“წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს”, – ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა სააგენტო media.ge-სთან, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე საუბრისას გააკეთა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, საქართველოში არსებული მედიაგარემო რეგიონისთვის სამაგალითოა, ხოლო საელჩო ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს “ყურადღებით აკვირდება“.
“სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული”, – განაცხადა ბერლინერმა media-ge-სთან საუბარში.