საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, კვლავ რადიკალური ოპოზიციის დღის თემაა. პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პარტიები, მედია, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ყველანაირად ცდილობენ ივანიშვილის გვარი რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ფონზე სანქცირებულ ბიზნესმენთა შორის მოხვდეს. ოპოზიცია ოლიგარქს ქვეყნის ჩრდილოვან მმართველს უწოდებს და საქართვეოში შავი ხვრელების შექმნის ბრალდებით მისი ქონების დაყადაღებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვენ.
პოლიტიკური პარტია “დროას” ხელმძღვანელ ელენე ხოშტარიას აქვს პრეტენზია, რომ ფლობს ინფორმაციას უკრაინაში მოპარულ ხორბალზე და მთელი სქემაც კი გაშიფრა. საუბარია 27 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულ გემზე, რომელიც, უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსეთმა მოიპარა. როგორც ელენე ხოშტარიამ 11 მაისს, ბათუმში, პარტიის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება და სანქციებს იმსახურებს.
“7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე. 8 მაისს ზელენსკიმ ისაუბრა ამაზე, თუმცა თქვა, რომ არ უნდა დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები. თუმცა ის ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებს პრორუსულ ქვეყნებს. 10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება”, – აცხადებს ხოშტარია.
“დროას” ლიდერის მიერ ინტერპრეტირებული სქემა ხორბალთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბარს და ალი უზდენოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება.
“ალი უზდენოვი და ევტუშენკოვი კონკრეტულად არიან ხორბლის მასშტაბურ ბიზნესში. სხვათა შორის, ღარიბაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა, თუმცა შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
ბიზნესმენი ალი უზდენოვი ნახსენებია ჩანაწერში, რომელიც 25 აპრილს გავრცელდა და რომელიც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარს ასახავდეს. ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მონტაჟია.
ხოშტარია ნახატების გატანის საკითხსაც შეეხო, თუმცა გაცილებით მოზომილი იყო შეფასებაში, ეს სანქციების შედეგია, თუ ტექნიკური ხარვეზი?
“კობახიძის და „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ საკითხზე აჩვენებს, რომ მათ ღიად დაიწყეს დაპირისპირება დასავლეთთან. „ოცნების“ მხრიდან ეს შიშები მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს, რაღაც დისკომფორტი აქვს, ისინი ამას უკავშირებენ შესაძლო სანქციებს და არიან ძალიან აღელვებული”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. Green Vals Trust-მა შეფერხების მიზეზად “აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო” დაასახელა, რაც მას ძირითადი ფუნქციების შესრულება ხელს უშლის.
ოლიგარქი, Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის და ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებების დაარღვასა და ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში შვეიცარელმა მოსამართლემაც კი დაამტკიცა სასამართლოს განაჩენი, რომ Credit Suisse-ი ვალდებულია თაღლითობით მოპოვებული თანხები დაზარალებულ კლიენტს დაუბრუნოს. თუმცა, ბანკმა სასამართლო გამოიყენა, რათა სრულად გადახდა თავიდან აერიდებინა”, – ამბობს ივანიშვილის სპიკერი.
საუბარია განაჩენზე, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ი უფლებამოსილია ივანიშვილს დაუბრუნოს ის $130 მილიონი დოლარი, რომელიც 2018 წლის განაჩენით იყო განსაზღვრული. განცხადებიდან ირკვევა, რომ უკანონოდ გადარიცხული $130 მილიონიდან ბანკმა მხოლოდ $80 მილიონი დააბრუნა, დანარჩენი $50 მილიონის დაბრუნება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით იდავებს Credit Suisse-ი “მესამე პირებთან”.
ეს ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ყოფილი პრემიერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შვეიცარული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების ვალდებულების ბანკიდან “მესამე პირებზე” გადატანას ნიშნავს, მაშინ, როდესაც „განვითარებადი ქვეყნის სასამართლოც კი დაადგენდა” იმას, რომ თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება არ შეიძლება ეფუძნებოდეს “პირობითობას” და მისი გადახდა სრულად ბანკის პასუხისმგებლობა უნდა იყოს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის მიერ საკუთარ მხარდამჭერებში ცრუ მოლოდინები კი, დიდი იმედგაცრუებით დასრულდება.
“თვითონ ხელისუფალმა რომ დაიჯერა ეს შეთქმულების თეორია და ბანალური საბანკო ტრანზაქციების ომის და მშვიდობის თემასთან დაკავშირების პარანოიდალური კამპანია წამოიწყო. ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ”, – წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ივანიშვილი საერთაშორისო სანქციების ობიექტი?
როგორც Dalma News-სთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა, რუსეთის მიმართ სანქციები ყველა პროდუქციაზე არ არის დაწესებული. მათ შორის წამლებზე, აგრო პროდუქციაზე და სხვა. ძირითადად სანქციები შეეხო იმ პროდუქციას, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამხედრო მრეწველობაში, ან თავდაცვის სისტემებში, მათ შორის, მაღალ ტექნოლოგიებზე. მისივე თქმით, ვერც ენერგომატარებლებზე შეთანხმდა ყველა ქვეყანა ევროპაში. ყველაზე დიდ შემოსავალს რუსეთი დღეს, სწორედ ენერგომატარებლების გაყიდვით იღებს და მათ ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ევროპაში ყიდის. ბიუჯეტში შესულ ფულს კი სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად იყენებს.
“რუსეთში საქართველოს შეაქვს ისეთი პროდუქტები, რომლებიც სანქციების ჩამონათვალში არ შედის. რაც შეეხება იმპორტს, საქართველო რუსეთიდან იღებს ხორბალს. დღეს ხორბლის დეფიციტია მთელს მსოფლიოში, უკრაინაში საზღვაო პორტები ბლოკირებულია, მაშინ, როდესაც უკრაინა ფაქტობრივად ხორბლის მსოფლიო ბეღელია. ძალიან ბევრ კომპანიას უკვე სხვა წყაროებიდან შემოაქვს ხორბალი”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
კიდევ ერთი მიმართულებაა ნავთობპროდუქტები. ექსპერტის თქმით, საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ არის წამყვანი. ყველაზე მეტი ნავთობპროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან შემოდის.
მისივე თქმით, სანქციების ახალი პაკეტი, ითვალისწინებს გაფართოებას პროგრესული ელიტის მიმართ. რაც შეეხება იმას, ივანიშვილი მოხვდება თუ არა ამ სანქციებში, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეს არის ოპოზიციის წმინდა სპეკულაციური თემა, რასაც სამწუხაროდ, უკრაინის ოფიციალური პირებიც არიან აყოლილები.
“შავი ხვრელით, რომ საქართველოს გავლით აკრძალული პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდეს, ზომაზე მეტად გაზვიადებულია. არც ერთ ოფიციალურ პირს, არც ევროკავშირის და არც აშშ-ს მხრიდან ეს საკითხი არ დაუსვამთ, არც პირდაპირ და არც გაკვრით. საქართველო უკრაინას ფაქტობრივად ყველაფრით ეხმარება”, – ამბობს ექსპერტი.
გიორგი ცუცქირიძის აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემით ქართული ოპოზიცია სპეკულირებს. მეორე თემაა ის, რომ ივანიშვილი არ არის რუსეთის მოქალაქე, სანქციები ვისაც დაუწესეს ამერიკაში, თუ ევროპაში, ყველა რუსეთის მოქალაქე იყო, ან ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. ივანიშვილი საერთოდ არ არის რუსეთის მოქალაქე”, – ამბობს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, ივანიშვილს არც ბიზნესი არ აქვს რუსეთში, ასეთ შემთხვევაში რა უნდა იყოს სანქციების მოტივი? მხოლოდ ოპოზიციის სურვილი, რომ საქართველო გამოცხადდეს შავ ხვრელად.
“ოპოზიციას ახასიათებს ცრუ მოლოდინების შექმნა ხშირად ისეთ თემებზე, რომლებიც ქმნიან ცრუ მოლოდინებს და საკუთარი მხარდამჭერები შეჰყავთ შეცდომაში.
ივანიშვილის შვეიცარულ ბანკთან პრობლემებზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისი ადვოკატების უძლიერესმა გუნდმა ყველა დონის სასამართლოში დაამტკიცეს, რომ მათი კლიენტი არის მართალი, სხვა საკითხია, როგორ აღასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებებს ის ორგანიზაციები, რომლებსაც ივანიშვილმა სასამართლო მოუგო.
“იმაზე სპეკულაცია, რომ ივანიშვილის მიმართ დაწესდა რაღაც სანქციები, არის მხოლოდ სპეკულაცია და გათვლილია მხოლოდ ნაცების მიმდევრებზე”, – ამბობს გია აბაშიძე.
იგი, ამ საკითხში უკრაინასთან კავშირს ხედავს და ამბობს, რომ საეჭვო რეპუტაციისა და ბიოგრაფიის ადამიანების გამონათქვამები უკრაინული მხრიდან, საერთაშორისო არენაზე არ არის წონადი, მაშინ, როდესაც მათ უპირისპირდება ობიექტური რეალობა ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ხაზგასმით ამბობენ, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას ყველა პოლიტიკურ სანქციებში.
“სხვა დანარჩენი, რაც ემსახურება სააკაშვილის ომის პარტიის ინტერესებს, საყურადღებო არ არის”, – ამბობს გია აბაშიძე.
შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.
შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.
გიორგი ქართველი