ჩეხეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქო-თბილისი-ყარის სარკინიგზო ხაზის მეორე ეტაპის დაფინანსებაში. – bpn.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩეხმა ბიზნესმენებმა წარმატებული ინვესტიციები განახორციელეს მაგისტრალის მშენებლობის პირველ ეტაპზე. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა მეორე ეტაპზეც წარმატებული იქნება”, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქციას და ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას.