შარშან, ბაქოში საქმეზე გავემგზავრე. ვნახე მხოლოდ “ჰეიდარ ალიევის” აეროპორტი, სამიოდე ქუჩა ბაქოს ცენტრში და ტაქსის ფანჯრიდან ბაქოს შემოგარენი. აზერბაიჯანის დედაქალაქისგან ისეთივე სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამრჩა, როგორც ბავშვობაში, მუსლიმ მაგომაევის სიმღერების მოსმენისას. აზერბაიჯანში დაბრუნების სურვილი არ მასვენებდა. დავიწყე აზერბაიჯანის ისტორიის შესწავლა. ძალიან დამაინტერესა კონკრეტულად ბაქოს ისტორიამ. ინტერნეტის მეშვეობით ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი გავიცანი. შემდეგ აზერბაიჯანს ტურისტად ვესტუმრე.
2018-2019 წლებში, აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების რაოდენობამ 3 მილიონ ადამიანს მიაღწია. ესენი ძირითადად რუსები არიან. მოსკოვიდან ბაქოში ყოველდღიურად ასამდე რეისი სრულდება, როგორც პირდაპირი, ისე ჩარტერული. გამოცდილი ტურისტები ბაქოში, თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავებით მგზავრობას ამჯობინებენ. თურქულ კომპანიას ოპტიმალური ფასები და მომსახურების ხარისხი აქვს; ეკონომ-კლასშიც კი გემრიელი საკვები და კომფორტი. რუსეთის ტუროპერატორებმა დიდი ხანია, აზერბაიჯანისთვის მოგზაურობის ქსელი შეიმუშავეს: ღირშესანიშნაობებით დაწყებული, ადგილობრივი ღვინოების და აზერბაიჯანული კერძების დაგემოვნებით დამთავრებული. ტურის სტანდარტში “ყველაფერი ჩართულია”. კომპანია ჯავშნის თვითმფრინავს, რომელსაც ტურისტები ბაქოში ჩაჰყავს. აეროპორტში მათ გიდი ხვდება და სასტუმროში მიჰყავს. ამის შემდეგ, ტურისტებს კომფორტული მოგზაურობა ელით, თითქმის მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით – აბსერონის ნახევარკუნძულის კასპიის ზღვის სანაპიროდან, დიდი კავკასიონის სამხრეთ მთისწინეთამდე.
ფასის მიხედვით, ერთი ასეთი მოგზაურობა სოჭში, ან ყირიმში სტანდარტულად ორგანიზებული დასვენების ტოლფასია. იდეალური დასვენებაა, როდესაც რუსეთის ფარგლებს გარეთ გადიან და თან მასპინძელი ქვეყნის ენის სწავლაც არ სჭირდებათ. აზერბაიჯანში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შესანიშნავად ფლობს რუსულ ენას. ეს არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა, არამედ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი მჭიდრო ურთიერთობების შედეგია. რუსეთში ათასობით აზერბაიჯანელი მუშაობს, რუსულ უნივერსიტეტებში უამრავი აზერბაიჯანელი სტუდენტი და ასპირანტი სწავლობს. ბაქოში “სლავიანსკი უნივერსიტეტი” ფუნქციონირებს, რომელიც 2000 წელს მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა. სხვათა შორის, ახუნდოვი არის აზერბაიჯანული ლიტერატურის კლასიკოსი, რომელმაც მიხეილ ლერმონტოვს აზერბაიჯანული ენა ტფილისში ყოფნის დროს შეასწავლა. ადგილობრივ სკოლებში, ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, არის რუსული კლასები.
რესპუბლიკის ისმაილინის რაიონში არის რუსული სოფელი ივანოვკა, რომელიც XIX საუკუნეში მალაკნებმა და დუხობორელებმა დააარსეს. ივანოვკაში არის აზერბაიჯანში არსებული უკანასკნელი კოლმეურნეობა. ბაქოს რუსული კულტურის ცენტრში, ივანოვკელები აზერბაიჯანელებს და რესპუბლიკის სტუმრებს ხშირად ახარებენ ძალზედ განსხვავებული მალაკნური სასულიერო საგალობლებით. ამჟამინდელი ბაქო ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ინტერნაციონალური ქალაქი, სადაც რუსული ენა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ენად იქცა. წარმოიდგინეთ ძველი ბაქოური კვარტალი, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები, ლეზგინები, სომხები, ავარები, თალიშები, ებრაელები, ასურელები… რომელ ენაზე ისაუბრებენ? რა თქმა უნდა რუსულად! საბჭოთა ბაქოში, სადაც ხალხი შორეული ადგილებიდან სწრაფად მზარდ ნავთობ-ქიმიურ მრეწველობაში სამუშაოდ ეშურებოდა, რუსული ენის ცოდნა ადამიანის კულტურის მანიშნებლად ითვლებოდა, ხოლო რუსებთან დანათესავება – პრესტიჟად. თუ აზერბაიჯანელი სოფლელი ბიჭი, ბაქოში გადასვლის შემდეგ, რუს გოგოზე დაქორწინდებოდა, მას ხელმძღვანელის თანამდებობა გარანტირებული ჰქონდა. ეს, რა თქმა უნდა, ბაქოური ხუმრობაა. მაგრამ ყოველ ხუმრობაში, როგორც მოგეხსენებათ, სიმართლის ნაპერწკალია…
რუსების მიმართ თბილი დამოკიდებულება არსებობს, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბაქო, ან გიანჯა, არამედ სოფლებშიც. ტურისტებისთვის გარეუბნებიც საინტერესოა. კასპიის სანაპიროზე ხაჩმაზის მხარეში არის სოფელი ნაბრანი. ეს არის ადგილობრივი იალტა, სადაც ზღვაზე ყოველ ზაფხულს მშვიდი დასვენების მოყვარული ადამიანები მიდიან. სტუმრებისთვის არის ფეშენებელური სასტუმროებიც და კერძო სახლებიც. ყველაფერი ძალიან იაფი და გემოვნებიანია. სოფლის სახელწოდება რუსული სიტყვა „შეგროვებადან“ მოდის. ადრე იქ მეთევზეები ცხოვრობდნენ. ნაბრანიდან ნახევარი საათის სავალზე ძველი ქალაქი ხუდატი მდებარეობს, რომელიც ადრე, გუბის სახანოს დედაქალაქი იყო. ეს არის ნამდვილი მექა ძველი მუსულმანური აღმოსავლეთის მოყვარულთათვის. აქ არის უძველესი მეჩეთები და ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლებიც ერთ დროს გუბის სახანოს დაღესტნელი დამპყრობლებისა და სხვა მტრის თავდასხმებისგან იცავდა…
არანაკლებ საინტერესოა შოლარის სოფლის წყალსაცავი. ეს ღირსშესანიშნაობა ხუდატიდან ორ კილომეტრში მდებარეობს. იგი ინგლისელმა ინჟინერმა, უილიამ ლინდლემ, XX საუკუნეში ააგო. შოლარსა და ბაქოს შორის მანძილი 182 კილომეტრია. წარმოიდგინეთ, რამდენად კოლოსალური შრომაა გაწეული საინჟინრო სამუშაოების, მილების გასაყვანად და გზის მოსაწესრიგებლად. შოლარის წყლის მილსადენის ისტორია ბაქოს ნავთობის საბადოების ისტორიაა. სწრაფად მზარდ ბაქოს სასმელი წყალი პურივით სჭირდებოდა. აპშერონის ნავთობი – დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაა. იმისთვის, რომ ბაქოში სუფთა სასმელი წყალი ყოფილიყო, ბაქოს მთავარმა სათათბირომ – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებელი პარლამენტის თავმჯდომარე ალიმარდან ტობჩიბაშევმა, 25 ათასი რუბლი გამოყო. ბაქოური ისტორიის ნაწილია ასევე, რევოლუციური მოძრაობა ამიერკავკასიაში, რომელიც ნაჯმუდინ სამურსკის, პროკოფია ჯაფარიძის და რაღა თქმა უნდა, იოსებ სტალინის სახელებს უკავშირდება.
რაც შეეხება რევოლუციებს და ამბოხებებს… ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ უსაფრთხოებას და წესრიგს. ტურისტების ფორუმზე წავიკითხე მოსკოველი გოგონას შეფასება, რომელმაც აზერბაიჯანში მეგობრებთან ერთად, ავტომობილით იმოგზაურა. გოგონებმა აზერბაიჯანი უკან დაბრუნების ძალიან დიდი სურვილით დატოვეს. ეს ფაქტი ყველაზე უკეთ ადასტურებს იმას, რომ ცეცხლების ქვეყანა ყველაზე უსაფრთხო და მოწესრიგებულია. ცეცხლების ქვეყანა აზერბაიჯანს, ჯერ კიდევ, ისლამიზაციამდე, ზოროასტრიანთა პერიოდში ეწოდა. თუმცა, ბაქოდან 30 კილომეტრში, სოფელ სურახანის შემოგარენში მოქმედი ზოროასტრიული ტაძარი ატეშგიახის ცეცხლია. ჩემი ნაცნობი ერთი პერიოდი ირანში მუშაობდა და ამბობდა, რომ ზოროასტრიზმი მისთვის არის „ათას ერთი ღამის“ ზღაპრის მსგავსი. აზერბაიჯანიდან შეიძლება იმ ქალაქის დანახვა, საიდანაც პუშკინისეულმა მეფე დოდონმა თავისი ლამაზმანი მეუღლე გამოიყვანა. კიურდამირიდან 72 კილომეტრში (უფროს თაობას ამ სახელწოდების აზერბაიჯანული ღვინო ახსოვს) – უძველესი შემახაა, კემახეას ანტიკურ წყაროებთან, ერთ დროს უძლიერესი შირვანშაჰის სახელმწიფოს დედაქალაქი. შემახას ახსოვს ალექსანდრე მაკედონელის მებრძოლები, არაბი დამპყრობლები, რომლებმაც კავკასიაში ისლამი შემოიტანეს, ასევე ჩინგისხანის და ხორეზმელი უფლისწულის ჯალალ ედ-დინის ლაშქრობები.
და ბოლოს, შემიძლია დავამატო, რომ საბჭოთა კავშირის მარშალი დიმიტრი ტიმოფეის ძე იაზოვი, რომელსაც პირადად ვიცნობ, დიდ პატივს სცემს ჰეიდარ ალიევს. აზერბაიჯანის აწ გარდაცვლილ პრეზიდენტს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ დიმიტრი იაზოვის აზრს ძალიან ვაფასებ. ბაბუაჩემი სამამულო ომიდან მებრძოლი ოფიცერი, პოლკოვნიკი დაბრუნდა. თავად მე ოფიცერი, პოლიციის უმცროსი პოლკოვნიკი გახლავართ. ამჟამად, ახალგაზრდა პენსიონერი, ლამაზი რუსი ქალბატონი ვარ, რომელსაც აზერბაიჯანი ძალიან მოსწონს.
ოლგა ორლოვა