თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფირუდინ სინირიოღლუ 15-16 სექტემბერს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ვიზიტის ფარგლებში ფირუდინ სინირიოღლუ აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედრიანოვს შეხვდება. შეხვედრაზე თურქულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე და საერთაშორისო საკითხებზე, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრებენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა ასევე შეხვდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს.