9 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახალი ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა “საქართველოს უკვდავი პოლკი” დაარეგისტრირა. მისი წარმომადგენლების თქმით, ახალი მოძრაობა რეგისტრირებულია, როგორც არაკომერციული იურიდიული პირი.
საქართველოს შიდა პოლიტიკურ სცენაზე, სამწუხაროდ, მოვლენების უმეტესი ნაწილი აშკარად უარყოფითია. ამის ფონზე, ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მიერ “უკვდავი პოლკის” ოფიციალური რეგისტრაცია ჰგავს მზის სხივს, რომელმაც გაარღვია შავი ღრუბლები, რათა მათ მთელი ცა არ დაეფარათ. ეს შესაძლოა, დიდი გამარჯვება იყოს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც პოლიტიკურ ცოფსა და სიგიჟეზე ძლიერი იმუნიტეტი აქვთ. ეს ის ხალხია, რომელთაც არ სურთ უარი თქვან თავიანთ დიდებულ წარსულზე და მაღალ ჭეშმარიტად ჰუმანურ იდეალებზე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტერმინები “ტრადიციული” და “არატრადიციული” ორიენტაცია მტკიცედ დამკვიდრდა სექსოლოგიის სფეროში, თუმცა ეს ტერმინები პოლიტიკაშიც საკმაოდ გამოყენებადია. ქართველ ხალხს ყოველთვის ახასიათებდა ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაცია, ახლობელი ეროვნული მენტალობის, საერთო სარწმუნოების და იდეალების მქონე ხალხთან ერთად, რისთვისაც, სხვათა შორის, არაერთხელ უბრძოლიათ ერთმანეთის მხარდამხარ. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხი ისტორიულად და პოლიტიკურად ორიენტირებული იყო რუსეთზე, იმ ქვეყანაზე რომელმაც დახმარება ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო. მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა თავად ქართველი ერის ფიზიკური არსებობა. ამ ისტორიული ფაქტის უარყოფა, ყველაზე აგრესიული და მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალისთვისაც შეუძლებელია.
საქართველო დამოუკიდებლობის წლები სინამდვილეში აღმოჩნდა პერიოდად, როდესაც იგი პირდაპირ და უპირობოდ დამოკიდებულია იმ ძალებზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით მსოფლიოს მმართველები ავტომატურად გახდნენ. მას შემდეგ, ქართული მმართველი ელიტის წარმომადგენლებმა ტრადიციული ჯანსაღი პოლიტიკური ორიენტაციის არატრადიციულზე (სიტყვა “არატრადიციულის” პირდაპირი სინონიმია “პათოლოგია”) შეცვლა დაიწყეს, ქართულ პოლიტიკაში პათოლოგია, სამწუხაროდ, სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს.
თავის დროზე, საქართველოში ნეონაცისტური ძალების აქტიურობის წლებში “თავისუფლების ქარტია” მიიღეს. პათოლოგია სახელწოდებაშივე შეინიშნება, რადგანაც “თავისუფლების ქარტია” ქვეყანაში კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავდა. თუ არა ფსიქიკური პათოლოგია, აბა რა უნდა ვუწოდოთ იმას, როდესაც 9 მაისს, ზომბირებული ახალგაზრდების ჯგუფი დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, რომლებიც თავიანთი დიდებული გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდნენ, გლეჯდნენ წმინდა გიორგის გამოსახულებიან ლენტებს და სუფთად ნაცისტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ეს ხომ აშკარა პათოლოგიაა, რადგანაც ქართველი ორი ყოველთვის გამოირჩეოდა უფროსი თაობის და მისი დამსახურებისადმი პატივისცემით. გარდა ამისა, საქართველოში წმინდა გიორგი ყოველთვის უმთავრესი წმინდანი იყო, თუმცა ამას უწარსულო და უმომავლო ბრბოსთვის ხელი არ შეუშლია წმინდანის გამოსახულება კომუნისტურ სიმბოლიკასთან გაეიგივებინა და მის წინააღმდეგ ებრძოლა.
იმაში, რომ “უკვდავი პოლკი” გაიმარჯვებდა, საქართველოში ჭეშმარიტ პატრიოტებს და ყველა ნორმალურ ადამიანს, ეჭვიც არ შეჰპარვია. ცხადია, ფაშისტური ნარჩენები არც ამჯერად დამშვიდდება… საკმარისია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც მათ სერიოზული სკანდალი ააგორეს თბილისში გამართულ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით რუსული დელეგაციის წარმომადგენლობაზე. მაშინ მათ მოახერხეს და ჩაშალეს ასამბლეის მუშაობა, რომელიც ტრადიციულად მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზეა ორიენტირებული. თუმცა, ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება მათ ვერ შეძლეს.
“ქართული ოცნების” მთავრობამ რამენაირად ანგარიში უნდა გაუწიოს ე.წ. “თავისუფლების ქარტიას” და “უკვდავ პოლკს” რადგანაც იმ ადამიანების მადლიერი სახეები, რომლებმაც დაამარცხეს ფაშიზმი და მსოფლიო ყავისფერი ჭირისგან იხსნეს, საბჭოთა მედლებით და ორდენებით, წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ლენტებით, – სწორედ ეს არის კომუნისტური სიმბოლოები.
ქართველ ხალს მობეზრდა მდუმარე დამკვირვებლის როლის შესრულება, გარდა ამისა, იგი არც ისე იოლი საზომბირებელია. გორის მკვიდრნი უკვე სრული სერიოზულობით აპირებენ თავიანთი დიდებული თანამემამულის, იოსებ სტალინის დაცვას. ისინი სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნული ძეგლის დემონტაჟი 2010 წელს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს განხორციელდა. აღნიშნული პოლიტიკური ძალის ლიდერებს ყველაზე მეტად ფაშიზმზე გამარჯვება და ამ ომში გამარჯვებული მხარე სძულდათ.
ევროპის და აშშ-ს მმართველი ელიტა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩირქი მოსცხოს დიდებულ გამარჯვებას, ადამიანების მეხსიერებიდან მის შესახებ ცოდნა წაშალოს და გამარჯვებულ გმირებს შავი საღებავი გადაასხას. მაგრამ ხალხები სხვაგვარად ფიქრობენ და ამიტომაც "უკვდავი პოლკი" გამარჯვებული დააბიჯებს არა მხოლოდ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, არამედ ევროპისა და ამერიკის ქალაქებშიც. ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება მრავალათასიანი მსვლელობა, რომელშიც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსულენოვანი ადამიანების გარდა, ათასობით რიგითი ამერიკელიც მონაწილეობს, რომლებიც ისე არ ფიქრობენ, როგორც მათი მმართველი ელიტა ფიქრობს.
საქართველოში უნდა ესმოდეთ, რომ ტრადიციული ორიენტაციის არატრადიციულობით შეცვლა არასაიმედო და საშიში საქმეა. ამერიკული პოლიტიკისთვის ბრმად ფეხის აყოლა და მის ვასლად გახდომა, შესაძლოა ნამდვილ უბედურებად იქცეს. ამის უახლესი დასტურია სირიელი ქურთების მაგალითი, რომლებიც ამერიკელებმა ბედის ანაბარად სწორედ მაშინ მიატოვეს, როდესაც ისინი ზედმეტად მიიჩნიეს. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკმაოდ გენიალურად განმარტა, თავისი გადაწყვეტილების სამართლიანობა და თქვა, რომ “ქურთები სრულიად თავხედურად და უსირცხვილოდ არ დაეხმარნენ ამერიკელებს ნორმანდიაში ჩასვლის დროს. “ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა და ვინც იტყვის, რომ ტრამპმა იცრუა, პირველმა ესროლოს ქვა.
ვინ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენი არატრადიციული ორიენტირი ჩვენც ანალოგიურად არ მოგვექცევა? ამერიკას საკუთარი გადაწყვეტილებების გასამართლებლად მიზეზების მოფიქრება არ უჭირდა. მაგალითად, შესაძლოა ქართველი ჯარისკაცი მელიტონ ქანთარია დაადანაშაულოს იმაში, რომ ამერიკის მოკავშირე გერმანელები გაანაწყენა იმით, რომ თავის დროს რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშის აღმართვით სახურავი დააზიანა და მატერიალური ზიანი მიაყენა.
მეორე ჩვენი არატრადიციული ორიენტირი, სირიელი ქურთების გამოყენებით უკანონოდ შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი მიითვისა. საინტერესოა, ვინ, ან რა შეუშლის ხელს, რომ ჩვენს აჭარასაც ასე არ მოექცნენ, მით უფრო რომ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი მეხუთე კოლონა არსებობს? დღეისთვის, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ის, რომ “საქართველოს უკვდავი პოლკის” აღიარება ქვეყანაში იქცევა თუ არა იმ წერტილად, საიდანაც ქვეყნის ხელისუფლებისათვის რეალური და პრაგმატული პოლიტიკური მსვლელობა დაიწყება ქართული სახელმწიფოსა და ხალხის და არა გარე ძალების და შიდა გამყიდველი პოლიტიკოსების ინტერესების დასაცავად.
დავით კუპატაძე (თბილისი)