ივნისის დასაწყისში, ერევანში, სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში მაყურებლის წონაშე პოტველად წარსდგენა დანილა კოზლოვსკი-Frank. მუსიკალური მონო-სპექტაკლის დროს, იგი ბავშვობისა და კრონშტადტის საზღვაო კორპუსში სწავლის დროინდელ უნიკალურ მოგონებებზე, თავის პირველ სიყვარულსა და კუმირებზე ისაუბრებს. იგი ასევე შეასრულებს საყვარელი მომღერლის, ფრენკ სინატრას სიმღერებს. სპექტაკლმა უკვე დაიპყრო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენა. სომხეთის დედაქალაქში დაგეგმილი საპრემიერო წარმოდგენის წინ მსახიობმა Dalma News-ის რედაქციასთან ისაუბრა.
– ბატონო დანილა, თქვენ ხელოვანების ოჯახში დაიბადეთ და შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება წონასწარ იყო განსაზღვრული.
– დედა ბ. შუკინის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კირსდამთავრებულია, ასევე “მოსკოვცენტრის” მსახიობი იყო. მამა – მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, რეკლამის უმაღლესი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მაგრამ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ამას არასოდეს შეუშლია ხელი ბევრი დრო გაგვეტარებინა ქუჩაში, ჩაგვემსხვრია შუშები, მოგვეპარა ფუნთუშები დახლებიდან. დიახ, მიმაჩნია რომ სწორი და ნორმალური ბავშვობა მქონდა. მშობლების მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო მცდელობები ჩემში შემოქმედებითი აკორდის მოწყობისთვის: ბავშვობაში დავდიოდი ბალეტის წრეზე და მუსიკალურ სკოლაში, ვმონაწილეობდი კასტინგებში… მაგრამ ეს მხოლოდ მათი მცდელობები იყო. ის, რაც ძალიან მაინტერესებდა, იყო ქუჩა. რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს გარკვეული წარმოდგენა და იმედო ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით , თუ ვინ უნდა გამოვსულიყავი მომავალში, მაგრამ მათი მოლონიდები არ გამართლდა. როდესაც ჩემი ძმები საზღვაო კადეტთა კორპუსში სასწავლებლად გაგზავნეს, მშობლები დავარწმუნე, რომ მეც მათთან ერთად უნდა წავსულიყავი. ძმები სასწავლებლიდან 2 თვეში გარიცხეს, მე კი კრონშტადტში 6 წელი დავრჩი.
ვფიქრობ, რომ გავიზარდე, დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ სამხედრო კარიერა არ იყო ჩემი გზა. კადეტთა კორპუსის დასასრულს ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი. პირველი, რაც დედამ მითხრა: „უნდა გესმოდეს და ხვდებოდე, რომ ეს კოლოსალური რისკია. ეს საშინელი სამყაროა და აბსოლუტურად არავინ არის დაცული მოთხოვნის ნაკლებობისა და უმუშევრობისგან. ყოველწლიურად 50 მსხიობი ამთავრებს ინსტიტუტს, მაგრამ თეატრების რაოდენობა არ იზრდება. კინოშიც არარეალური კონკურენციაა“. ჩემი პასუხი კი ასეთი იყო:: “მიუხედავად ამისა, მე მინდა.” უინსტონ ჩერჩილის სიტყვებით შეიარაღებული – „არაფერს გპირდები, გარდა ოფლის, სისხლისა და შრომისა“, დედაჩემი მთელი ძალით ვდილობდა ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ ჩემი სიჯიუტე და მონდომება რომ დაინახა, ლევ დოდინის საუკეთესო სამსახიობო და სარეჟისორო კურსზე ჩამრიცხა, რისთვისაც უზომოდ მადლობელი ვარ მისი.
პირველი როლი, პირველი ჯილდო და პირველი აღიარება ერთდროულად მოვიდა, თუ ცალ-ცალკე?
პირველი როლი, რომელმაც პირველი ჯილდო მომიტანა და ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელია, არავითარი აღიარება არ მომიტანა. ეს იყო ალექსეი გერმან უმცროსის ფილმი „ჰარპასტუმი“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსში მონაწილეობდა. ძალიან მოულოდნელი და ფანტასტიკური იყო ჩემთვის, როდესაც მე, ლიოშა, ჟენია პრონინი და ალექსანდრე ვაინშტაინი სცენაზე ავედით და დაგვაჯილდოვეს. მაშინ მომეჩვენა, რომ მთელი სამყარო ჩემს წინ იწვა, ღია და მეგობრული და მე ის დავიპყარი. პეტერბურგში შთაგონებული დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი დაპყრობილი სამყარო შორს დარჩა, ხოლო აქ, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, არავინ არაფერი იცოდა ჩემი წარმატების შესახებ. კიდევ სამი წელი გავიდა, სანამ სერიოზული დიდი როლები შემომთავაზეს.
თქვენი ფილმოგრაფია, არაფრით ჩამოუვარდება სპექტაკლების რაოდენობას, მაგრამ მაყურებელს თავი დაამახსოვრეთ ფილმით “ჩვენ მომავლიდან ვართ”. შემდეგ იყო როლები ცნობილ ფილმებში “რასპუტინი”, “ჯაშუში”, “Духлеss”, “ლეგენდა No17”, “ეკიპაჟი”, “ვიკინგი” და მრავალი სხვა. რა როლს თვლით თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანად?
თითოეული ეს როლი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისით არ ვამაყობ, რადგანაც თითოეულმა რაღაც მასწავლა. ვისწავლე გუნდური მუშაობა, სასცენარო მასალის დიდი სიფრთხილით შერჩევა. ზოგიერთმა როლმა პროდიუსერობა და რეჟისორობაც კი მასწავლა… მაგრამ ჩემი საუკეთესო როლი ისაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მეყვარება. ეს მამის როლია.
ასეთი წარმატებული სამსახიობო კარიერის შემდეგ, მუსიკა თქვენთვის ჰობია თუ თქვენი ნიჭის მორიგი გამოხატულება?
მუსიკა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია. თითოეულ ჩვენგანს აქვს ისეთი რამ, რის გარეშეც მისი ბედი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ჩემთვის ასეთი მუსიკაა ბედში ასეთი რამ არის მუსიკა. სახლში ძველი სონის მაგნიტოფონი და რამდენიმე კასეტა რომ არ გვქონოდა, რომელთა შორისაც ფრენკ სინატრას სიმღერებიც იყო, ჩვენ დღეს აქ, ერევანში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერ მოვიწვევდით მაყურებელს ჩემს მუსიკალურ სპექტაკლზე “Frenk” . ჩემს ნიჭზე მე არ უნდა ვისაუბრო. არა მოკრძალებულპბის გამო, არამედ იმიტომ რომ ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მიყვარს და მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ჩემი ნიჭიერება შეაფასოს მაყურებელმა, რომელიც ჩემს სპექტაკლზე მოვა.
ჩვენთან პირველად ხართ. რატომ გადაწყვიტეთ სომხეთში ჩამოსვლა? სომეხ აუდიტორიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?
სომხეთი მშვენიერი ქვეყანაა. აქ ჩამოსვლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. როდესაც ერევანში სპექტაკლით ჩამოსვლა შემომთავაზეს, დიდი სიხარულით დავთანხმდი. ჩემს სპექტაკლში ბევრი იუმორი და თვითირონიაა და იმედი მაქვს, სომეხი მაყურებელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მხიარულ მაყურებლად არის აღიარებული, რომელმაც საკუთარ თავზე გაცინება იცის, სიამოვნებით უყურებს ჩემს შოუს.
ნათელა ოჰანიანი