რუსული თვითმფრინავის ტუ-24-ის ჩამოვარდნისა და რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავების შემდეგ დღის წესრიგის დადგა აზერბაიჯანის როლი ამ კონფლიქტში.
პრაქტიკულად ინციდენტისთანავე ბაქოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლიუტ ჩავუშოღლუ ესტუმრა, ხოლო 3 დეკემბერს – პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, მათ შორის რეგიონში ვითარების გამწვავების შემთხვევაში სამხედრო-პოლიტიკურ სეფროშიც.
ამის შემდეგ რუსმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა იმსჯელეს, არსებულ ვითარებაში ბაქოს როლზე.
დავითოღლუს ვიზიტის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა, რომ თურქეთი მათი ახლო მოკავშირეა, ხოლო რუსეთი – აზერბაიჯანის ახლო და მეგობარი ქვეყანა. “აზერბაიჯანს ამ ქვეყნებთან ისტორიული კავშირები აერთიანებს. ორივე ქვეყანასთან მაღალი დონის კავშირები არსებობს”, – განაცხადა მამედოვმა.
მართლაც, აზერბაიჯანი ძალზედ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთის მხრივ, სისხლით მონათესავე ძმები – თუქრები. აზერბაიჯანი თავის ენერგორესურსებს მსოფლიო ბაზარს თურქეთის მეშვეობით აწვდის, გარდა ამისა, ამ ქვეყანასთან სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება აქვს გაფორმებული. მეორეს მხრივ კი – რუსეთი, რომელიც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკაა და რომელთანაც აზერბაიჯანს ისტორიულად კარგი ურთიერთობა აკავშირებს, რაც ბოლო დროს კიდევ უფრო განმტკიცდა.
ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მთელი რიგი ოფიციალური პირები გამოდიან ინიციატივით ბაქომ ანკარასა და მოსკოვს შორის შუამავლის მისია იკისროს, რაც იმის ადასტურებს, რომ აზერბაიჯანს ვითარების შემდგომი გამწვავება არ სურს.
ბაქოდან დაბრუნების შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა თურქეთს. მიანიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზი რუსულს ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, დავითოღლუმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თურქულ საქონელს ცენტრალურ აზიაში გასასვლელად სატრანზიტო დერეფანი გამოუყო.
რას ნიშნავს მხარდაჭერა აზერბაიჯანულად?
იმის შესახებ, თუ რა დონეზე უჭერს მხარს აზერბაიჯანი თურქეთს და ნიშნავს, თუ არა ეს ფაქტობრივად თურქეთის მხარეს ყოფნას და კონკრეტულად რას ნიშნავს “მხარდაჭერა”, ისაუბრა პოლიტოლოგმა როვშან იბრაჰიმოვმა.
“აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ის, რომ აზერბაიჯანი მონაწილეობს ორ ქვეყანას (რუსეთსა და თურქეთს) შორის კონფრონტაციაში, ან რომელიმეს პოზიციას ემხრობა. ეს თავიდანვე მცდარი აღქმაა. აზერბაიჯანის თურქეთისადმი მხარდაჭერა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, ამ ქვეყანამ გარკვეული ეკონომიკური ზარალი ნახა”, – ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანმა შექმნილ რთულ ვითარებაში თურქეთს შედარებით ხელსაყრელი პირობები შესთავაზა, რათა მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა.
“ვთქვათ, აზერბაიჯანმა თურქეთის ტვირთის გადამზიდველებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადიოდნენ, საკუთარი ტერიტორია გამარტივებული პროცედურებითა და თანაც დაბალ ფასად შესთავაზა. მაგალითად, კასპიის ზღვის გავლით ტვირთის გადაზიდვა 20%-ით უფრო იაფია და ერთი მიმართულებით გზა მხოლოდ 1200 აშშ დოლარი ჯდება. თუ ორივე მიმართულებით წინასწარ იყიდის ბილეთს, მაშინ მხოლოდ 2100 აშშ დოლარი იქნება გადასახდელი”, – ამბობს იბრაჰიმოვი.
ანალიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანი TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენის) მშენებლობის ვადაზე ადრე დასრულებას, თურქეთის ბაზარზე ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ექსპორტის დაწყების მიზნით დასთანხმდა.
“აზერბაიჯანმა რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტური ვითარების მოგვარების უზრუნველსაყოფად შუამავლობა შესთავაზა. აზერბაიჯანი ამ უთანხმოების მოგვარებას შემდგომშიც შეუწყობს ხელს”,- დარწმუნებულია პოლიტოლოგი.
როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ბაქოსა და მოსკოვს შორის?…
თუ რა გავლენა ექნება მოსკოვი ბაქოსა და ანკარას ურთიერთობაზე, ანალიტიკური ქსელის PolitRUS-ის ხელმძღვანელმა ვიტალი არკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან კოლოსალური შეცდომა იქნებოდა ბაქოზე იმის გამო გაბრაზდეს, რომ მას ანკარასთან კონფიქტში რუსეთის მხარე არ დაიჭირა.
“არ დავიწყებდ კატეგორიულად იმის მტკიცებას, რომ აზერბაიჯანი თურქეთს უფრო ემხრობა. ის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ასეთ რთულ ვითარებაში, რადგანაც თურქეთიცა და რუსეთიც მისთვის მთავარი რეგიონალური პარტნიორები არიან.
თუ თურქეთთან მას პრინციპი – “ორი სახელმწიფო, ერთი ხალხი” აერთიანებს, რუსეთთან დაკავშირებით მკაფიო გაგება არსებობს, რომ მხოლოდ მოსკოვთან მოკავშირეობითა და მისი მფარველობის ქვეშ შეუძლია ბაქოს მაქსიმალურად თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვაშინგტონში დიდი ხანია “კბილებს ილესავენ” აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიმართ და მზად არიან პირველივე ხელსაყრელ ვითარებაში შეცვალონ იგი მარიონეტული “ვასალით”,- ამბობს პოლიტოლოგი.
არკოვის აზრით, ანკარამ ცოტა ხნის წინათ სცადა ბაქო “გაეთელა”, რაც აზერბაიჯანში ხმაურიან გადადგომებს უკავშირდება. “იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მმართველი პარტია “ახალი აზერბაიჯანის” დროშის ქვეშ მილი მეჯლისში ეროვნული უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელის ელდარ მაჰმუდოვისადმი ლოიალურად განწყობილი დეპუტატები მოხვედრილიყვნენ. შემდეგ კი რეჯეპ ერდოღანის “მეგობრული რეკომენდაციით”, დაერწმუნებინათ ილჰამ ალიევი მისი კანდიდატურა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარედგინა.
ამდროისთვის აზერბაიჯანში ეს თანამდებობა ნომინალურია, თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს რესპუბლიკაში საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის საპარლამენტოთი შეცვლის შემთხვევაში. იგეგმებოდა ილჰამ ალიევის იძულება, რათა დამხობის მუქარით მას შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილები გაეტარებინა. ანუ, ერდოღანისა და მთელი რიგი თურქი “ოლიგარქებისადმი” სოლიდარული თურქული წარმოშობის ჯგუფი აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებაში “მსუბუქ” რევოლუციას, თავისი არსით – სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა”, – დასძინა მან.
თურქეთ-აზებაიჯან-რუსეთის სამკუთხედის შესახებ საუბრისას ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მოსკოვი ბრძნულად მოიქცევა, არ მოუსმენს “თავცარიელ პატარა პოლიტიკოსებს” და ბაქოს ულტიმატუმებს არ წაუყენებს.
ყველაფერში “თურქული ნაკადია” დამნაშავე…
თურქეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი როვშან ჰუსეინოვი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდება გახდა მიზეზი, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ დაგროვილი პრეტენზიები წაეყენებინათ.
“დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთის პოლიტიკა მთლიანად ვაშინგტონზეა დამოკიდებული. თუ გახსოვთ გეზის პაკის გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც სტამბულსა და მთელ რიგ სხვა ქალაქებში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გაიმართა… მაშინ ერდოღანის სავარძელი შეირყა, თუმცა იგი აშშ-სადმი ერთგულების ფიცმა გადაარჩინა. თავდაჯერებულობის გრძნობით, ერდოღანმა კვლავ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყო, რადგანაც ესმის, რომ ადრე თუ გვიან, თეთრი სახლის პოლიტიკა მას სადამ ჰუსეინივითა და მოჰამედ კადაფივით მოექცევა”,- დასძინა პოლიტოლოგმა.
ჰუსეინოვი ამბობს, რომ აშშ-ში არასოდეს ყვარებიათ ერდოღანი, რადგანაც იციან, რომ ის არამდგრადი პოლიტიკოსია და რომ მისთვის პოლიტიკური მეგობრები არ არსებობს. ” როდესაც მოსკოვსა და ანკარას შორის მოლაპარაკებები თურქული ნაკადის თაობაზე დაიწყო, იგი დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ეს პროექტი დღის წესრიგში იყო, სახელისუფლებო პარტია საპარლამენტო არჩევნებში ვერ იმარჯვებდა და ვერც მთავრობას აკომპლექტებდა ყალიბებდა. ამ პროექტის შეჩერების შემდეგ კი ერდოღანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ერდოღანმაც შესანიშნავად იცის, რომ იგი ჩიხში მოექცა და რომ იქიდან გამოსვლა არც ისე ადვილია. მან შესანიშნავად იცის, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გაწყვეტა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას. მაგრამ თამაში დაწყებულია, ქვეყნის ინტერესების ხარჯზე მან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უწევს, ამიტომაც თურქეთს არც ისე სახარბიელო მომავალი ელის”, – ამბობს ანალიტიკოსი.
ამ ვითრებაში აზერბაიჯანის პოზიციის შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბაქოს კარგი და მეგობრული ურთიერთობები აქვს, როგორც რუსეთთან, ისე თურქეთთან და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.
“ის, რასაც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ამბობს სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ ასეთ ვითარებაში არსებობდეს სარგებელი”, – განაცხადა მან.
P.S. ბაქოს კარგად ესმის, რომ ვითარება მის სასარგებლოდ არ იცვლება. ამიტომ საჭიროა მთელი თავისი დიპლომატიური შესაძლებლობები გამოიყენოს, რათა გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე არ დადგეს. არჩევანი ორ სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეს შორის დგას. რუსეთი კი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრია. ამიტომ აზერბაიჯანისთვის არც მოსკოვთან და არც თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ შეიძლება.
მეორეს მხრივ, არსებულმა ვითარებამ გარკვეულწილად აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეაბრუნა საქმე. რეგიონში მისი როლი გაიზარდა. ასევე მოსალოდნელია გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდებიც.
ნიჯატ ჰაჯიევი