სამხრეთ კავკასია კვლავაც არასტაბილურ ზონად რჩება, რადგან ამ რეგიონის სამი ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტშია ჩართული. საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან აქვს კონფლიქტი, მთიანი ყარაბაღი კი, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვერ გაიყვეს.

ამ კონფლიქტებს გაყინულს ეძახიან, მაგრამ, როგორც ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, ისინი ადვილად შეიძლება გალღვეს და ამის შედეგების ამოცნობას ექსპერტები ვერ ბედავენ. შარშან აპრილში, მთელი მსოფლიო შეძრა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთშეხების ხაზზე დაძაბულობის ესკალაციამ. მაშინ კონფლიქტის შესაჩერებლად საჭირო გახდა მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოების ჩარევა.

თავად მხარეები ოთხდღიანი დაპირისპირების შედეგებს განსხვავებულად აფასებენ. აზერბაიჯანი თავის უდავო წარმატებაზე საუბრობს, ხოლო სომხეთი აცხადებს, რომ სწორედ აზერბაიჯანი გახდა იძულებული მოსკოვისთვის შეტაკების შეწყვეტაში დახმარება ეთხოვა. ნახშირწყალბადების ფლობა აზერბაიჯანს თავისი სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას აძლევს. მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გასამყარებლად.

 

ის, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს ერთგვარი სამმხრივი ალიანსი შედარებით უფრო მკაფიო ხდება, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი, საქართველოს დედაქალაქში ჩავიდა და არა მხოლოდ თავის კოლეგა ლევან იზორიას, არამედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის დელეგაციამ სადღესასწაულო ვითარებაში მიაგო პატივი, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და თბილისში გმირთა მოედანზე ყვავილების გვირგვინი მიიტანა. ეს, არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა იყო, არამედ იმის შეხსენება, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან, მსგავს პრობლემებს უმკლავდებიან და თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ერთმანეთის მსგავსი ამოცანები აქვთ გადასაჭრელი.

236059626

საქართველოში, ქალაქ ბათუმში, სამმხრივი მინისტერიალი ჩატარდა, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ. უკვე ხუთი წელია, ეს ქვეყნები შედარებით უფრო მჭიდროდ ახდენენ სამხედრო სფეროში თავიანთი ძალისხმევის კოორდინირებას. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ ეუთოს ჯგუფის მინსკის ეგიდით წარმოებული უშედეგო სამშვიდობო მოლაპარაკებებით იმედგაცრუებულნი არიან და ეყრდნობიან იმ ალბათობას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მხოლოდ ძალისმიერი მეთოდით არის შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით, თურქეთთან მჭიდრო მოკავშირული ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, საქართველო კი, მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად იქცევა. სამხრეთ კავკასია მალე ისეთი რთული მოედანი გახდება, სადაც ერთმანეთს დიამეტრალურად განსხვავებული ფაქტორები ჰკვეთენ.

 

სომხეთის ოფიციალური მოკავშირე – რუსეთი, მის მოწინააღმდეგეს თანამედროვე შეიარაღებით ამარაგებს და თავის მოკავშირეს სამხედრო პარიტეტის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. აზერბაიჯანის ყველაზე ძლიერი მოკავშირე – თურქეთის მოქმედებები თვალსაჩინოა. ის სომხეთთან საზღვარს ბლოკავს და აზერბაიჯანის სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს არსებობის პირველივე დღეებში მისი შეიარაღებული ძალების ფორმირებაში თურქეთმა სერიოზული წვლილი შეიტანა, ამიტომ თურქეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები არავის უკვირს.

ყურადღების მიღმა არც ირანის ფაქტორი უნდა დარჩეს. ირანს სამხრეთ კავკასიის მიმართ ათსწლეულებია საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. გარდა ამისა, იგი ოსმანური თურქეთის შეურიგებელი მოწინააღმდეგეა. დღეს კი, რეგიონის ეს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც აბუჩად იგდებდა დასავლეთის მრავალწლიან ბლოკადას, საერთაშორისო არენაზე საკუთარ ინტერესებს არა მხოლოდ აქტიურად, არამედ სავსებით წარმატებითაც იცავს.

 

ბევრ ექსპერტს საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ალიანსი პარადოქსულად ეჩვენება. თუმცა, არანაკლებ პარადოქსულია სომხეთის და ირანის ურთიერთობა. საინტერესოა, რა სარგებელი უნდა მოიტანოს აზერბაიჯანის ძალისმიერმა ვარიანტმა, ან რით იქნება გამოწვული ბაქოს ასეთი ნაბიჯი? რუსეთს შეუძლია იარაღით იმდენი ივაჭროს, რამდენიც უნდა, მაგრამ აშკარაა, რომ თუ იგი თავის მოკავშირე – სომხეთს არ დაეხმარება, ეს მის საერთაშორისო რეიტინგზე უარყოფითად აისახება. შემდეგ კი, მისი იმედი მსოფლიოში აღარავის ექნება.

საბჭოთა კავშირის დაშლამ რუსეთი ამიერკავკასიიდან თითქმის მთლიანად განდევნა, მაგრამ დღეს, იგი გიუმრიში სამხედრო ბაზას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას ინარჩუნებს. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ რეგიონიდან რუსეთის საბოლოო წასვლა, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას მკვეთრად, თითქმის კატასტროფულ დონემდე შეცვლის. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსეთი მოვლენების ამგვარ განვითარებას არ დაუშვებს.

 

a_4197

მეორე, საკმაოდ არატრივიალური საკითხი იმაში მდგომარეობს, რამდენად მომგებიანი მოკავშირეა თურქეთი აზერბაიჯანისთვის? თურქეთის ხელმძღვანელმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელმაც ქვეყანაში დიქტატორულ უფლებამოსილებას მიაღწია, მსოფლიო არაერთხელ გააოცა თავისი არაპროგნოზირებადობით. მან საბოლოოდ გაიფუჭა ურთიერთობები ევროკავშირთან და პრაქტიკულად აიძულა ევროპელები თურქეთისთვის კარი დაეხურათ. ის ისლამისტების დახმარებით სირიაში შეიჭრა და სისხლიან კონფლიქტში აქტიური მონაწილეობა მიიღო. მკვეთრად დაუპირისპირდა აშშ-ს, რუსეთს და ისრაელს, შემდეგ კი თავისი კურსი 180 გრადუსით შეცვალა.

ბათუმის შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლაზეც ისაუბრეს. თურქეთის სამხედრო მინისტრ ფიქრი იშიკის მხრიდან, ამ თემაზე საუბარი კომიკური იქნებოდა, რომ არა ქვეყნის ტერიტორიაზე ათი ათასობით ქურის დახოცვის ტრაგედია. იქ ხომ ტერორისტებს შორის ქალები, მოხუცები და ბავშვებიც არიან.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ უჩნდება განცდა, რომ ასეთ მეგობარს და მოკავშირეს სარგებელზე მეტად ზიანის მოტანა შეუძლია, მით უფრო, რომ თურქეთის ნებისმიერი ჩარევის შემთხვევაში ირანის ჩარევა გარდაუვალი იქნება, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან ბევრად უფრო ახლოს არის.

იქნებ, დროული იყოს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისთვის ჯანი როდარის ზღაპრიდან პრინც ლემონის სიტყვების შეხსენება: “ღმერთო, ასეთი მეგობრებისგან დამიცავი, მტრებს კი, როგორმე თავად გავუმკლავდები”.

ზეინალ ბაირამოვი (ბაქო), სპეციალურად EADaily-სთვის