ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის წინ, აზერბაიჯანში ყველა ახალი სასწაულის, ახალი ცხოვრებისეული ეტაპის მოლოდინშია. ტრადიციის თანახმად, ნოვრუზის დაწყებამდე ხალხმა სახლის დალაგება-დასუფთავება და ვალების გასტუმრება უნდა მოასწროს.

ნოვრუზის სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებულია: შეკერბუბა, ფახლავა, ბადამბურა, გოგალი და ბევრი სხვა, მაგრამ მთავარი კერძი – სადღესასწაულო ფლავია. წესის თანახმად, სუფრაზე აუცილებლად შვიდი პროდუქტი უნდა იდოს, რომლებიც აზერბაიჯანულ ენაზე “ს” ასობგერით იწყება. ესენია: სუმახ-სანელებელი, სიუდ-რძე, სირკე – ძმარი, სემენი-თეფშზე ამოსული ჯეჯილი,რაც ამ დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტია, სარბი-მწვანილი და ა.შ. ასევე სუფრაზე იდება სარკე, სანთლები და შეღებილი კვერცხები.

новруз байрам_Easy-Resize.com

 

 

 

 

 

 

 

 

საზეიმო ღონისძიებები ბაქოს ცენტრში, ძველ ქალაქში ქალწულის კოშკის წინ  სადღესასწაულო ცეცხლის დანთებით დაიწყო. ცოტა ხნის წინ ტრადიციად იქცა ისიც, რომ ცეცხლი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უნდა დაანთოს, შემდეგ კი თანამოქალაქეებს სიტყვით მიმართოს.

თუმცა, ხალხის შემხედვარე ხვდები, რომ ძვირადღირებული დღესასწაულისთვის მზადების ჭეშმარიტი მნიშვნელობა ბევრისთვის გაუგებარია, ამიტომ მზადებას სუფთად ფორმალურია.

“აზერბაიჯანელებს ნოვრუზი წელს, შარშანდელთან შედარებით უფრო ძვირი დაუჯდებათ”, – ამბობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი, იუბ ჰუსეინოვი, Dalma News-თან საუბრისას. საშუალოდ, ოთხსულიან ოჯახს სადღესასწაულო სუფრის გაშლა 160 მანათი დასჭირდება,რაც შარშანდელთან შედარებით 40 მანათით ძვირია, – მიაჩნია მას. ასეთი სიძვირე პირდაპირ ეროვნული ვალუტის დევალვაციას უკავშირდება.

ჰუსეინოვს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას შეეძლო ადეკვატური ზომები მიეღო, რათა ფასებთან დაკავშირებული შოკისმომგვრელი ვითარება, როგორმე დაერეგულირებინა.

“ხელისუფლებას შეუძლია ფასები სატარიფო საბჭოს მეშვეობით მართოს, შეამციროს შეღავათები და გადასახადები, მაგრამ ამ ზომებს არავინ მიმართავს. გაზრდილ ფასებთან ბრძოლა მოხელეებს თავისებურად ესმით, ავიწროებენ მცირე და საშუალო ბიზნესს, იმის ნაცვლად, რომ მთელი ძალისხმევა მონოპოლიების და კარტელური შეთანხმებების აღმოფხვრას მოახმარონ”, – განაცხადა ჰუსეინოვმა.

Эюб Гусейнов
იუბ ჰუსეინოვი

 

 

 

აზერბაიჯანის მოსახლეობამ, წინა სადღესასწაულოდ ფასების ზრდა გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს ყველაფერი წინასწარ შეეძინათ. როგორც Xеzеr TV იტყობინება, ზაგათალის, ხაჩმაზის და გაზახის ერთი კილოგრამი ნედლი თხილი 7-8 მანათი ღირს, ხოლო გარჩეული – 15-20 მანათი. ერთი კილოგრამი ნუში 20 მანათი ღირს, ვაშლის ჩირი – 9 მანათი, გამომშრალი ალუბალი და მარწყვი – 14 მანათი, ქიშმიში – 6-10 მანათი, თეთრი ქლიავის ჩირი – 7 მანათი, შავი ქლიავის ჩირი -12 მანათი, ხოლო ერთი კილოგრამი ალჩა 9 მანათი ღირს.

პროდუქტების ასეთ სიძვირეს თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, სადღესასწაულო სუფრა ბევრ ოჯახში ვერ გაიშლება.

გარდა ამისა, ნოვრუზის დღეებში აზერბაიჯანში ტურისტების ნაკადიც მატულობს. უცხოელები აზერბაიჯანულ ტრადიციებს უფრო ახლოს ეცნობიან, ერთვებიან სადღესასწაულო გართობის ატმოსფეროში და აგემოვნებენ აზერბაიჯანულ ეროვნულ კერძებს.

წლეულს, ნოვრუზის დღეებში მთელს აზერბაიჯანს და დედაქალაქს უამრავი ტურისტი ესტუმრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ირანელი ტურისტი ჩავიდა. ნოვრუზი მათთვისაც ეროვნული დღესასწაულია. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ სახალხო სეირნობებში, სტუმრობენ გასართობ ცენტრებს, კაფეებს და რესტორნებს.

“ნოვრუზის დღეებში ბევრი სასტუმრო და ოტელი ირანელი ტურისტებით იყო სავსე”, – ამბობს აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნახიდ ბაგიროვი.

მისივე თქმით, ირანელი სტუმრები არჩევანს ძირითადად ეროვნულ კაფეებსა და რესტორნებზე აკეთებდნენ. “აზერბაიჯანში ირანელი ტურისტების ნაკადის ასეთი ზრდა მართლაც რომ მისასალმებელია, რადგანაც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოსული ტურისტები, შემომავალი ტურიზმის სწორედ ის მიმდინარეობაა, რომელიც სერიოზულ მოგებას მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ტუროპერატორებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც”, – განაცხადა ბაგიროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე აზერბაიჯანში ნოვრუზის დროს ჩასულ, რამდენიმე ირანელს გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ მათი ჩასვლის ძირითადი მიზეზი მანათის კურსის მიმზიდველობაა.

“აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა – მანათი, ბოლო წლის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაიაფდა. შედეგად, ტურისტებისთვის აზერბაიჯანში საყიდლებზე სიარული უფრო მიმზიდველია. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა უფრო მომგებიანი გახდა”, – ამბობს ბაგიროვი.

ირანელი ტურისტების ნაკადის ზრდამ ადგილობრივი ტაქსისტებიც გაახარა. “როდესაც ნოვრუზის დღეებში ბაქოში ირანელები ჩამოდიან ჩვენ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ამას ერთი ნაკლიც ახლავს თან – ისინი ცოტა ძუნწები არიან და ვაჭრობა უყვართ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ტურისტების სიმრავლე იყოს, ვიდრე უმუშევრად ვისხდეთ”, – განუცხადა Dalma News-ს  ერთ-ერთმა მძღოლმა რასიმმა.

ამავდროულად, თავად აზერბაიჯანელები შიდა ტურიზმის მომსახურებით სარგებლობენ, რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში მგზავრობის შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ.

“შიდა ტურიზმზე მოთხოვნები რეკორდულია: თუ რამდენიმე წლის წინათ, აზერბაიჯანელები ნოვრუზზე ევროპაში მიემგზავრებოდნენ, ახლა ისინი სამშობლოში რჩებიან”, – ამბობს ტუროპერატორი ილგარ მუსტაფაევი. მისივე თქმით, ამის მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ნოვრუზი აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე ძვირფასი დღესასწაულია მთელი 9 უქმე დღის განმავლობაში.

მოამზადა მაქსუდ თალიბლიმ