ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხი ბიზნესმენები 2040 წლამდე, ბაქოში 70 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაში, ასევე ახალი გზატკეცილებისა და მაგისტრალების დაგებაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ. ამის შესახებ პორტალი «Avropa.info» იტყობინება.
ჩეხეთი არ მალავს, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის სურვილი აქვს. ამ დროისათვის ჩეხული კომპანიები აზერბაიჯანს აპარატურას, მინას, ავტომობილებსა და ქიმიურ საწმენდ საშუალებებს აწვდიან.