ბაქოელებისათვის ყოველდღიური ნაცრისფერი ქალაქური ცხოვრება შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეიცავლოს. როგორც “Sputnik“-ი იტყობინება, ბაქოს ზოგიერთი ქუჩისა და გამზირის პროსპექტის ტროტუარებსა და საცალფეხო გზებზე სხვადასხვა ფერის ასფალტს ასხამენ. ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს ღია აქციონერთა საზოგადოება “აზერიოლსერვის”-მა განაცხადა.
ეს საცდელი პროექტია, რომელიც ესთეტიკური მიზნით ხორციელდება.
წითელი ფერის ასფალტი უკვე დაგებულია ერთ-ერთ ხიდზე, რომელიც ორ ხალხმრავალ ქუჩას კვეთს, ასევე ხიდის საცალფეხო გზაზე.
ფერადი ასფალტის დაგებას შემდგომში, დედაქალაქის ქუჩებისა და გამზირების სავალ ნაწილებზეც აპირებენ.