მაისის შუა რიცხვებში ერევანში ფესტივალი “ღვინის დღეები” ჩატარდა. სარიანის ქუჩა სადეგუსტაციო მოედანს დაემსგავსა, სადაც მრავალრიცხოვანი ტურისტების და მოქალაქეების წინაშე სომხეთის და არცახის ოცზე მეტი კომპანიის პროდუქცია წარადგინეს. სტუმრებს ასევე ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა სომხური ჯგუფის და შემსრულებლის ცოცხალი მუსიკის მოსმენის და მის ფონზე ცეკვის საშუალება ჰქონდათ.
ღონისძიების ჩასატარებლად აღნიშნული ადგილი შემთხვევით არ შეირჩა, რადგანაც სარიანის ქუჩა ცნობილია ღვინის პატარა რესტორნებითა. კომპანიების ღვინის პროდუქციის გარდა, ღონისძიების სტუმრებს განსაკუთრებული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ. მენიუ სპეციალურად “ღვინის დღეებისთვის” დედაქალაქის ლუქსის კლასის რესტორნები მოამზადეს.
ღონისძიების ორგანიზატორმა, ფონდ “არენის ფესტივალის” დირექტორი ნუნე მანუკიანმა ვაიოც ძორის ოლქში ღვინის ფესტივალი უკვე მერამდენედ წარმატებით ჩაატარა. Dalma News-სთან საუბარში ახალი ღონისძიების ერევანში ჩატარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აქცენტი მაისის დღესასწაულების პერიოდში ტურისტების მიზიდვაზე გაკეთდა. გარდა ამისა, სომეხ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის და სომხური ღვინის რეკლამირების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.
“ერევანში ძალიან ბევრი და კარგი მარანი გვაქვს, რომლებიც სამწუხაროდ ნადგურდება. ჩვენ ღვინის წარმოების ძალიან კარგი და ძველი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ერევნიდან დაიწყო. მაგალითად, იგივე “კარმირ ბლურ”, ან “დალმას ბაღები”- მეღვინეობის მთელი ისტორიაა. იქ ამჟამად არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და ეს შეიძლება ქვეყნის და ქალაქის პოპულარიზაციისთვის გამოვიყენოთ”, – განაცხადა მანუკიანმა.
“ღონისძიების ძირითადი მიზანია – მოვლენებითი ტურიზმის განვითარება: კიდევ ერთი ლამაზი საბაბი ტურისტების მოსაზიდად. ამგვარად ვახდენთ კერძების, ადგილობრივი რესტორნების, ღვინის ქუჩის და მეღვინეობის პოპულაციას”, – განაცხადა ცნობილმა ფუდ-ბლოგერმა ანა მაზმანიანმა Dalma News-სთან საუბარში.
მან ასევე დასძინა, რომ ბოლო წლებში სომხეთში ღვინის ბუმი შეიმჩნევა და ინტერესის ესანარჩუნებლად აუცილებელია განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა.
“უნდა შეინარჩუნოთ მარკა და პროცესის ორგანიზების მაღალი დონე. საჭიროა ძალიან სერიოზული დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, თუ რა ხარისხის ღვინოს ვუშვებთ ქვეყნის გარეთ”, – ამბობს მაზმანიანი.
რუსეთის რესტორნების და სასტუმროების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გასტრონომიული ტურიზმის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებში, ლეონიდ გელიბტერმანმა Dalma News-სთან საუბარში ისაუბრა რუსეთში სომხური ღვინისადმი არსებული დამოკიდებულების შესახებ.
“რუსი მომხმარებელი სომხურ ღვინოს არ იცნობს, მათთვის ამ სასმელთან არც სომხეთი ასოცირდება. შესაძლოა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საბჭოთა პერიოდი ახსოვთ, სომხეთი რაიმე შემაგრებულ ღვინოსთან ასოცირდება. სომხეთი, როგორც კარგი მშრალი ღვინის მწარმოებელი, ცნობილი არ არის და იმისათვის რომ ვითარება შეიცვალოს, საჭიროა აბსოლუტურად მეტი გასაგები და მკაფიო ნაბიჯი გადაიდგას, რაც თავის მხრივ, ინვესტიციებს და ხელშეწყობას მოიაზრებს. ოდესღაც რუსეთში არც ჩილეს ღვინოს იცნობდნენ, მაგრამ ჩინელებმა ამისთვის იშრომეს და ახლა ამითი ღვინო საქვეყნოდ ცნობილია”, – დასძინა მან.
ექსპერტის აზრით, ამ საქმით ნაწილობრივ სახელმსიფო და ნაწილობრივ მეღვინეები უნდა დასაქმდნენ.
“ერთმანეთში მოლაპარაკება უნდა ისწავლონ. როდესაც თითოეულს არც ისე დიდი ბიუჯეტი აქვს, უნდა შეიქმნას სომხური ღვინის ბრენდი.ამის შემდეგ კი ბაზარი ერთმანეთში გადაინაწილონ”, – განაცხადა გელიბტერმანმა.
“თქვენი უდიდესი პლიუსი – დიასპორაა. სომხური დიასპორის წარმომადგენლები კალიფორნიიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, საფრაგეთიდან ჩამოდიან და იქაური ღვინო და მეღვინეობის გამოცდილება ჩამოაქვთ. ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მეორეს მხრივ, უნდა გაერკვეთ სომხური ღვინის სტილში. ის შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. შეგიძლიათ ახალი სამყაროს ქვეყნების, ან კლასიკური ევროპულ სტილში შექმნათ”, – დასძინა მან.
გელიბტერმანის აზრით, სომხეთში კიდევ ერთი პრობლემაა. ზოგიერთ კარგ რესტორანში კერძის შესაფერის ღვინოს ვერ შემოგთავაზებენ. “სანამ თქვენ თვითონ, სომხეთის შიგნით ვერ გაერკვევით გასტრონომიული რეკომენდაციებში, რომელი სომხური ღვინო რომელ პოპლარულ სომხურ კერძს უხდება, ტურისტებს ძალიან გაუჭირდებათ მენიუში გარკვევა”.
“ღვინის დღეებს” ბევრი ცნობილი სტუმარი ჰყავდა, მათ შორის იყო სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი გიორგი პოლტავჩენკო, რომელმაც Dalma News-ს სომხური ღვინისადმი საკუთარი დამოკიდებულების შესახებ მოითხრო: “გემრიელი ღვინოა. ძალიან კარგი. სომხურ ღვინოს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვსვამდი, როდესაც ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ეს ღვინო ახლაც მომწონს – ის ყოველთვის კარგია”.
არანაკლებ საინტერესო ადამიანები იყვნენ ფესტივალის მონაწილე-კომპანიების წარმომადგენლებს შორისაც. სომხეთის ალპინიზმის და სამთო ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა სურენ დანიელიანმა Dalma News-სთან საუბარში განაცხადა, რომ ფედერაცია ღვინო “ვოსკენის” პარტნიორია.
“პარტნიორობა იმაში მდგომარეობს, რომ აქტიურ ტურისტებს და ალპინისტებს, რომლებიც ჩვენთან ურთიერთობენ “ვოსკენის” ქარხანასთან “გადავიმასამართებთ” – ხოლმე, სადაც სომხურ მეღვინეობას ეცნობიან”, – განაცხადა სურენ დანიელიანმა.
“ხინ არენის” (ძველი არენის) წარმომადგენელმა ელენ კოკჩიანმა განაცხადა, რომ სომხური მეღვინეობისადმი ინტერესს არა მხოლოდ უცხოელი ტურისტები, არამედ ადგილობრივი მოქალაქეებიც გამოხატავენ. თუ რამოდენიმე წლის წინათ, ქარხნის სტუმრების 10%-ს ადგილობრივები წარმოადგენდნენ, ახლა ეს რიცხვი 40%-მდე გაიზარდა. დანარჩენი 60% ტურისტები არიან.
“არე სულ სხვა ვითარება იყო. არავინ ინტერესდებოდა სომხური მეღვინეობის ისტორიით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურისტებმა ინტერესის გამოხატვა დაიწყეს, ადგილობრივი მოქალაქეებიც მეტი ენთუზიაზმით სტუმრობენ ღვინის ქარხნებს. ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ თავის პაკეტში ნორავანკის ტურში ქარხნების მონახულებაც ჩართო. ამგვარი ღონისძიებები ერევანში სადღესასწაულო გარემოს ქმნის, ამიტომ ისინი უფრო რეგულარულად უნდა მოეწყოს, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ხალხი ქუჩაში სეირნობს”, – ამბობს კოკჩიანი.
პროექტის საინფორმაციო სპონსორის პორტალ YerevanResto.am-ის, რომელიც სომხეთის რესტორნების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ერთ-ერთი დამფძვნებელი ჰარუთიუნ კირაკოსიანი გასტრონომიული ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.
“ე.წ. უჩური ფესტივალების ტრენდი ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება და ტურისტებისთვის დედაქალაქში ძალზედ დადებით და მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნის. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდეს. ბოლო წლებში სომხეთი პოპულარულია არა მხოლოდ კულტურული ტურიზმის მოყვარულებისთვის, არამედ მათთვისაც ვისაც გემრიელად ჭამა და კარგი სომხური ღვინის დაგემოვნება უყვარს. ამიტომაც, ღვინის და გასტრონომიის თემები ძირითად ტურისტულ ვექტორებთან ერთად პარალელურად უნდა განვითარდეს. დავსძენ იმასაც, რომ სომხური ღვინო პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებზე სულ უფრო ხშირად ჯილდოვდება”, – განაცხადა კირაკოსიანმა.
ორგანიზატორებმა თითქოს გაითვალისწინეს ეს აზრი და წლევანდელი ღონისძიების სტუმრებს ნუნე მანუკიანმა გამოაცხო, რომ “ღვინის დღეები” ერევანში ყოველწლიურად გაიმართება.
მოამზადა ჰაიკ ხალათიანმა
ფოტოები მოგვაწოდა პორტალმა YerevanResto.am, რომელიც სომხეთის რესტორნების ცხოვრებას მოგვითხრობს