მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც პლასტიკური ქირურგია განვითარებულია (ამ მხრივ ლიდერობენ: აშშ, იაპონია და ბრაზილია), ქვეყანაში კოსმეტიკური პროცედურებისა და პლასტიკური ქირურგიის ნამდვილი ბუმია. როგორც Oxu.Az-ი იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ სამედიცინო პორტალზე “ესთეტიკური მედიცინა” გამოქვეყნდა.
“ბოლო რამოდენიმე წელიწადში აზერბაიჯანში ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების რაოდენობა, რამოდენიმეჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ არავითარ სტატისტიკას არ აწარმოებენ, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად სჩანს, რომ გაიზარდა კლინიკების რიცხვი, რომლებიც კოსმეტიკური ოპერაციების ფართო სპექტრით იწონებენ თავს”,- ვკითხულობთ პორტალზე.
აზერბაიჯანის პლასტიკური ქირურგიის ცნობილი პროფესორი ტაფიკ ალიევი აცხადებს, რომ ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს და დასძენს: “ბევრი კლინიკა საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებს არ შეესაბამება”.
აზერბაიჯანში პოპულარული ოპერაციებია: ლიპოსაქცია და მკერდის გადიდება. ლიდერთა სამეულში შევიდა ასევე ცხვირის, თვალებისა და მუცლის ფორმის შეცვლა.