საახალწლო არდადეგების დასრულებისთანავე აზერბაიჯანელი სპორტსმენები ახალი სპორტული სეზონისათვის მზადებას შეუდგნენ.

ფეხბურთი

აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგაში ახლა ზამთრის არდადეგებია და კლუბები წინასეზონურ მომზადებებს სხვადასხვა ქვეყნებში აწყობენ. მანათის დევალვაციისა და საერთო რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ბევრმა კლუბმა შეძლო თურქეთსა და ესპანეთში შეკრებებისა და ამხანაგური შეხვედრების ჩატარება. ხოლო ვინც ვერ შეძლო – სამჭობლოში, არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებში ვარჯიშობს.

პარასკევს, 22 იანვარს კლუბ CBC Sport-ის მეოთხე ტური დასრულდა. ეს კლუბი ბაქოში, ფეხბურთის ზამთრის ტურნირის ორგანიზატორია, რომელშიც დედაქალაქის “ნეფტჩიმ” გაიმარჯვა.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ელჰან მამედოვმა Sportbox.az-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაჯამა “კლუბ CBC Sport”-ის შედეგები და ტურნირის სასარგებლო გამოცდილებასა და აზერბაიჯანში ბაზის შექმნაზე ისაუბრა. საუბარია ბაზაზე, სადაც შორი და ახლო უცხოეთის ქვეყნებიდან კლუბებs მიიზიდავენ, ხოლო თანამემამულე სპორცმენები სამშობლოში წრთვნებს დაუბრკოლებლად ჩაატარებენ.

ელჰან მამედოვი
ელჰან მამედოვი

“აზერბაიჯანში დამატებითი ტურნირის დაწესების შესახებ განხილვები ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ. ადრე ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და მწვრთნელების კომიტეტმაც განიხილეს. გულწრფელად გითხრათ, თავდაპირველად იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ტურნირი მარტ-აპრილში უნდა ჩატარებულიყო, რაც აზერბაიჯანის ჩემპიონატს ინტენსივობას შესძენდა. მაგრამ ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ძირითადად ჩვენი ვალუტის დევალვაციას ვგულისხმობ, ბევრმა კლუბმა გადახედა საზღვარგარეთ თავიანთი წრთვნების საქმეს და ეს თემა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციისა და პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის კლუბების კომიტეტთან ერთად განიხილეს. დაიწყეს ამხანაგური ტურნირების ორგანიზების საკითხზე იმ გუნდებისთვის მოლაპარაკებები, რომლებმაც აქ, ბაქოში გადაწყვიტეს ვარჯიში”, – ამბობს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციის გენ.მდივანი.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, ეს მატჩები და ტურნირები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ფინანსების უკმარისობის მიუხედავადაც შესაძლებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  ეფექტური წრთვნების ჩატარება.

“პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგასთან ასევე განვიხილეთ უკვე მომავალი წლისათვის უცხოური გუნდების მოზიდვისა და მომზადების საკითხი. შესაძლოა, მათთვის ამხანაგური ტურნირისათვის მზადების პირველ წელს საშეღავათო პირობების შეთავაზება მოგვიწიოს, მაგრამ თუ ეს გამოცდილება წარმატებული აღმოჩნდება, ერთი წლის შემდგე გუნდები თავად ისურვებენ ჩამოსვლასა და ჩვენს ქვეყანაში ზამთრის წრთვნებში მონაწილეობის მიღებას. მიმაჩნია, რომ რუსული, ქართული, ირანული კლუბები ისურვებენ აზერბაიჯანულ გუნდებთან თამაშს. ბოლო წლებში ევროპულ ტურნირებზე ხშირად შევხვედრილვართ ქართულ და რუსულ გუნდებს. მატჩები საკმაოდ დინამიური იყო”, – ამბობს მამედოვი.

გენერალური მდივნის აზრით, აზერბაიჯანში წრთვნების ჩატარება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისათვის ტრანსპორტირების თვალსაზრსისთაც მომგებიანი იქნება.

ფრენბურთი

რამოდენიმე დღის წინათ ლუქსენბურგში ევროპის ქალთა ფრენბურთის ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. აზერბაიჯანის ნაკრები «В» ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან საფრანგეთი, მონტენეგრო და ესპანეთი. კვარტეტის მატჩი მონტენეგროში ( 3-5 ივნისს) და საფრანგეთში (10-12 ივნისს) ჩატარდება. შეჯიბრების ფინალურ რაუნდში (24-26 ივნისს) ერთამენთს შევხდებიან  სამი ჯგუფიდან გამარჯვებული მეორე ადგილზე გასული გუნდი.

a58f00666639f66f7d3bb51c9795b220თუ ფეხბურთის პრემიერ-ლიგას ახლა ზამთრის არდადეგები აქვს, ფრენბურთში თამაშები უკვე იანვრიდან დაიწყო. ამგვარად ფრენბურთის ლიგის ბოლო ტურის მიხედვით ლიდერობს “აზერრეილ” 25 ქულით, მეორე ადგილზეა “ტელეკომ” 23 ქულით, ხოლო მესამეზე “ლოკომოტივ” 22 ქულით. მათ ქულებს შორის განსხვავება არც ისე დიდია, ამიტომაც ჩემპიონატში გამარჯვების შანსი სამივე გუნდს აქვს.

ჭიდაობა

აზერბაიჯანში, ისევე როგორც კავკასიის სხვა ქვეყანაში ჭიდაობა იყო და რჩება სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად  სახეობად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სპორტის ამ სახეობას აზერბაიჯანელები “ეროვნულ ჭრილში” უყურებენ, იგი კიდევ დიდხანს და შესაძლოა სამუდამოდაც ყველაზე პოპულარულ (და მედლების თვალსაზრისით  ყველაზე წარმატებულ) სახეობად იქცეს.

აზერბაიჯანელმა მოჭიდავეებმა ირანში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და ოთხი ბრინჯაო.

30

30-31 იანვარს აზერბაიჯანელი მოჭიდავეების თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც ვეხბი ემრესა და ხიმიტა კაპლანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჭიდაობის 34-ე საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირზე ბერძნულ-რომალური სტილით ჭიდაობაში აზერბაიჯანს წარადგენენ მურად ბაზაროვი, კერიმ ჯაფაროვი, ელდანიზ აზიზლი, მურად მამედოვი (59 კგ.წონით კატეგორიაში), ისლამბეკ დადოვი, როვშან ტაგიევი (66 კგ.), ემინ აჰმედოვი (80კგ.), სულტან ისმაილოვი (85კგ.) ტიურმენ ეიუბოვი, ორხან ნურიევი (98კგ.) და ოიან ნაზარიანი (130კგ.). მსაჯთა კორპუსში კი აზერბაიჯანს ვაგიფ ზეინალი წარადგენს.

ძიუდო

აზერბაიჯანის სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სპორტული მოვლენა იყო ის, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ორი აზერბაიჯანელი სპორცმენი მოხვდა, რომლებიც  თავიანთ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად გამოაქვეყნეს, კიდევ  ორი ძიუდოისტი უძლიერესი სპორცმენების ათეულში შევიდნენ.

Азербайджан-претендует-на-проведение-чемпионата-мира-по-дзюдоრეიტინგის თანახმად, იანვარში აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერებმა ელმარ გასიმოვმა (100 კგ.) და რუსტამ ორუჯევმა (73კგ.) თავიანთ წონით კატეგორიაში ყველა თავის მეტოქეს გაუსწრეს. ორხან საფაროვი (60 კგ.) მეოთხეა, ხოლო ნიჯატ შიხალიზადე (60 კგ.) – მეათე. აზერბაიჯანის ნაკრების სხვა წევრების მაჩვენებლი შედარებით მოკრძალებულია: ილგარ მიუშკიევი (60კგ.) – მეოცე, ტარლან კერიმოვი (66 კგ.) – 43-ე, მამედალი მეხტიევი – 38-ე, რამინ გურბანოვი – 48-ე (ორივე 90 კგ.) ელხან მამედოვი (100 კგ.) – მეოცე, უშგანგი კოკაური (+100) – 39-ე, აიშა გურბანლი (48-ე) – 56-ე და კიფაიატ გასიმოვი (57 კგ.) – 55-ე.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ლიცენზიებს ძიუდოში სპორცმენები რეიტინგების მინიჭების საფუძველზე მიიღებენ.

კრივი

მსოფლიო  კრივის მეექვსე სეზონის საწყის მატჩზე ყაზახეთში “ბაქო ფაირსის” მოკრივეები   “ასტანა არლანს”-თან ანგარიშით 1:4  დამარცხდნენ. “ბაქო ფაირსის” შემადგენლობაში ერთადერთმა მოკრივემ გეიბატულა გაჯიალიევმა (64კგ.) გაიმარჯვა. ხოლო ჯავიდ დადშოვი (49 კგ.), იარაშ მაგომედოვი (56კგ.), ბადრი ხარძიანი (75კგ.) დაგაჯი მურტუზალიევი (91კგ.) დამარცხდნენ.

აღნიშნული ტურნირის მეორე ტური 5 თებერვალს შედგება, რომელშიც ისინი მშობლიურ რინგზე უზბეკეთის “უზბეკ ტაიგერს” შეხვდებიან. თუ კავკასიელების საამაყო სპორტი ჭიდაობაა, ცენტრალური აზიის ხალხებისათვის – ეს კრივია. ასე იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, სწორედ ამიტომაც უჭირთ ჩვენს მოკრივეებს ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა.

trend_parviz_bagirov_boks_260615_0726 თებერვალს მოსკოვში აზერბაიჯანელი და რუსი მოკრივეების ორთაბრძოლა გაიმართება. რუსმა იგორ ეგოროვმა (10 გამარჯვება. 5 მარცხი), რომელიც “Industrials”-ისა და “ოლიმპი”-ს სახელით გამოდის, “FIGHT NIGHTS GLOBAL 44”-ის ტურნირის ფარგლებში აზერბაიჯანელი ნარიმან აბბასოვის (8-2) წინააღმდეგ ბრძოლის კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჭადრაკი

ვეიკ-ან-ზეეში  ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი Tata Steel Chess Masters 2016 გრძელდება. მერვე ტურში აზერბაიჯანელმა დიდოსტატმა შახრიარ მამედიაროვმა შავი ფიგურებით ამერიკელ უესლი სოსთან ითამაშა და შეხვედრა ფრედ დაასრულა. აზერბაიჯანელი მოჭადრაკე 4 ქულით მეცხრე ადგილზეა და ლიდერ მაგნუს კარლსენს (ნორვეგია) 1,5 ქულით ჩამორჩება.

072711_0ტურნირ Challengers-ში ელტაჯ საფარლიმ და ნიჯატ აბასოვმა თავიანთი შეხვედრები მეტოქეებთან ფრედ დაასრულეს. საფარლი  6 ქულთ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო აბასოვი 3 ქულით – 13-ე ადგილზე. ორივე ტურნირი 13 ტურისაგან შედგება და 31 იანვარს დასრულდება.

ტანვარჯიში

რამოდენიმე დღის წინათ, ლოზანიდან  სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ბაქო 2018 წელს ევროპის ჩემპიონატს  ტანვარჯიშის სამ  დისციპლინაში  უმასპინძლებს.  ტანვარჯიშის ევროპული კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი ტრამბლინში, ბატუტზე და მინი-ბატუტზე  ხტომამაში ბაქოში ჩატარდება.

big-image4რაც შეეხება აზერბაიჯანელი მოტანვარჯიშეების წარმატებას, მოსკოვში, “მიხეილ ვორონინის თასი”-ს ტრადიციული 22-ე საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში გაიმართა, სადაც აზერბაიჯანელმა მოტანვარჯიშე იულია ინშინამ მეხუთე ადგილი დაიკავა.

ნიჯატ გაჯიევი