გასული საუკუნის შუა წლებში ერევნელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი აბოვიანის სახელობის ცენტრალური ქუჩა იყო. იმ წლებისათვის ფართო გასავლელი, ორიგინალური შენობები, მყუდრო საცალფეხო გზები – ეს ყველაფერი ქუჩას სასიამოვნო სასეირნო ადგილად აქცევდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. XXI საუკუნის ერევანში აბოვიანის ქუჩა ძალიან დავიწროვდა. მუდმივი მშენებლობების, საცობებისა და მოდური ბუტიკების თვალისმომჭრელი ვიტრინების, აბოვიანის ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელების დაუსრულებელი რეკონსტრუქციების გამო, შეიძლება ითქვას, რომ დღეს არამიმზიდველად გამოიყურება. სომხეთის დედაქალაქის მოსახლეობა იძულებული გახდა ახალი გასართობი ადგილი მოეძებნა… როგორც სჩანს, ამოცანას შესანიშნავად გაართვეს თავი. ასეთ ადგილად იქცა კასკადი.

კასკადის წინა ხედი

 

სტუმრებს პირველი ნეოკლასიცისტი არქიტექტორი, ერევნის გენერალური გეგმის ავტორი – ალექსანდრე ტამანიანი

 

კასკადი უკანა ხედი

 

ეს მხოლოდ პარკი და დასვენების ადგილი არ არის. კასკადი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ღია ცის ქვეშ. მთელი მიმდებარე ტერიტორია სავსეა სხვადასხვა ქანდაკებით, მოწყობილობებითა და არტ-ობიექტებით.

 

უსახო სულების ცეკვა

 

ეს არტ-ობიექტი არ არის, არამედ სასმელი წყლის შადრევანია – ერევანში ასეთ შადრევანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. სუფთა, ცივი და სასიამოვნო სასმელი წყალი. ერევნელები მას „პულულაკამის“ უწოდებენ.

 

სურეალისტური სომხური თევზი, რომელიც წყალს უყურებს

 

გაურკვეველი სტალაგმიტები და ბურთი, რომლებიც ერთად ასიმბოლოვებენ… ჰმ…. უბრალოდ ლამაზია და მორჩა

 

უსახო სულები ცეკვის შემდეგ ისვენებენ

 

ამ არსებას კი არაფერი ესაქმება არც უსახოებთან და არც ჩვენთან. ის ბურთით თამაშობს და მხიარულია

 

ძალიან ლამაზი ქანდაკება. ცხოვრება სწორედაც რომ ასეთია – სირბილი წრეზე, სადაც გამუდმებით ერთი მეორეს ენაცვლება

 

ეს ქანდაკება არ არის. ტურისტები არიან

 

12 წლის წინათ ყველაფერი ამ ქანდაკებით დაიწყო. შავი კატა კასკადის პირველი არტ-ობიექტია და მის სიმბოლოდ იქცა

 

ერევანი. კასკადი ახალ წელს აღნიშნავს

 

LOVE – ნეტა ეს რას უნდა ნიშნავდეს?…

Photos by Levine