სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი 13 აგვისტოს რუსეთში მიემგზავრება. უწყების წარმომადგენელი “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელ სერგეი დაკვერტთან გამართავს შეხვედრას.
როგორც Dalma News-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული შეხვედრა ერთობლივი შეთანხმების ფარგლებში გაიმართება და მისი მთავარი თემა ექსპორტის საკითხებზე მსჯელობაა.
“ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იქნება”, – განმარტეს უწყებაში.