ამერიკული ჟურნალის «National Geographic»-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში «Best Edit», ჟურნალის აზერბაიჯანულმა ვერსიამ გაიმარჯვა.
როგორც «Oxu.Az»-ი იტყობინება, საუკეთესოდ გამოაცხადეს ფოტოპროექტი “კაიროს დავიწყება”, რომელიც აზერბაიჯანელმა ფოტოგრაფმა რენა ეფენდიმ, «National Geographic Azərbaycan»-ის საიუბილეო სექტემბრის ნორმისათვის მოამზადა.
გამარჯვებულები აქტუალური თემების, მათი მხატვრული გამოხატულებისა და ეფექტიანობის პრინციპით შეარჩიეს. რაღაც დროის განმავლობაში ეგვიპტეში მცხოვრებმა რენა ეფენდიმ უბრალო ადამიანების, განსაკუთრებით, ბავშვების რთული და მძიმე ცხოვრება აღბეჭდა.