ერევანში 18-22 სექტემბერს, “ყაზახეთის კინოს კვირეული” გაიმართა. კინოთეატრ “მოსკოვში” სომეხი მაყურებელი სხვადასხვა წელს გადაღებულ საუკეთესო ყაზახურ ფილმებს იხილავს. მათ შორისაა: «Шал», «Подарок Сталину», «Небо моего детства», «Номад» და «Транссибирский экспресс».

ყაზახეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა სომხეთში თემურ ურაზაევმა “ყაზახეთის კინოს კვირეულის” გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ ღონისძიება ყაზახეთის და სომხეთის 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას მიეძღვნა.

“ღონისძიების მოწყობის ინიციატორი საელჩო იყო, რადგან, როგორც ერთ-ერთი საბჭოთა კლასიკოსი ამბობდა: კინო ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც მისი მეშვეობით ძალიან ბევრი მაყურებელი ერთიანდება. ისინი, ვინც აფასებს კარგ გახმოვანება, კარგ ვიდეოს და კარგ დრამატულ სიუჟეტს”, – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

Посол Казахстана в Армении Тимур Уразаев
ყაზახეთის ელჩი სომხეთში თემურ ურაზაევი

მან სტუდია “ყაზახფილმს” მიწოდებული ფილმებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ერევანში საჩვენებელი ფილმები ათობით ფილმს შორის ავარჩიეთ. გავითვალისწინეთ სხვადასხვა გემოვნების და ასაკის მაყურებელი. ამიტომაც სხვადასხვა ჟანრის ფილმები წარვადგინეთ”, – თქვა ურაზაევმა და იქვე დასძინა, რომ დღეს ყაზახეთში ბევრ კომერციულ და საავტორო ფილმებს იღებენ, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მონაწილეობენ და ჯილდოვდებიან.

“კვირეულის პირველ დღეს ვაჩვენებთ ფილმს «Шал», რომელიც ყაზახურ თანამედროვეობას და პროვინციულ რეალობას ასახავს. ფილმი ამერიკელი კლასიკოსის, ჰემინგუეის ნაწარმოებების მოტივებზეა შექმნილი. მეორე დღეს წარმოვადგენთ ფილმს «Драма в казахской степи», რომელიც მოგვითხრობს სტალინურ პერიოდზე, რეპრესიების წლებზე და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხის და ეთნოსის წარმომადგენლების რთულ ბედზე. შემდეგ შედგება ფილმის ჩვენება, პრეზიდენტის (ნაზარბაევის), როგორც სახელმწიფო მოღვაწის პიროვნების ჩამოყალიბებაზე და მის ახალგაზრდობის წლებზე. კვირეულის პროგრამაში ჩავრთეთ ისტორიული ეპოსი «Номад» (ილიას ესენბერლინის «Кочевники» ტრილოგიის მიხედვით), რომელიც ჰოლივუდში, ჰოლივუდელი ვარსკვლავების მონაწილეობით არის გადაღებული. კვირეულს დაასრულებს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური და ჯაშუშური ჟანრის კლასიკური ფილმი. ეს არის ცნობილი ფილმ «Конец Атамана»-ის გაგრძელება – «Транссибирский экспресс», – თქვა ურაზაევმა კვირეულის პროგრამაში მოხვედრილი ფილმების შესახებ.

ელჩმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც სომხურ მხარეს ყაზახეთში ანალოგიური ღონისძიების ჩასატარებლად ეძლევა. “ყაზახეთი, თავის მხრივ, ყოველთვის მიესალმება კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურებიან კარგი ურთიერთობების დამყარებას, ხელოვნების საუკეთესო ქმნილებების დემონსტრირებას და მაყურებელში დადებითი ემოციებს აღძრავს”, – დასძინა ელჩმა.

Dalma News-ი ფესტივალის სპეციალურ სტუმარს, ფილმ “Шал”-ის მთავარი როლის შემსრულებელს ერბალატ ტოგუზაკოვს. მსახიობმა განაცხადა, რომ იგი სომხეთში პირველად იმყოფება, თუმცა, მის შესახებ ბევრი რამ სმენია და წაუკითხავს. მსახიობი კარგად იცნობს სომხურ კინემატოგრაფიას იმ მსახიობების და რეჟისორების წყალობით, რომლებიც მთელს სსრკ-ში მუშაობდნენ. ტოგუზაკოვმა განსაკუთრებულად მოიხსენია ფრუნზიკ მკრტჩიანი.

“ნებისმიერ ყაზახელს რომ ჰკითხო, ზუსტად აღწერს ამ მსახიობს. ეს ადამიანი იმდენად ღრმად დარჩა მეხსიერებაში თავისი იუმორით და შესრულების მანერით, რომ ბევრი მის მიბაძვასაც კი არ ერიდებოდა”, – განაცხადა ტოგუზაკოვმა.

Исполнитель главной роли в фильме «Шал» Ерболат Тогузаков
ფილმ “Шал”-ის მთავარი როლის შემსრულებელი ერბოლატ ტოგუზაკოვი

 

 

 

 

რაც შეეხება თავად ფილმ «Шал»-ის მთავარ გზავნილს, მსახიობმა დასძინა: „ყველაფერი ჰარმონიულად უნდა იყოს. იქ არის ეპიზოდი, სადაც ადამიანები ერევიან და არღვევენ ბუნების ჰარმონიას იმ დროს, როდესაც მგლისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგანაც მას ლეკვები ჰყავს. ამ სამყაროში ყველაფერი ჰარმონიულადაა. მეორე გზავნილი – ეს არის ოჯახური კავშირების და სისხლით ნათესაობის მნიშვნელობა“.

მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე ფილმმა მიზანს მიაღწია.

“გულის სიღრმემდე შემძრა ფილმა “Шал”-ი. ერთი შეხედვით უბრალო ფილმია, რომელიც ყაზახეთის ერთი ჩვეულებრივი პროვინციული ოჯახის და მისი ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. მეორეს მხრივ, ემოციურად ძლიერი და ღრმა ფილმია, რომელიც ადამიანის და ბუნების, ჩვენს დროში დაკარგული ურთიერთობის, ხალხის მომთაბარე წარსულის უწყვეტი კავშირის, თაობებს შორის არსებული რთული ურთიერთობების, ადამიანის სულიერი ძალის და მისი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ მოგვითხრობს”, – განუცხადა Dalma News-ის ჟურნალისტს ერთ-ერთმა მაყურებელმა სირანუშმა.

მოამზადა აიკ ხალათიანმა