SOCAR Georgia Gas-ის ინფორმაციით, 2015 წლის პირველი ოქტომბრიდან ბუნებრივი აირის მოსალოდნელი გაძვირება არ შეეხებათ ეკლესიებს, ბიუჯეტურ ორგანიზაციებსა და პურის ქარხნებს.
2015 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის ერთი კუბამეტრი ბუნებრივი აირის საფასური 0,84 აშშ დოლარს შეადგენს ($1=2,3644 ლარი).
იურიდიული პირებისათვის ტარიფი 0,04 აშშ დოლარით გაიზრდება.
როგორც SOCAR Georgia Gas-ში განმარტავენ, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფების გაზრდა ბაზარზე არსებული ვითარების ცვლილებას უკავშირდება.