ამ დღეებში ერევანში რუსი ექსპერტი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ოლეგ მატვეიჩევი იმყოფებოდა. მან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციები აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ევრაზიული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ. ასევე შეხვდა ჟურნალისტებს და დაათვალიერა ერევანი. ოლეგ მატვეიჩევი Dalma News-ის რედაქციასაც ესტუმრა. მასპინძელი ჟურნალისტები სტუმარს ჩაით გაუმასპინძლდნენ და მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები დეტალურად მოისმინეს. მოკლედ წარმოგიდგენთ მატვეიჩევის თეზისებსა და შეხებულებებს სამხრეთ კავკასიის აწმყოსა და მომავლზე.
• რეგიონი პოლიტიკურად ძალიან დანაწევრებულია და ეს ძალიან ცუდია, რადგანაც ხელს უშლის სრულფასოვან კოოპერაციას ბაქოს, თბილისსა და ერევანს შორის, ასევე ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებას, რაც შედეგად გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას.
• მიზეზი ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე აქტუალური გარეშე ფაქტორებია. დამნაშავეები არიან ანგლოსაქსები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გამუდმებით ახალ-ახალ პრობლემებს ჰქმნიან, ახდენენ კონფლიქტის პროვოცირებას რეგიონის ქვეყნებს შორის და მათ მმართველობებს განვითარების სხვადასხვა ვექტორს უყენებენ. ამგვარად, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართელო იძულებულები არიან ამ დაბრკოლებების გადასალახავად გამუდმებით იფიქრონ ახალ-ახალ ტაქტიკაზე. ამასთანავე ეს ქვეყნები წინ საერთოდ ვერ მიიწევენ. ეს ძალიან ჰგავს დიდთოვლობის დროს თოვლისაგან გზის გაწმენდას.
• ევროცენტრიზმი, რომელიც სხვადასხვა დონით არსებობს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში, აუცილებლად გაივლის, რადგანაც აბსოლუტურად ილუზიურ მიზნებს ისახავს. თავად ევროპას არ აქვს ევროპული მომავალი, მას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ყველა სფეროში. მაგალითად ენერგეტიკაში, დემოგრაფიაში, რელიგიაში, ეკონომიკაში. გარდა ამისა, აშშ-მ, რომელიც ევროპას საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა ევრაზიის კონტინენტზე და ამიტომ ეხმარებოდა განვითარებაში, ზურგს აქცევს, რაც აუცილებლად გამოიწვევს მის კრახს.
• სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროა მუშაობა და პოლიტიკოსებებისთვის რეგიონის კონსოლიდაციისა და ამ ქვეყნების ეკონომიკებს შორის ურთიერთინტეგრაციის რუკის შეთავაზება. ძირითადი აქცენტი სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო, ტურისტულ, ფინანსურ და სამეურნეო პოტენციალზე, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს. ასეთი საგზაო რუკა თვალსაჩინოდ აჩვენებს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის შიგნით კოოპერაცია განვითარების უდავო გზაა.
• მაგრამ საგარეო გამოწვევებთან დაკავშირებული გარკვეული რისკი მაინც არსებობს. ყველაზე მეტად საშიშია ორი რისკ-ფაქტორი: ქაოსი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება ყველა მიმართულებით და შესაძლოა სამხრეთ კავკასიასაც შეუქმნას პრობლემები; ამერიკელები, რომლებიც სირიაში დამარცხდნენ. მათ საკუთარი იმიჯის გადასარჩენად ახალი ცხელის წერტილის გაღვივება შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი შესაძლო ადგილია ყარაბაღის კონფლიქტის ზონა. სამხრეთ კავკასიის რეგიონი, სამივე დედაქალაქი ყურადღებით უნდა იყოს, რომ ასეთი რამ არ მოხდეს.