუსები მოდიან!”, ხოლო ანკარის მოქმედებებს ვერ ამჩნევს და ვაშინგტონში უაზრო სიგნალებს გზავნის, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების მოთხოვნით.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში

რუსები მოდიან!

ქართული პოლიტიკის, აკადემიური და ექსპერტული ელიტის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციის ანალიზი შეიძლება ორი სიტყვით ჩამოყალიბდეს: „რუსები მოდიან!“

ის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებთან და საერთოდ, მოსკოვთან ოფიციალურ თბილისს საკმაოდ მდიდარი და ადგილობრივი თვალსაზრისით, ძალიან ნეგატიური გამოცდილება აქვს, გასაგებიცაა, თუ, რატომ არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსებაზე. რა თქმა უნდა, რეგიონში რუსთის დამატებითი სამხედრო ძალის გამოჩენას ქართული მხარე მოსკოვის მიერ გეოპოლიტიკური დომინანტობისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად და კავკასიის მთელი რეგიონის დაპყრობის მცდელობად აღიქვამს.

ადგილობრივ „ელიტურ გონებებს“ შორის დავა შეეხება იმას, თუ რამდენად არის ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შუალედური შედეგი კრემლის მარცხი, ან გამარჯვება?! ერთი მხრივ, “გონების” მცირე ჯგუფს მიაჩნია, რომ რუსეთმა თავის სტრატეგიულ პარტნიორს – სომხეთს უღალატა და ფაშინიანის სახელით პროდასავლური კურსის არჩევისთვის დასაჯა (სადღა არის პარტნიორი?) . „გონების“ დიდი ჯგუფი კი ითვალისწინებს დასავლეთელი ანალიტიკოსების შოკს, რომლებიც ღრმა სინანულით აღიარებენ, რომ კრემლმა თავისი პოზიციები რეგიონში აურზაურისა და ერთი გასროლის გარეშე გააძლიერა.

საინტერესოა, რომ იმ დროს, როდესაც “დამარცხებულები” სომხეთის მომავალს მოსკოვის “სატელიტად” ყოფნაში აღიქვამენ, “ოპორტუნისტები” დარწმუნებულები არიან, რომ ერევანს ჩრდილოელი მეზობლის გავლენისგან გათავისუფლების და დასავლურ სამყაროში, რომელიც ქართული თანამედროვე შეხედულებებით ერთადერთი ყურადსაღები განზომილებაა, გაღწევის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს.

მჭიდროდ დახუჭული თვალებით

ქართული ანალიტიკური სპექტრის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას არ შეუძლია რეგიონალურ ფორმულაში ისეთი ცვლადი (უფრო მეტად მუდმივი) რამ შეიტანოს, როგორიც არის თურქეთი. ადამიანები, რომლებიც თბილისში საკვანძო საგარეო და საშინაო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, კატეგორიულ უარს აცხადებენ აღიარონ ბანალური ფაქტი: ანკარა დასავლური სამყაროსგან დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს.

უფრო მეტიც, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში, უპირველეს ყოვლისა, სუვერენული სახელმწიფოა ნეოოსმალური ამბიციით და იმავდროულად – სამხედრო-პოლიტიკური ძალების სიძლიერით მეორე ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო). შედეგად, საქართველო “მჭიდროდ ხუჭავს თვალს” და უბრალოდ არ სურს გაითვალისწინოს გეოპოლიტიკური თამაში, რომელსაც ანკარა რეგიონსა და მსოფლიოში აქტიურად და აგრესიულად თამაშობს.

სწორედ, ამის გამო, ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს და ომის დასრულების შემდეგ, საქართველოში მხოლოდ, რამდენიმე ადამიანი საუბრობდა და საუბრობს თურქეთის სამხედროების მნიშვნელოვან როლზე, და იმაზე რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისწრაფება – რეგიონში თავისი გავლენა არაორაზროვანი მეთოდებით უზრუნველყოს, გარკვეული მომენტი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა.

ქართული ე.წ. პროდასავლური ელიტა ანკარის ნატო-ს წევრობის ბარათზე აპელირებს, აპრიორი თურქეთი სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნია (თუმცა საქართველო ნატო-ს წევრი არ არის) და მას დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთგვარ ხიდად აღიქვამს. ნატო-ს წევრობა თურქეთს ქართველი პოლიტიკოსებისთვის ხელშეუხებელს ხდის, ხოლო მასზე თავდასხმებს ავტომატურად რუსული ძალების ინტრიგას უწოდებენ. საქართველოში ანკარას კრიტიკა“თურქოფობიაა“ (უმცა მოსკოვის კრიტიკა რუსოფობია არ არის), ანუ ანტიდასავლური განწყობილებების გავრცელების მცდელობა.

მაიკ პომპეო და გიორგი გახარია. Sputnik Georgia

დეჟავიუ!

ყარაბაღის ომის შედეგს, რომელიც საქართველოსა და დასავლეთში ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ადგილობრივი ინტელიგენციის რიგებში, საქართველოს როლისა და მისი პოლიტიკის გადახედვის მცდელობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, რაიმე ინტელექტუალური „გარღვევა“ არ მოჰყოლია.

მრავალწლიანი დევიზი „დასავლეთი დაგვეხმარება“ ტრადიციის თანახმად, ან ინერციით ერთადერთ გასაღებად რჩება, რომლის დახმარებითაც თბილისში ცდილობენ პოსტსაბჭოთა სივრცეზე აბსოლუტურად ყველა პრობლემის მოგვარებას მოარგონ. კერძოდ, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სასწრაფო წესით სტრატეგიული პარტნიორის – საქართველოს მოსანახულებლად მოდიოდა, აკადემიური და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლებმა ოპერატიული წერილი აფრინეს, რომელშიც ამერიკელი მოხელესთვის საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგება „ითხოვეს“, რათა არ დაეშვათ კრემლის დამღუპველი გავლენა და პროდასავლური პოლიტიკური კურსის შეცვლა. ის ადამიანები, რომლებიც, რამდენიმე ათწლეულია საქართველოში ვაშინგტონის ინტერესებს ლობირებენ, ხვდებიან, რომ მათ „თხოვნას“ საერთო არაფერი აქვს რეალობასთან, თუმცა თავის სახელმწიფოებრივ ვალად მიაჩნდათ, აღნიშნული მოსაზრება კიდევ ერთხელ გამოეხატათ. ცხადია, მოსკოვი მის საზღვრებთან აშშ-ს სამხედრო არსებობის შესაძლებლობის გამო, ნატო-ს გაფართოვებას არ უშვებს. შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსების იდეასაც კი არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვება, რომელიც მთელი რეგიონის სტაბილურობას დარტყმის ქვეშ დააყენებს. ამგვარ პრიმიტიულ ფორმას ქართული ელიტის გარდა ხვდება ხვდება.

ამასთან, ქართული ელიტის ყველაზე სამწუხარო სიჯიუტე იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეეძლოთ ვაშინგტონისთვის ფინანსური, ან ლოგისტიკური, ასევე ბრძოლისუნარიანი და რეზერვის მქონე საბრძოლო ქართული არმიის ფორმირებაში დახმარება ეთხოვათ, რომელიც შეძლებდა, არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას, არამედ რეალური სამხედრო ოპერაციების განხორციელებას, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ. მაგრამ, როგორც ჩანს, შინაურულ “ელიტას” ურჩევნია დარჩეს “თავისი ბაღების ჩრდილში, ამერიკულ ხიშტებს ამოფარებულს მტრების არ ეშინოდეს“, რადგან ასეთი პერსპექტივა არამარტო საუკეთესო, არამედ რეალურადაც მიაჩნია.