უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მასმედიაში შესაშური პერიოდულობით ვრცელდება ინფორმაციები აშშ-ს ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ, რომლებიც მთელს მსოფლიოს მოედო. დასახელდა მათი სავარაუდო რაოდენობაც – დაახლოებით 400. ასეთი ლაბორატორიები არც ჩვენი რეგიონისთვის არის უცხო, ისინი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გვხვდება.
შარშან, გაეროს ბიოლოგიური იარაღის კომისიის ყოფილმა წევრმა, იგორ ნიკულინმა გამოცემა Аргументы и факты-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “აშშ ბიოლოგიური იარაღის ახალი სახეობის შემუშავებას ცდილობს”, რისთვისაც რიბონუკლეინის მჟავის მოლეკულების (ისინი ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებშია და გენეტიკული ინფორმაციის გადაცემაში მონაწილეობენ) ნიმუშები და სინოვიალური სითხის (სახსრების მნიშვნელოვანი კომპონენტი, უზრუნველყოფს მის მოძრაობას) 27 ნიმუში სჭირდებათ.
ექსპერტის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესაქმნელად პენტაგონმა მილიარდ აშშ.დოლარზე მეტი დახარჯა. “ისინი ძირითადად აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაშია განთავსებული. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სულ მცირე 20 ლაბორატორია მაინც იქნება: საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, უკრაინაში. შარშან სამი ასეთი ლაბორატორია სომხეთში გაიხსნა, ახლა ჯერი აზერბაიჯანზეც მიდგა”.
იგორ ნიკულინის თქმით, უკრაინამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა უკვე გადასცეს აშშ-ს სახიფათო დაავადებების პათოგენების კოლექციები (აზერბაიჯანთან დაკავშირებით ასეთმა ინფორმაციამ ჯერ კიდევ 2005 წელს გაჟონა – Dalma News).
საინტერესოა, რომ იმ დროს, როდესაც იგორ ნიკულინი ამბობს, რომ ახლა აზერბაიჯანის ჯერი დადგაო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ბიოლაბორატორია ქვეყანაში 2012-2013 წლებიდან არსებობს. მაგალითად, სერბულ გაზეთ Печат-ის ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ბიოლაბორატორია არსებობს საქართველოში (რამდენიმეა, მაგრამ ერთ-ერთი მოსახლეობის ძლიერი საპროტესტო აქციების შედეგად დაიხურა), ყაზახეთში (ერთი ლაბორატორია), აზერბაიჯანში (2013 წლიდან), სომხეთში (2016 წლიდან).
2018 წლის დასაწყისში, გამოცემა EADaily-მა გამოაქვეყნა, ახლო აღმოსავლეთის შესწავლის ცენტრში, ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას საგამოძიებო მასალა. მასში აღნიშნულია, რომ პენტაგონმა მსოფლიოს 25 ქვეყანაში ბიოლოგიური ლაბორატორია შექმნა. ნაწილი საქართველოსა და უკრაინაშია განთავსებული.
იქ დიპლომატიური ნიღბების მქონე აშშ-ს სამხედრო მეცნიერები ვირუსებს, ბაქტერიებს და ტოქსინებს, ერთი სიტყვით, ახალ ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან
“ერთობლივი ბიოლოგიური პროგრამის” ბიუჯეტი 2,1 მილიარდი აშშ.დოლარია, რომელსაც საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) გამოყოფს. გამოცხადებული მიზნებია: ვირუსების აღმოჩენის შესაძლებლობების განვითარება, მათი სწრაფად აღმოჩენის ორგანიზება. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე არ არის. აშშ-ს პასუხისმგებლობის დაყენება ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებასა და გაეროს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია. შეერთებულ შტატებში არ აღიარებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და არც რომის წესდებაზე აქვთ ხელი მოწერილი, – წერს დილიანა გაიტანჯიევა.
მასალაში დეტალური ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს აშშ-ს ლაბორატორია საქართველოში. ეს არის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც თბილისთან ახლოს, “ვაზიანის” ამერიკული ავიაბაზიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. ძალიან ბევრი დეტალური ინფორმაცია არსებობს უკრაინის შესახებაც. ფაქტობრივად ცნობილია ყველა “სახელი და კოდი”. აზერბაიჯანთან დაკავშირებით კი მხოლოდ კომპანიის სახელი – Black&Veatch არის მოხსენიებული, რომელმაც DTRA-სგან 198,7 მილიონი აშშ.დოლარის ღირებულების ორი ხუთწლიანი კონტრაქტი მიიღო, რათა ბიოლაბორატორია, მათ შორის აზერბაიჯანშიც ააშენოს და მართოს.
სხვადასხვა წყაროებით მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ბაქოში 2013 წელს, მესამე დონის ბიოლოგიური უსაფრთხოების რეფერენს-ლაბორატორია აშენდა (სულ ოთხი დონე არსებობს – რედ. Dalma News), რომლის სპეციალიზაცია იყო ადამიანური და ცხოველური წარმოშობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმების კვლევა,- იტყობინებოდა გამოცემა BakuMedInfo.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 2012 წელს აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორია გაიხსნა, რომლის მიზანიც ინფექციური დაავადებების მონიტორინგი იყო. ლაბორატორიის მშენებლობა აშშ-ს მთავრობამ დააფინანსა, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ ბიოლოგიურ პროგრამაში მონაწილების ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
თუმცა, ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზე რესპოდენტების, მათ შორის აზერბაიჯანის სამხედრო უწყების წარმომადგენლების უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს რაიმე საფრთხის მქონე ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობას. მსგავსი განცხადება ბაქოში აშშ-ს საელჩოშიც გაკეთდა.
ამგვარად, Dalma News-ის თითქმის ყველა რესპოდენტმა ეჭვი გამოთქვა აზერბაიჯანში ამერიკული ბიოლაბორატორიის არსებობასთან დაკავშირებით.
ეკოლოგიური პროგნოზირების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თელმან ზეინალოვმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ საეჭვოა ქვეყანაში მსგავსი ლაბორატორიები არსებობდეს. “აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებულ თესლსაც კი არ უშვებს. საერთოდაც, აზერბაიჯანს რა, თავისი მეცნიერები არ ჰყავს? რაში გვჭირდება ამერიკული ბიოლაბორატორია? თუმცა, ვაშინგტონის ამოცანა გასაგებია – რუსეთის დაჩოქება სურს. აზერბაიჯანი რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყანაა და ეს ხელსაყრელი გარემოებაა. პირადად მე, არ დავუშვებდი ამერიკელების ჩართვას ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სფეროში”.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური მართვის ყოფილმა თანამშრომელმა, სამხედრო ექსპერტმა აზად ისაზადემ Dalma News-თან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში მისი მუშაობის დროსაც კი, აზერბაიჯანში ამერიკული ბიოლაბორატორიის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
“აზერბაიჯანის რეალური პოლიტიკა – ეს არის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და დასავლეთის და რუსეთის კონფლიქტში ჩაურევლობა. აზერბაიჯანი – დსთ-ს წევრი ქვეყანაა და თუ ასეთი ლაბორატორიები ქვეყანაში გაჩნდება, მოსკოვი ამაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს”, – დასძინა რესპოდენტმა.
ბიომასალის შეგროვებასთან დაკავშირებით, აზად ისაზადემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ხშირად აბარებენ დნმ-თან დაკავშირებულ სხვადასხვა ანალიზებს, ნიმუშები კი თურქეთის და სხვა ქვეყნების სხვადასხვა ლაბორატორიებში იგზავნება. “საბოლოოდ, მიღებული მონაცემებისგან რას აკეთებენ – ამას მე ვერ გეტყვით”.
აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც მისი სახელის და გვარის დასახელება არ ისურვა, Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ბიოლაბორატორიების არსებობას, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რომ არსებობდეს, ამის შესახებ პირადად ეცოდინებოდა.
“როგორც მეცნიერი, ვიმედოვნებ, რომ მიმდინარეობს სუფთად ბიოლოგიური, სამეცნიერო სამუშაოები. თუმცა, თანამედროვე სამყაროს რეალიების გათვალისწინებით, საეჭვოა “სამხედრო ცხვირის ჩაყოფის” გარეშე რაიმე მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ აქ მხოლოდ სამეცნიერო ინტერესებთან გვაქვს საქმე. ან და, “სამყაროს დასასრულს” ელიან და ამერიკელებს რაღაცის დნმ-ის დონეზე შენარჩუნება სურთ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროგრამები არსებობს მოულოდნელი, ან გრძელვადიანი კატაკლიზმების შემთხვევისთვის. საიდუმლო არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კლდოვან მთები აგროვებენ თესლს და სხვადასხვა რესურსებს იმ შემთხვევისათვის, თუ ცივილიზაციის აღდგენა გახდება საჭირო”, – დასძინა რესპოდენტმა.
დილიანა გაიტანჯიევას კვლევაში ერთი საინტერესო მომენტი არსებობს: რუსეთის გარდა, აშშ ბიომასალას ჩინეთშიც – ჯანმრთელი და კიბოთი დაავადებული ჩინელებისგან აგროვებს. ამგვარად, კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა ლინსიანიდან, ჩენჩჟოუდან და ჩენდუდან 300 ადამიანის ნიმუში მიიღო. იმავდროულად, კიდევ ერთი ამერიკული ფედერალური პროექტის – “ჩინეთში, საყლაპავის კიბოს შრატის მეტაბოლიზმის ბიომარკერების გამოვლენის შესახებ კვლევის” ფარგლებში, 349 დაავადებული ჩინელის სისხლის შრატის ანალიზი შეგროვდა. კიბოს ეროვნული ინსტიტუტი პეკინში, ჩინურ ონკოლოგიურ საავადმყოფოში პაციენტების ბიომასალას აგროვებს. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. მაგალითად, ამერიკელებმა პეკინში კუჭის კიბოს შემთხვევების 3000 გენოტიპი და ამდენივე ჯანმრთელი მოქალაქის ნიმუში მიიღეს.
ამასთანავე, აზერბაიჯანის კიბოს სხვადასხვა სახეობით დაავადებული მოქალაქეების გენეტიკური ანალიზებიც აშშ-ს ლაბორატორიებში იგზავნება და ეს აბსოლუტურად ღიად კეთდება. დაავადებულთა ოჯახის წევრები ამაში ფულსაც კი იხდიან იმ იმედით, რომ უფასო პრეპარატები მიიღონ. ამგვარად, Dalma News-ის წყაროს ინფორმაციით, ამერიკელებისთვის აზერბაიჯანის სამართლებრივ სფეროში ლაბორატორიების შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც დნმ-ის და რიბონუკლეინის მჟავის მონაცემებს ისედაც იღებენ.
“ამ ბიოლაბორატორიებს, რომლებსაც ასე გამალებით ეძებენ, შეუძლიათ აბსოლუტურად განსხვავებული სახელწოდებით იმუშაონ და ეჭვი საერთოდ არ გამოიწვიონ”, – განაცხადა რესპოდენტმა.
მოამზადა მამედ მამეძადემ