მთელი მსოფლიო მთავარი კრიპტოვალუტის – ბიტკოინის კურსის ცვალებადობას ადევნებს თვალს.

როგორც გამომცემლობა «Инфиника» იტყობინება, 2017 წლის დასაწყისიდან კრიპტოვალუტის კურსი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა.

“ამ მოვლენის ასახსნელი არც ფუნდამენტური და არც ტექნიკური ინდიკატორი არსებობს, მხოლოდ “ძლიერი სპეკულაციური ბუშტი”. ძნელი სათქმელია მრუდის რომელ ნაწილში ვმოძრაობთ, თუმცა ბიტკოინის მოძრაობის გრაფიკა არის პარაბოლა, ის კი უსასრულოდ ზევით მიიწევს”, – განაცხადა ETX Capital-ის ეკონომისტმა ნეილ უილსონმა.

მსოფლიოში ერთ-ერთ ავტორიტეტულ ეკონომისტს, ნობელის პრემიის ლაურეატს ეკონომიკაში (2001 წელს) ჯოზეფ სტიგლიცს მიაჩნია, რომ “ბიტკოინი იმდენად წარმატებულია, რომ შეუძლია კონტროლს გვერდი აუაროს”.

შემთხვევითი არ არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავის ფულს კრიპტოვალუტაში ინახავს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ხალხის გაფრთხილება დაიწყეს. მაგალითად, უკრაინის ეროვნულ ბანკში, ფასიანი ქაღალდების და ბაზრის ფინანსური მომსახურების ეროვნულ კომისიებში მიაჩნიათ, რომ უკრაინაში სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო კრიპტოვალუტა საშიშროებას წარმოადგენს.

კრიპტოვალუტის ბაზრის რისკებს შორის მოხელეებმა რამდენიმე რისკი განსაზღვრეს:

1. ქურდობის გამო სახსრების დაკარგვის შესაძლებლობა (კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებზე თავდასხმის ან გამოყენების ინფრასტრუქტურის შედეგად);

2. კრიპტოვალუტაში საინვესტიციო სახსრების დაბრუნების გარანტიის არ არსებობა. რადგან ასეთი დანაზოგი საბანკო დეპოზიტად არ ითვლება, მათი დაბრუნების გარანტია არ არსებობს;

3. თაღლითობის შესაძლებლობა. კრიპტოვალუტის გამოყენება შესაძლებელია ფინანსური პირამიდის ასაგებად, რაც შედეგად ფულის დაკარგვას იწვევს;

4. კრიპტოვალუტაში რთულია აქტივების საბაზრო ღირებულების შეფასების მეთოდების გამოყენება;

5. კრიპტოვალუტების და მასთან დაკავშირებული რისკების მნიშვნელოვანი ცვალებადობა;

6. ინფრასტრუქტურის არ არსებობა. რადგანაც კრიპტოვალუტა არ არის კანონიერი ვალუტა და კანონიერი გადახდების საშუალება, სავაჭრო საწარმოებს არ აქვს იურიდიული ვალდებულება, მიიღონ ისინი, როგორც გადახდის საშუალება.

აზერბაიჯანში კრიპტოვალუტით არც ისე დიდი ხნის წინათ დაინტერესდნენ. საინტერესოა, მასთან დაკავშირებულ რისკებზე მოსახლეობა რამდენად ინფორმირებულია, რადგან ცნობილია, რომ ეს სფერო არ რეგულირდება.

როგორც Dalma News-ის კორესპონდენტს იურისტმა აქრამ ჰასანოვმა განუცხადა, ჩვენს დროში ნებისმიერი ფული სარისკოა. კრიპტოვალუტა არანაკლებ სარისკოა, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო ვალუტა, მაგალითად: აშშ. დოლარი, ევრო, ინგლისური ფუნტი, შვეიცარიული ფრანკი და ა.შ.

“ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობა სრულფასოვან ფულს – ოქროს და ვერცხლს იყენებდა. რისკები და პრობლემები, ცხადია, იმ დროსაც იყო. ამგვარად, სახელმწიფო პერიოდულად “აფუჭებდა” მონეტებს, მათში ოქროს და ვერცხლის გამოცხადებულ რაოდენობას ამცირებდა. ამის შემდეგ, როგორც სახელმწიფო, ისე ბანკები იმაზე მეტ ბანკნოტს უშვებდნენ ბრუნვაში, ვიდრე ოქროს მარაგი ჰქონდათ”.

“მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ბრეტონ-ვუდსში მსოფლიო სახელმწიფოებმა ოქროს აშშ. დოლარი მიაბეს (1 ტროას უნცია – 35 დოლარი), სხვა დანარჩენი ვალუტა კი – დოლარს. ამგვარად, მსოფლიოში დოლარის ბატონობა დამკვიდრდა.

Участники делегаций СССР и США на конференции в Бреттон-Вудсе, 1944 г.
საბჭოთა კავშირის და აშშ-ს დელეგაციების წევრები ბრეტონ-ბუდში გამართულ კონფერენციაზე, 1944 წელი.

აშშ ვალდებული გახდა დოლარი ოქროზე გადაეცვალა, ანუ მათ ხელში არსებულ ოქროზე მეტი ბანკნოტი ვეღარ უნდა გამოეშვათ. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ მოხდა და მთელი მსოფლიო მწვანე ბანკნოტებით აივსო. გასული საუკუნის 70-იან წლებში კი აშშ-მ ოქროზე დოლარის გადაცვლაზე უარი ცალმხრივად განაცხადა.

ჰასანოვის თქმით, მას შემდეგ მსოფლიოში ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული არაუზრუნველყოფილი ფულადი ვალუტების სისტემა მოქმედებს. ცენტრალურმა ბანკებმა მიზნად დაისახეს ინფლაციასთან ბრძოლა. ისინი თითქოსდა იმ ფენომენს ებრძვიან, რომელიც თავად შექმნეს არაუზრუნველყოფილი ვალუტის დაბეჭდვის გზით. ცენტრალური ბანკების არაოფიციალური მაკონტროლირებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდია (ბრეტონ-ვუდსის სისტემის კიდევ ერთი შვილობილი), რომელიც ყველგან ქადაგებს, რომ ცენტრალური ბანკები ეროვნული სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. თავისი არსით კი, ცენტრალურ ბანკებს თავად იმორჩილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის – აშშ-ს ემიტენტის ინტერესებს ემორჩილებიან.

SM15 IMFC
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

შედარებისთვის: ერთი ტროას უნცია ოქრო დაახლოებით 1280 დოლარი ღირს. ანუ 70-იანი წლებიდან მოყოლებული დოლარის დევალვაცია სულ მცირე 36-ჯერ მოხდა და აშშ კვლავაც განაგრძობს მსოფლიოში დოლარის რაოდენობრივ ზრდას.

“ადამიანის უფლებების ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი რომ გადაშალო, ყველაფერს იპოვი, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, მაგრამ ვერ იპოვი ფულის სტაბილურობის სამართალს. თუმცა, იდეაში, თუკი ვიღაცას ფულის მონოპოლიური ემისიის უფლება აქვს, მაშინ ამ ფულით მოსარგებლეებსაც უფლება აქვთ მათი სტაბილურობა მოითხოვონ. თუმცა, თავისი არსით, ეს ფული კანონით გათვალისწინებულ გადასახადებზეა დაწესებული”, – დასძინა აკრამ ჰასანოვმა.

Здание Федеральной резервной системы США
აშშ-ს ფედერალური სადაზვერვო სისტემის შენობა

ერთის მხრივ, თითქოსდა მსოფლიოში ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის დოქტრინა მინიმალური სახელმწიფო ჩართულობით ბატონობს, მეორეს მხრივ – ფული დამოკიდებულია არა მოთხოვნის კანონზე, არამედ ცენტრალური ბანკების სურვილზე. რაღა აზრი აქვს საბაზრო ეკონომიკას, თუკი ვიღაცას, ამ შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს, საკუთარი სურვილით შეუძლია დაბეჭდოს, ან არ დაბეჭდოს ფული და ამით ზეგავლენა მოახდინოს საქონლის და მომსახურების ფასზე. მსოფლიოში ნავთობის ფასიც კი ფედერალურ სარეზერვო სისტემის პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

“სწორედ ასეთი სისტემის პასუხია კრიპტოვალუტის (ციფრული ვალუტის), კერძოდ ბიტკოინის შექმნა. არ მინდა ტექნიკურ მომენტებს ჩავუღრმავდე, ამას სპეციალიზირებული ცოდნა სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვა ბიტკოინი თავის თავში მოიცავს ოქროს მთელ რიგ თვისებებს, რაც მას იდეალურ ფულად აქცევს. ბიტკოინს არ გააჩნია ერთიანი ემიტენტი, მას არავინ აკონტროლებს, მისი ემიტირება მთელს მსოფლიოში მილიონობით კომპიუტერის მუშაობის საშუალებით ხორციელდება, რომლებიც მათემატიკური ალგორითმების გაანგარიშების პროგრამას იყენებენ. დიახ, ბიტკოინი არაფრით არის გამყარებული, თუმცა მისი ემიტირება ისევე რთულია, როგორც ოქროს მოპოვება. ბიტკოინის მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდულია: 21 მილიონი! თანაც მესამედი კიდევ არ არის ემიტირებული! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ვალუტას ინფლაცია არ ემუქრება. ამასთანავე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემაში ყველა ოპერაცია ნახოს ბიტკოინის ფუნქციონირების პირველივე დღიდან. ანუ სისტემა მთლიანად გამჭვირვალეა, რასაც ვერ ვიტყვით ცენტრალურ ბანკებზე”, – ამბობს ექსპერტი.

ამასთანავე ბიტკოინის საფულის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ბიტკოინის ანგარიშის გახსნა. შექმენი საფულე, იყიდე, გაყიდე (ყოველგვარი საბანკო კომისიის გარეშე!) ამასთანავე ანონიმურობაც გარანტირებულია. ამრიგად, სახელმწიფო თქვენს ოპერაციებს, მათ შორის დაბეგვრის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვერ აკონტროლებს. უფრო მეტიც, ალგორითმის სისტემა ისეთია, რომ მის განვითარებასთან ერთად, მისი უსაფრთხოებაც იზრდება და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი გატეხვა. თუ რა თქმა უნდა ინტერნეტი მთელს მსოფლიოში არ გაითიშა. ამ შემთხვევაშიც არსებობს რისკები, რადგანაც ინტერნეტი ტექნიკურად აშშ-ს ხელშია.

ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო ვალუტების კურსის მუდმივი ცვალებადობა ბიტკოინს უკიდურესად მიმზიდველს ხდის. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში განათლების ზრდას და ცოდნის დაგროვებასთან ერთად მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება. საბოლოო ჯამში ფულის ძირითადი ფუნქციებია: 1) ღირებულების ზღვარი; 2)გადახდების საშუალება;3)დაგროვების საშუალება. ამ ფუნქციებს დღეს კრიპტოვალუტაც ასრულებს. მას იღებენ როგორც გადახდის საშუალებას და ეს მთავარია! ასეთ შემთხვევაში, რაში სჭირდებათ კონტრაგენტებს ოფიციალურ ვალუტას დაექვემდებარონ და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოხვდნენ?

აქრამ ჰასანოვის თქმით, ეს აღელვებს, როგორც სახელმწიფოს, ისე ბანკებს. ეს უკანასკნელნი უკვე შეეგუვნენ მეცნიერების ბოლო მიღწევებს და დღეს კრიპტოვალუტის საკუთარი სისტემის შექმნას ცდილობენ. სახელმწიფოს და კრიპტოვალუტის ურთიერთობა არა ერთმნიშვნელოვანია. ცხადია, სახელმწიფო ვერ იქნება კმაყოფილი იმით, რომ ცხვირწინ აცლიან ისეთ სერიოზულ მოგებას, როგორიცაა სენიორაჟი, ანუ ფულის ემისიის შედეგად მიღებული სარგებელი.

მეორეს მხრივ, ეს არ არის ისეთი ყოვლისშემძლე, რომ ახალი ტექნოლოგიების წინააღმდეგ იბრძოლოს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ქვეყანა იწყებს ბიტკოინის კანონიერების აღიარებას და მათი მიმოქცევის რეგულირებას ცდილობენ. სავარაუდოდ, მალე სახელმწიფოები, როგორც ყოველთვის, თავად შეეცდებიან ამ პროცესს უხელმძღვანელონ. ასეთ შემთხვევაში კერძო კრიპტოვალუტის ეპოქა დასრულდება.

მაგრამ ამას დრო, სულ მცირე, რამდენიმე წელი სჭირდება. მანამდე კი კერძო კრიპტო-ვალუტა სულ უფრო მეტ პოპულარობას მოიპოვებს და განაგრძობს ბრუნვას. ამ თვალსაზრისით, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომელთა შორისაც უკვე დიდი ინტერესი არსებობს ამ რეგულარული ფინანსური პირამიდის მიმართ, უნდა იცოდნენ შემდეგი: ფორმალურად, კრიპტოვალუტა აზერბაიჯანში ვალუტად არ არის მიჩნეული. კონსტიტუციის თანახმად, გადახდების ერთადერთი საშუალება მანათია. გამოდის, ბიტკოინი შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვეულებრივ საქონლად. აქედან გამომდინარე, თუ კომპიუტერი ბიტკოინით გაიყიდა, ადგილობრივი კანონმდებლობით ეს ყიდვა-გაყიდვა კი არ არის, არამედ – გაცვლა. ამ თვალსაზრისით, კრიპტოვალუტის გამოყენების ფორმალური აკრძალვა არ არსებობს,- დასძინა ჰასანოვმა.

“მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კრიპტოვალუტის კურსი უსასრულოდ არ გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დაეცეს, ან საერთოდ კრახი განიცადოს. როგორც უკვე ვთქვი, სახელმწიფოები საბოლოოდ დაიბრუნებენ ფულადი ემისიების მონოპოლიის უფლებას და არ გამორიცხავენ, რომ ეს მალე მოხდეს. საკმარისია, რამდენიმე დიდი ტერორისტული აქტი მოხდეს, რომლებიც კრიპტოვალუტით ფინანსდება და მისი დასასრულიც დადგება. კრიპტოვალუტა ხომ სხვა საკითხებთან ერთად, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საშუალებაა. ასე რომ, წამყვანი სახელმწიფოები კაცობრიობის ყველა უბედურებას ყოველთვის მას დააკისრებენ. მაშასადამე, როგორც კი კრიპტო ვალუტა ძლიერთა ამა ქვეყნისას შეუშლის ხელს, მისი წარმატებაც ისევე მალე დასრულდება, როგორც დაიწყო. შედეგად კი ისევ ჩვეულებრივი ადამიანები დაზარალდებიან”, – განაცხადა იურისტმა.

მაგრამ იმავე ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ფულის დაზოგვის მიზნით მათ მიერ გამოყენებული ტრადიციული ფული, ისეთივე საფინანსო პირამიდაა, როგორც კრიპტოვალუტის და შესაძლებელია, წამყვანმა სახელმწიფოებმა, აშშ-ს ხელმძღვანელობით, რომლის ვალებიც ელვის სისწრაფით იზრდება, საბოლოოდ ორივე სისტემა ერთდროულად გაანადგურონ. ასე რომ, ნებისმიერ ფინანსურ პირამიდაზე მეტად საიმედო რეალურ ეკონომიკაში ინვესტირებაა.

მამედ მამეზადე