ერევანში 4-წლიანი პაუზის შემდეგ მე-9 საერთაშორისო ინდუსტრიული გამოფენა „ექსპო რუსეთ-სომხეთი 2022“ დაიწყო. 2020 წელს რგანიზატორებს კორონავირუსმა შეუშალა ხელი. ახლა კი, მიუხედავად რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა, ყველაფერი გამოვიდა. საგამოფენო დარბაზმა Yerevan EXPO Center 50-მდე კომპანიის (ძირითადად რუსეთიდან) წარმომადგენელს უმასპინძლა. რეალურად, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობის მსურველი გაცილებით ბევრი იყო. ფრენის სირთულეების გამო (ერევნის მიმართულებით ბილეთები არ არსებობდა) დანარჩენი მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იყო კოლეგებთან და პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციის ონლაინ ფორმატი.
გამოფენის საზეიმოდ გახსნაში მონაწილეობდნენ: სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერგეი კოპირკინი, სომხეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ანა დონჩენკო, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ბაბკენ თუნიანი და სხვა ოფიციალური სტუმრები. წითელი ლენტის ტრადიციული გაჭრისთანავე კოპირკინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წერილი წაიკითხა, რომლითაც ღონისძიების ყველა მონაწილეს მიმართა.
თბილი მისალმების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:
“სიმბოლურია, რომ გამოფენა ამჯერად რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე იმართება. კმაყოფილებით ვაცხადებ, რომ რუსეთ-სომხეთის სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა ბოლო თვეებში სწრაფად იზრდება. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინტეგრაციული პოტენციალის ერთობლივ რეალიზებასაც საგრძნობი სარგებელი მოაქვს. ამ მხრივ, თქვენი საქმიანი შეხვედრა ორგანულად ავსებს ენერგიულ ძალისხმევას ორმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის დასამყარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენი ღონისძიება ეფექტიანი იქნება და ხელს შეუწყობს ახალი პერსპექტიული ინიციატივების შემუშავებას და მათ განხორციელებას რუსეთისა და სომხეთის ხალხების საკეთილდღეოდ”.
ორ მეგობარ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მართლაც დაჩქარდა. სომხეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ანა დონჩენკომ განაცხადა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შარშან რეკორდს მიაღწია – 2021 წლის ბოლოს ეს იყო დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარის მაჩვენებელი. მიმდინარე წელს მხოლოდ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის, უკვე საუბარია 2 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვაზე! «გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით — ეს არის თითქმის 50%-იანი ზრდა!” — განაცხადა დონჩენკომ და იქვე დასძინა, რომ ეს ფაქტი არის „ნათელი მაჩვენებელი იმისა, თუ საით მიემართებიან სომხეთი და რუსეთი ურთიერთქმედებაში“.
გამოფენაზე საუბრისას, სომხეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა განაცხადა: «ნებისმიერი გამოფენა შესანიშნავი პლატფორმაა ახალი ურთიერთობებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად, მაგრამ ამ გამოფენაზე დიდ იმედებს ვამყარებ, რადგან, აქ წარმოდგენილია ძირითადად რუსული კომპანიები. ვიცი, რომ გამოფენის ონლაინ რეჟიმში 100-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნების ბიზნესი დიდ ორმხრივ ინტერესს იწვევს. ამიტომ, ღონისძიების პერსპექტივები, განსაკუთრებით ვაჭრობის ტენდენციების გათვალისწინებით, რომელსაც ვაკვირდებით, დინამიკაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ვფიქრობ, ძალიან კარგია”.
დონჩენკომ ასევე დასძინა, რომ, როგორც რუსული ბრენდებია სომხეთში ცნობადი, ასევე ცნობილია სომხური ბრენდი რუსეთში და აფასებენ მას.
“იგივე შემიძლია ვთქვა სომხურ ბრენდზე, რომელიც ასევე ძალიან ცნობადია. ვფიქრობ, არავისთვისაა საიდუმლო რომ რუსეთის ფედერაციაში კვების მთელი მრეწველობა აბსოლუტურად მოთხოვნადია. ეს ეხება არ მხოლოდ ჩირს და დაკონსერვებულ პროდუქტებს, არამედ ახალ ხილსა და ბოსტნეულს. ჩვენთან თევზიც კი პოპულარულია – სომხური თევზის პროდუქციის 90% ექსპორტზე გადის და ჩვენ მისი მთავარი, როგორც ამბობენ, ბედნიერი მომხმარებლები ვართ”, — თქვა მან ღიმილით.
კითხვაზე, სომხეთში რა სექტორებშია შესაძლებელი რუსული კომპანიების პროდუქციის გამოყენება, როგორც რესპონდენტმა განაცხადა, იმდენად ბევრია, რომ ძნელია ერთი რომელიმეს გამოყოფა. «მაგალითად, სომხეთში მშენებლობა სწრაფი ტემპით ვითარდება. არსებობს მრავალი სპეციალიზებული გამოფენა, რომელიც სპეციალურად მშენებლობას ეძღვნება. ბუნებრივია, ბიზნესი ორიენტირებას მათში აქტიურ მონაწილეობაზე აკეთებს. გარდა ამისა, პერსპექტიულია ტურიზმის სექტორი. ალბათ საიდუმლო არ არის, რომ სომხეთში ტურისტების ძირითადი ბირთვი რუსი ტურისტია, რაც ძალიან მახარებს და შემიძლია ამას მხარი დავუჭირო და ამ მიმართულებით ლობირება გავუწიო. მეტი სფეროები — ფარმაცევტიკა, მედიცინა, მსუბუქი მრეწველობა, IT სფერო. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი მიმართულებაა და ვცდილობთ განვვითარდეთ და ყველა მიმართულებით ვიმოქმედოთ“.
ამ სიტყვებს გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი რუსული კომპანიები ადასტურებს: «კამაზი», «Railcomp», კომპანია «IEK»-ის ჯგუფი , «Samaravolgamish», «პრომსინთეზი», «მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი» და სხვა. სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შორის იყვნენ ვორონეჟისა და სურგუტის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ბაშკირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტი, რეანიმაციისა და რეაბილიტოლოგიის ცენტრი, NPC “GEOTEH”, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი “MIET”.
სომხური ბიზნესი ღირსეულად წარადგინეს საწარმოო-კვლევითმა ცენტრმა “Multi Agro” და ერევნის კონიაკი-ღვინო-არაყის ქარხანამ «არარატმა». გამოფენის სტუმრებს ამ პავილიონებში სურნელოვანი თაფლით და არანაკლებ სურნელოვანი 15-წლიანი კონიაკ Kremlin-ით ხვდებოდნენ. რუსეთის ფედერაციის ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინმა თაფლის დაგემოვნების შემდეგ სიამოვნებით აღნიშნა:
“თაფლი გემრიელი და მშვენიერია. უდავოდ ყველგან იპოვის თავის მყიდველს, რუსეთის ფედერაციის ჩათვლით. სიამოვნებით დავეხმარებით კავშირების დამყარებასა და წარმატებულ განვითარებაში”
იმავდროულად, ბუნებრივი პროდუქტის მწარმოებელი, როგორც ჩანს, ექსპორტისკენ არ ისწრაფვის – შიდა ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, აღნიშნავს «Multi Agro» -ს დირექტორის მოადგილე ოვანეს პეტოიანი. სომეხი მეფუტკრეების დამსახურებით, ბოლო წლებში მოთხოვნამ მიწოდება დააკმაყოფილა. როზა ცარუკიანმა – NPC-ის გენერალურმა დირექტორმა, სომხეთში მეფუტკრეობის სფეროში არსებული ვითარების წარმოდგენისას განაცხადა: თუ 1993 წელს რესპუბლიკაში ფუტკრის მხოლოდ 73 ათასი ოჯახი იყო, ახლა უკვე 700 ათასზე მეტია! ეს «Multi Agro» დამსახურებაა.
“კომპანია მხოლოდ სომხეთში არ არის ცნობილი. არაერთი პრეზენტაცია გვქონდა საზღვარგარეთ, ხოლო ცოტა ხნის წინ, ვმონაწილეობდით ანალოგიურ ღონისძიებაში სტამბოლში, სადაც 280 ქვეყნის მეფუტკრეები და მეცნიერები შეიკრიბნენ. სომხურმა პავილიონმა დიდი ინტერესი გამოიწვია”, — განუცხადა Dalma News-ის კორესპოდენტს ოვანეს პეტოიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის მეფუტკრეთა ასოციაცია მეფუტკრეთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის «აპიმონდია»-ს წევრია, ხოლო სომხური თაფლი ცნობილია რესპუბლიკის საზღვრებს გარეთა. რაც შეეხება შესაძლო ბიზნეს წინადადებებს რუსეთიდან, ორმხრივი სარგებლის მომტანი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ გაფორმდება. სხვათა შორის, გამოფენის პირველივე დღეს თანამშრომლობის ორი შეთავაზება შემოვიდა, – დასძინა თანამოსაუბრემ.
რა თქმა უნდა, რუსული კომპანიებიც ელოდნენ შეთავაზებებს სომხური ბიზნესისგან. მათ შორის, ისინიც, ვინც წლებია სომხურ ბაზარზე იმყოფებიან. კომპანია IEK-ი, რომელიც ელექტროენერგიის განაწილების საკითხზე მუშაობს, უკვე 10 წელია, რაც სომხურ ბაზარზეა, თუმცა, საქმიანობის სფეროს გაფართოების თაობაზე განაცხადა.
“ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოშიც მუშაობს. სომხეთში კომპანიას მუდმივი დისტრიბუტორი ჰყავს, რომელსაც საცალო ქსელში 500-ზე მეტი მაღაზია აქვს. ასევე წელს ერთი დიდი მაღაზია და 2 საწყობი გაიხსნა. ჩვენი პროდუქციის თითქმის 80% სომხეთში მდებარეობს. რაც საქართველოში უზარმაზარ საწყობთან ერთად ლოჯისტიკისა და საქონლის დროული მიწოდების პრობლემებს არ ქმნის. სომხეთში მუშაობა ძალიან მოგვწონს – ხალხი პასუხისმგებლიანი და სანდოა, რაც გვაჩვენებს, რომ არსებობს განვითარების პერსპექტივა და დიდი პოტენციალი ელექტროტექნიკის ბაზარზე”, — განაცხადა პრეზენტაციაზე კომპანიის IEK-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა სომხეთში ანდრანიკ დავითიანმა.
მისივე თქმით, ფირმა ტენდერებში მონაწილეობს. იყო დიდი პროექტები — Ucom-თან, Gazprom Armenia-სთან, VTB Armenia-თან. «მაგრამ დღეს LEDEL-ის პერსპექტიული პროექტი დამუშავების პროცესშია, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ჩვენ ვართ და რომელთან ერთადაც სომხურ ბაზარზე ახლა შევდივართ. LEDEL მდებარეობს ყაზანში, ქმნის პრემიუმ განათებას. ძირითადად ეს არის ქუჩის განათება, სპეციალური განათება (სახელოსნოები აგრესიული გარემოთი, საწყობები, პავილიონები). სომხეთში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის სახლის განათლების იდეაა. საუბარია ხუთივე შენობის განათებაზე. მათგან ორი მუნიციპალური შენობაა, სამი – კომერციული, შესაბამისად, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სატენდერო ხელშეკრულების დადებას ვუახლოვდებით. პროექტი მზადაა, ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას აქაც მივაღწევთ “, – განაცხადა დავითიანმა.
ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის “MIET” (მოსკოვის ელექტრონული ტექნოლოგიების ინსტიტუტი) წარმომადგენლები, სომხეთში სომხური ინტელექტუალური პოტენციალისთვის – მომავალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის – ჩამოვიდნენ.
“ჩვენს უნივერსიტეტში სხვადასხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობების შექმნას ასწავლიან – მასალების შერჩევიდან მზა პროდუქციის გამოშვებამდე. ვიმედოვნებთ, ჩვენთან სასწავლებლად სომხეთიდანაც ჩამოვლენ. ჩვენს კამერულ უნივერსიტეტში – მხოლოდ 4,5 ათასი სტუდენტი სწავლობს და მათგან – 350-მდე უცხოელია. სომხეთიდან ჯერ, არც ისე ბევრი სტუდენტი გვყავს და იმედია, მალე ისინიც ბევრნი იქნებიან”, — განაცხადა ეკატერინა პალეპინამ, MIET-ის საერთაშორისო კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც MIET-ის დელეგაცია ერევანს ეწვია. გაზაფხულზე ეკატერინა და მისი კოლეგები ერევანში რუსული სახლის მიწვევით კიდევ ერთ საგანმანათლებლო გამოფენას ეწვივნენ. მაგრამ ეს იყო მაისში და აბიტურიენტები, რომლებსაც უნივერსიტეტები უკვე არჩეული ჰქონდათ, საერთოდ არ აქტიურობდნენ. ახლა სულ სხვაა. რუსეთის უნივერსიტეტების გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი MIET-ში სწავლის პერსპექტივებით, ალბათ, სომხეთის ჭკვიანი ახალგაზრდობა დაინტერესდა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ღია სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც სომხურ უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. ეს ახალი პროექტი გამოფენის ფარგლებში პირველად იქნება წარმოდგენილი, – განმარტა პალეპინამ.
მისივე თქმით, უნივერსიტეტს მომზადების ცალკეული მიმართულება აქვს, სადაც მხოლოდ უცხოელი სტუდენტები სწავლობენ: «ის ოდნავ ადაპტირებულია და დაკავშირებულია IT ტექნოლოგიებთან».
ალბათ, ახლო მომავალში, ბიომედიცინის სფეროს უნიკალურ გამოგონებებში, რითაც მოსკოვის ელექტრონული ტექნიკის ინსტიტუტია დაკავებული, ამ უნივერსიტეტის სომეხი კურსდამთავრებულებიც მიიღებენ მონაწილეობას. რაც ჩვენი სიამაყის ნამდვილი მიზეზი იქნება, მართლაც, ამ დროისთვის, ზელენოგრადის სპეციალისტების განვითარების სიაში შედის ისეთი იშვიათი მოწყობილობები, როგორიცაა “ხელოვნური თირკმელი” და “ხელოვნური გული”.
“ხელოვნური თირკმელი” პაციენტებს მობილურს ხდის – ეს არის პატარა ზურგჩანთა, რომელიც მოსახერხებელია დიალიზისთვის. ხოლო „ხელოვნური გული“ ეხმარება ადამიანებს სასიცოცხლო ორგანოს გადანერგვამდე. ერთ-ერთი პაციენტი ამ აპარატით, რომელსაც Sputnik -ი ჰქვია, უკვე 10 წელია ცხოვრობს. მსგავსი მოწყობილობა ბავშვებისთვისაც მუშავდება, ის უკვე ტესტირების დასკვნით ეტაპზეა, რომელსაც სეჩენოვის უნივერსიტეტის სპეციალისტები ატარებენ, – დასძინა თანამოსაუბრემ.
საერთაშორისო ინდუსტრიული გამოფენის «Expo Russia-Armenia 2022» პირველი დღის შედეგები გამოფენის დირექტორმა სვეტლანა ზაბელინამ შეაჯამა. მისი თქმით, რთული რეალობის მიუხედავად ყველაფერი გამოვიდა.
“ეს უკვე მეცხრე გამოფენაა. ბოლოს იგი 2018 წელს ჩატარდა. გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ამიტომ 4-წლიანი შესვენება გამოგვივიდა. წელს სომხეთში ყველა ვერ ჩამოვიდა (ავიაბილეთები ძალიან გაძვირდა და დეფიციტიც შეიქმნა), თუმცა ყველა მსურველმა ონლაინ ფორმატით შეძლო დასწრება.
აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობის ეფექტი, როგორც იტყვიან, დამტკიცებულია. წინა ჯერზე 100 კონტრაქტი გაფორმდა. ამჯერად დაველოდოთ, როგორ დასრულდება ამ სეზონის სამდღიანი გამოფენა. გამორიცხული არ არის, რომ შემდეგი მსგავსი ღონისძიება ჩატარდება არა 2024, არამედ 2023 წელს”, – დასძინა რესპონდენტმა.
ირინა გრიგორიანი