საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში, ეროვნული დრამატურგიის III თეატრალური ფესტივალი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლით “ამბავი ვეფხვისა და მოყმისა” გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
როგორც Dalma News-ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, წელს, ეროვნული დრამატურგიის III თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობს. 3 კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს გამართავს თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის და მესხეთის თეატრების დასები. ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ქალაქ ახალციხის მერიისა და “რეჟისორთა ლიგის” ინიციატივით დაარსდა.