ახალი სასწავლო წელი გუშინ, ყველასთვის არ დაწებულა… აზერბაიჯანის იმიშლიანის რაიონის სოფელ გიზილკიანდში, მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს. ამის შესახებ “Haqqin.az“-ი სოფლის მოსახლეობის იფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მშობლების “ბოიკოტის” მიზეზი სკოლის ავარიული შენობაა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით მშობლები სკოლის შენობასთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი შენობის აშენებას მოითხოვდნენ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას კიდევ, რამდენიმე სამწუხარო მოვლენა ახლდა. მათ შორის 12 წლის მოზარდის თვითმკვლელობა. ოფიციალური ვერსიით, მან თავი იმის გამო ჩამოიხრჩო, რომ მშობლებმა ახალი სასკოლო ფორმა და ჩანთა ვერ უყიდეს.