დემოკრატიის განვითარების და დასავლური ცივილიზაციური ფასეულობებისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი “გამარჯვება” მოიპოვა. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების სასჯელის დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად, თუ ადრე მარიხუანას მომხმარებელი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, ახლა მას მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.
საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში ამ მიმართულებით მთავარ დამრტყმელ ძალად, ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” გვევლინება.
ამ პოლიტიკური ძალის უკან დგანან, ავადსახსენებელი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა და რომლებმაც “ნაციონალების” რიგები დაახლოებით ორი წლის წინათ დატოვეს. სწორედ ამ პარტიის წარმომადგენელი გივი შანიძე გახდა ფორმალური მოსარჩელე, რომლის უფლებაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა.
“ეს გადაწყვეტილება – ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ყველაზე მაღალი სტანდარტია, რადგან ხელისუფლებას პატერნალიზმს უკრძალავს, ანუ კრძალავს იმ ადამიანების დასჯას და მათზე ზრუნვას, რომლებიც ამას არ ითხოვენ. ეს ის ვითარებაა, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა”, – განაცხადა ერთ-ერთ სპეციალურ ბრიფინგზე “გირჩის” წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ.
გარდა ამისა, აქტივისტმა ასევე მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და მიულოცა პოლიციელებს ის, რომ მათ აღარ მოუწევთ მარიხუანას მომხმარებლების დაკავება. თუმცა, იმისათვის, რომ “დეკრიმინალისტები” უპასუხისმგებლობაში არავინ დაადანაშაულოს, ხვიჩიამ განაცხადა:
“მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ნარკოტიკები არასრულწლოვანი ადამიანების ხელში არ მოხვდეს, რათა ამ წამოწყების მოწინააღმდეგეებს საბაბი არ მივცეთ”.
ამ ფრაზის შემდეგ ყველა პატიოსან ადამიანს თვალზე ცრემლი მოადგება. რა მზრუნველობაა არასრულწლოვანი ადამიანების მიმართ. ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ, ერთადერთი შეკითხვა მოგდის თავში: ნეტავ, რამდენი მარიხუანა, რომელსაც კავკასიაში “პლანს” უწოდებენ, მოწია ადამიანმა, რომელმაც ეს აზრი ჩამოაყალიბა? საერთოდ, რას ნიშნავს – მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ნარკოტიკი ბავშვებს არ ჩაუვარდეთ ხელშიო. მაგრამ ყველაზე ყურადსაღები წინადადების ბოლო ნაწილია, სადაც ჩანს ის, რომ მთავარი ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი არ არის, არამედ ის, რომ სუსტი ფორმის ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეებს მნიშვნელოვანი არგუმენტი არ მიეცეთ.
საინტერესოა, როგორ აპირებენ “პატერნალიზმის გამარჯვებულები” არასრულწლოვანი ადამიანების ნარკოტიკებთან კონტაქტის დაცვას? საზოგადოებაში ნარკოტიკების გასავრცელებლად, რომელი პირობაა უფრო ხელსაყრელი: როდესაც ამ საქმისთვის სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული, თუ უბრალოდ დატუქსავენ?
პასუხი ერთმნიშვნლოვანია. სიტყვათა შეთანხმებებში “სუსტი ნარკოტიკი” და “მძიმე ნარკოტიკი” მთავარი სიტყვა “ნარკოტიკია”. როგორც კარლ მარქსმა თქვა: “არ შეიძლება ცოტათი ორსულად იყო”. ჩვენს შემთხვევაში კი, ან ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ვიბრძვით, ან მის ლეგალიზაციას ვახდენთ.
შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ადამიანი სუსტი ნარკოტიკის მოხმარებიდან მძიმე ნარკოტიკზე არ გადავა. ეს შესანიშნავად იციან ნარკოტიკების გამავრცელებლებმაც. ცხადია, ეს აბსოლუტურად ყველა ადამიანზე არ ვრცელდება, მაგრამ ცხადია, რომ სწორედ მათ სივრცეში ამის ალბათობა ათჯერ უფრო მაღალია.
გარდა ამისა, ვინმე უფიქრდება იმას, თუ როგორ იმოქმედებს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მის წარმოებაზე? ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება, რომ მისი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება? ყველამ კარგად იცის, რომ ნარკობიზნესს ღარიბი ქვეყნებისთვის სერიოზული მოგება მოაქვს. ჩვენ რას უნდა ველოდოთ? ვაზის, ჩაის და ყვავილების მარიხუანის პლანტაციებით შეცვლას?
პარტია “გირჩმა”, ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში, თავის ოფისში მარიხუანა დათესა. საინტერესოა, ხელისუფლება ვის შეუშლის ხელს მიწის ნებისმიერ ხელსაყრელ მონაკვეთზე მარიხუანას მოყვანაში?
ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ – ნარკოლობი თავის საქმე აკეთებს, მაგრამ რას ფიქრობს საკონსტიტუციო სასამართლო? მან განაცხადა, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი დასვენების ფორმის არჩევის უფლება აქვს. ამ კონტექსტში მარიხუანას მოხმარება “არის სფერო, რომლესაც პირადი ავტონომია იცავს”. მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კი უმაღლესმა სასამართლომ შეზღუდვა დააწესა – 5 გრამი ხმელი და 10 გრამი ნედლი მარიხუანა დასაშვები ნორმაა. ჯანმრთელობაზე ამგვარი ზრუნვის დანახვაზე ადამიანს თვალზე ისევ ცრემლი მოადგება და წარმოიდგენს, როგორ დგანან მარიხუანას მომხმარებლები ფარმაცევტულ სასწორებთან და როგორ წონიან ხელთ არსებულ ბალახს, რათა კანონით დადგენილ ნორმას არ გადააჭარბონ.
შემდეგი საკითხი, რომელიც თავს იჩენს, არის ის, თუ რა აზრი აქვს თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდას, რომელიც მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს? გარდა ამისა, საინტერესოა, იცის თუ არა საქართველოს საზოგადოებამ მარიხუანას მოხმარების წმინდა სამედიცინო ასპექტი, ან ის, რომ მარიხუანას ერთი ღერის მოწევა ზედიზედ ხუთი ღერი სიგარეტის მოწევის ტოლფასია. ამ ნარკოტიკის კვამლი ადამიანის ორგანიზმში უფრო ღრმად აღწევს და ბევრად უფრო დიდხანს რჩება.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება 40%-ით ზრდის ფსიქოლოგიური დაავადებების რისკს. თუმცა ეს ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ თვისუფლების გზას ვადგავართ.
“სისიხლის სამართლის სასჯელის გამოყენება იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, სახელმწიფოებრივი პატერნალიზმის გამოვლინების ერთგვარი ფორმაა, რომელიც არ ეთანხმება თავისუფალ საზოგადოებას”, – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ: ჩვენ იმდენად თავისუფლები ვართ, რომ თავად შეგვიძლია თვითმკვლელობის ფორმის არჩევა. საინტერესოა, რატომ გაასამართლეს ცნობილი ექიმი გევორქიანი, რომელიც ავადმყოფობის გამო საშინლად დატანჯული, უიმედო პაციენტებისთვის, ევთანაზიის უფლებას ითხოვდა? როგორც ამბობენ: “დემოკრატიას დასაწყისი აქვს, მაგრამ დასასრული – არა”.
მაგალითად, კალიფორნიაში უკვე არსებობს შეთავაზება, რომ ჰალუციოგენურ სოკოზე აკრძალვა გაუქმდეს. მართალია – თუ თავისუფლებაა, თავისუფლება იყოს!
ამ მიმართულებით დაუსრულებლად შეიძლება მოძრაობა. სუსტი ნარკოტიკის შემდეგ მძიმე მოდის. რა მოვუხერხოთ პედოფილების და უბედური ჰანიბალების უფლებებს? არ მოსწონთ საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი და რა ქნან? ბოლოს და ბოლოს ადამიანიც ხომ ისეთივე ძუძუმწოვარია, როგორც სხვა დანარჩენი არსება. რატომ შეუძლია ლომს ადამიანი შეჭამოს და ადამიანს – არა? ეს ხომ პირდაპირი დისკრიმინაციაა. გავიხსენოთ ბიბლიაში ჩაწერილი სოდომის და გომორის ისტორია. მთელი ქალაქები დაუფარავი ჰომოფობიის ნიადაგზე განადგურდა. იქნებ ამის გამო ბიბლიის ექსტრემისტული ხასიათის შემცველი მასალის მქონე წიგნად გამოცხადების საბაბი არსებობს?
ამგვარად, დემოკრატიის განვითარება რთული საკითხია და ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. როგორ არ გავიხსენოთ ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის და 90-იან წლებში სამხედრო მოღვაწის სიტყვები: “დემოკრატია ლობიობა ხომ არ გგონიათ”.
ირაკლი ჩხეიძე (თბილისი) სპეციალურად Dalma News-ისთვის