მასწავლებლის დღე უკვე აღინიშნა,მაგრამ განათლების თემა საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, კვლავაც აქტუალურია. ჩენმა აზერბაიჯანელმა კორესპონდენტმა ამ საკითხს ორი რაკურსით შეხედა, როგორც ყოფილმა სტუდენტმა და როგორც პედაგოგმა.
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი წელი იყო ჩემთვის, როგორც არა სტუდენტის, არამედ პედაგოგისთვის. როდესაც შესაბამისი წინადადება მივიღე, სულაც არ მიფიქრია მატერიალური სარგებლის მიღებაზე, რადგანაც უკვე მქონდა შემოსავლის სხვა წყარო. მინდოდა პედაგოგიური გამოცდილება მიმეღო და თავი ამ ამპლუაში გამომეცადა,ხელფასით არ დავინტერესებულვარ.
ზამთრის სესიები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, რომ უნივერსიტეტიდან დამირეკეს და ჩემი საბანკო ანგარიში მთხოვეს “შრომისა და მართალი სამუშაოსთვის” ანაზღაურების გადმოსარიცხად. დიდ თანხას არ ველოდი, რადგანაც 60 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგები პატარა ხელფასს იღებენ, 6 თვიანი მუშაობის შედეგად მე რაღა უნდა მიმეღო…? გარდა ამისა, ამ ფულით ვაპირებდი საიტის გახსნას იმ ჯგუფისთვის, სადაც მასწავლებლად ვმუშაობდი, ამიტომ ნებისმიერი თანხა წამადგებოდა.
მოკლედ, დადგა ანგარიშიდან ფულის მოხსნის დრო. თანხამ იმდენად გამაოგნა, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი დარიცხული იყო დაახლოებით 120 მანათი (დახლოებით 120$). შემდეგ დავიწყე გამოანგარიშება: ვიმუშავე კვირაში სამ დღეს. მიღებული ხელფასი სამუშაო საათებზე რომ გავყავი, უნივერსიტეტში მუშაობის ერთი დღე 1 მანათი და 50 კაპიკი (დაახლოებით 1,25$) გამომივიდა. თუმა, ეს მაჩვენებელი სამეცნიერო დონის მიხედვით იცვლება. ეს ფული მხოლო გზასა და ფუნთუშებს თუ ეყოფა. მაშინვე გამახსენდა მილი მეჯლისის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ხად რაჯაბლის სიტყვები: “თუ მასწავლებლის ხელფასი 150-200 მანათია და ვერ ახერხებს ამ თანხით თავის გატანას, მაშინ დამატებით სადღაც იმუშაოს. მაგალითად, სოფელ ვერავულში ცხოვრობს ერთი მასწავლებელი სახელად ბალაბეი, რომელიც დღის პირველ ნაევარში სკოლაში მუშაობს, შემდეგ კი კალატოზად. ამგვარად ინახავს ოჯახს და სულაც არ რცხვენია ამ სამუშაოსი. რა არის ამაში ცუდი?”.
ცხადია, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ეს შესანიშნავია, რადგანაც მას არ მოუწევს წლობით ელოდოს ხელფასის 3-4 მათათით მომატებას.
ჩემთვის მაინც სულერთი იყო, რადგანაც სხვა შემოსავალიც მქონდა და მწვავედ არ განვიცდიდი ფულის უკმარისობას. მაგრამ ხომ არიან პედაგოგები, რომლებიც საათობრივად მუშაობენ და შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ. რამდენი პედაგოგი მუშაობს უნივერსიტეტში, რომლებიც ინახავენ ოჯახებს, უვლიან ავადმყოფებს, ზრუნავენ ჯარში მყოფ ვაჟებზე, ან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილ შვილებზე. ზოგი ამას პატიოსანი გზით მოპოვებული ფულით ახერხებს,ზოგი კი სტუდენტებს ძარცვავს. მაგრამ ასეა, თუ ისე, უნივერსიტეტის პედაგოგის ერთი სამუშაო დღის 1$-ად შეფასება, მეტისმეტია… თუმცა, ამ შემთხვევაში დამატებითი ეპითეტი და კომენტარი საჭირო აღარ არის. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფრი დამეწერა.
5 ოქტომბერს მასწალებლის დღე აღინიშნა. სოციალურ ქსელში უხვად იყო მილოცვებიცა და ბრალდებებიც. ზოგი აქებდა თავის მასწავლებლებს, ზოგი კი ქრთამისტ-პედაგოგებს აკრიტიკებდა… საერთო ჯამში, ყველაფერი შავ-თეთრ სურათს დაემსგავსა, თუმცა თანამედროვე აზერბაიჯანული განათლება ამ ორი ფერის დიაპაზონშიც კი ვერ ჯდება…
შეიძლება ითქვას, რომ შავი ფერი უფრო ჭარბობს. აქვე მახსენდება ორიოდე წლის წინათ, განათლების სამინისტროს მესვეურთა მოქმედებები. “ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად თავის მოკვეთის” პრინციპით სამინისტროში გადაწყვიტეს დაეხურათ აზერბაიჯანში მოქმედი თურქული ლიცეუმები და მოსამზადებელი კურსები “არაზი”, ნურსიზმის (რელიგიური მიმდინარეობა) პროპაგანდის ბრალდებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მისცეს ახალგაზრდებს საშუალება, რომ ქვეყნიდან გაუსვლელად მიეღოთ მართლაც ხარისხიანი განათლება. სწორედ ამ ლიცეუმების მოსწავლეები იმარჯვებდნენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე.
გამოსაშვებ გამოცდებზე მშობლიურ ენაში წელს, კურსდამთავრებულების მხოლოდ 16,34%-მა მიიღო უმაღლესი შეფასება, არადამაკმაყოფილებელად შეფასდა – 22,14%. ამავე ზაფხულს გაირკვა, რომ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში თავისუფალი დარჩა 6 555 ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მისაღებ გამოცდებზე გამსვლელი ქულები წინა წლებთან შედარებით ბევრად დაბალი იყო.
რთულია იმ პასუხისმგებლობის ტარება, რომელსაც საშუალო განათლების მქონე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გრძნობენ. ისინი საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად და იქ აღწევენ წარმატებას. ზოგი ფიქრობს, რომ მათი წარმატება სამშობლოში არსებული საგანმანათლებლო სისტემის დამსახურებაა, ზოგი კი ამას საზღვარგარეთს მიაწერს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილობრივი განათლება დიდ როლს ასრულებს, რადგანაც სწორედ ის უბიძგებს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა. სწორედ ეს გვიბიძგებს გადავლახოთ საზღვრები და ვისწრაფოთ დამოუკიდებლობისა და უკეთესი ცხოვრებისაკენ.
ნარმინ ნიოგტე