მომდევნო წლის თებერვლიდან ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული, ქართული სერთიფიკატით გავა. მთავრობის სხდომაზე დღეს, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ შორის კოოპერირებასთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფოს მხრიდან 70%-იან თანადაფინანასებას ითვალისწინებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მეფუტკრეობის დარგის აღორძინების პროცესი დაიწყო და მასშტაბური ღონისძიებები ქვეყნის ყველა რეგიონში განხორციელდება.
მისივე თქმით, მეფუტკრეობის ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ ასევე მიიღო კოოპერირების შესახებ ცვლილებები, რაც 70%-იანი თანადაფინანსების გარდა მეფუტკრეობის დარგის განვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას გულისხმობს. კერძოდ, მოხდება როგორც არსებული, ისე მათთან დისტრიპუციის შედეგად მიღებული სკების იდენტიფიკაცია, რათა საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ნოირმა და სტანდარტი იყოს დაცული, ხოლო სკები იყოს მიკვლევადი. ქართველ მეფუტკრეებს კონსულტაციებს მოწვეული და საგანგებოდ დაქირავებული კონსულტანტები გაუწევენ.
“სოფლის მეურნეობის ლაბორატორია 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ მოახდენს თაფლის ინსპექტირებას, შემოწმებას და კოოპერატივებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს კოოპერირების კუთხით გადაწყვეტილება, თუმცა უკვე დაწყებულია მუხურში საველე სადგურის სამუშაოები, რომლის პროექტიც თითქმის დასრულებულია და ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი,” – განაცხადა მინისტრმა.