ზაფხულის ბოლოს აზერბაიჯანის აფთიაქებში ვითარება უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, სატარიფო საბჭომ მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესახებ განაცხადა. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ მომენტისთვის ბაქოს აფთიაქებში გართულდა არა მხოლოდ გაიაფებული, არამედ საერთოდ წამლების ნახვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახეზეა აშკარა დეფიციტი, დახლებიდან გაქრა მრავალი პრეპარატი და სახლის პირობებში გამოსაყენებლი სამედიცინო მოწყობილობებიც კი.
მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. როგორც “Qafqazinfo” იტყობინება, სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა საფაია ახმედოვამ განაცხადა, რომ დეფიციტი უკავშირდება ფასების ცვლილებას. ვითარებიდან გამოსავალის სახით ახმედოვა მოქალაქეებს სთავაზობს აფთიაქებში ანალოგიური შემადგენლობის მქონე სხვა წამლები მოითხოვონ, რათა დეფიციტური პრეპარატი დროებით ჩაანაცვლონ .