აზერბაიჯანის 2015 წლის მარცვლეულის მოსავალმა 100 წლეულის რეკორდს გადააჭარბა და ერთ ჰექტარზე 30,5 ცენტნერი შეადგინა.
როგორც «1news»-ი იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა სოფლის მეორნეობის მინისტრმა ჰეიდარ ასადოვმა. მისივე თქმით, მარცველულის მოსავალმა მიმდინარე წელს ჰექტარზე 30 ცენტნერტს გადააჭარბა. სააქრივო მონაცემებით, მსგავსი მაჩვენებელი 1913 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, როგორც მინისტრი აცხადებს, რეკორდულია ასევე ხილისა და ბოსტნეულის მოსავალი.
“საერთო ჯამში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის დინამიკა შეიმჩნევა, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის,” – განაცხადა ასადოვმა.