აზერბაიჯანი 2005-2014 წლებში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასების ზრდის მიხედვით დსთ-ს ქვეყნების პირველ სამეულში შევიდა.
Oxu.Az-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დსთ-ს სახელმწიფოთაშორისი სტატისტიკური კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებშია საუბარი.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სამეულში შევიდა: რუსეთი, სადაც საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2005-2014 წწ. 553 აშშ.დოლარით გაიზარდა. შემდეგია აზერბაიჯანი – 436 აშშ.დოლარიანი ზრდით და მესამეა ყაზახეთი – 419 აშშ.დოლარით.
დსთ-ს დანარჩენი ქვეყნები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ბელორუსი – 375 აშშ.დოლარი, სომხეთი – 267 აშშ.დოლარი, მოლდოვა – 186 აშშ.დოლარი.
ბოლო სამი ადგილი ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უკრაინამ ( ხელფასების 165, 138 და 136 აშშ.დოარიანი ზრდით) გაინაწილეს.