აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს საგარეო ურითრთობების განყოფილების ხელმძღვანელ ნოვრუზ მამედოვს მიაჩნია, რომ მოცემულ მომენტში მიგრაციის ისტორიის შესწავლის მწვავე აუცილებლობა არსებობს და ეს მოვლენა კოლონიალური პოლიტიკის შედეგია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიგრაციული კრიზისი ევროპის ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, – “Oxu.Az“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნ.მამედოვმა სოციალური ქსელის ტვიტერის თავის გვერდზე დაწერა.
მისივე აზრით, პირველ ეტაპზე ევროპის ქვეყნებმა კოლონიალური პოლიტიკა განახორციელეს, მეორე ეტაპზე – განთავისუფლებული ქვეყნების გაკონტროლებას ცდილობდნენ.
“პირველ ორ ეტაპს ევროპული ქვეყნებისათვის მოგება მოჰქონდა, მესამე ეტაპზე კი ისინი მასობრივი მიგრაციის საფრთხეს წააწყდნენ, რაც მათი ქვეყნებისთვის საშიშროების წყაროა”, – განაცხადა ნოვრუზ მამედოვმა.