აზერბაიჯანი თითქმის ყოველთვის ახერხებს წინა ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული თავისი შედეგების გაუმჯობესებას. ამგვარად, სიდნეის ზაფხულის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანმა 3 მედალი მოიპოვა, ათენის თამაშებზე – 5, პეკინში – 7, ლონდონში -10, ხოლო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე – 18 მედალი.

თუმცა, მთავარი მედლების რაოდენობა კი არ არის, არამედ მათი ხარისხი. ლონდონის ოლიმპიადიდან აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა ორი მედალი ჩაიტანეს სამშობლოში, ხოლო ბოლო ოლიმპიური შეჯიბრიდან 56 სპორტსმენისგან შემდგარი ეროვნული ნაკრები, მხოლოდ ერთი ოქროს მედლით დაბრუნდა.

იმავდროულად, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია პრესტიჟულ შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნების სახელით მიღწეული წარმატებების შესახებ. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სპორტის განვითარებაზე და სახელმწიფოს მხრიდან დიდ მხარდაჭერაზე, აზერბაიჯანელი სპორტსმენები სხვა ქვეყნებში სულ უფრო ხშირად მიემგზავრებიან სამუდამოდ.

Dalma News-ი წარმოგიდგენთ იმ სპორტსმენებს, რომლებმაც პოპულარობა სამწუხაროდ აზერბაიჯანული ნაკრების შემადგენლობაში არ მოიპოვეს. მათგან ბევრი ოლიმპიური თამაშების ისტორიაშიც ჩაიწერა.

ილგარ იაშარ ოღლი მამედოვი – მოფარიკავე. დაიბადა ბაქოში. რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფარიკაობაში, მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა რიოს ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებებში (1988,1996), სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1989 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებებში, 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1995, 1996, 199 და 2000 წლების ევროპის თასის მფლობელი. სსრკ-ს და რუსეთის მრავალგზის პრიზიორი და ჩემპიონი. სსრკ-ს და რუსეთის თასების მფლობელი.

Ильгар Мамедов
ილგარ მამედოვი

ილგარის მამა – იაშარ მამედოვი, აზერბაიჯანის ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო მეუღლე, წარმოშობით რუსი – ელენა ჟემაევა, აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს.

ილგარ მამედოვი აზერბაიჯანის შესახებ: “1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე სსრკ-ს ნაკრებში აზერბაიჯანის სახელით ვასპარეზობდი. გუნდის გარდა არავინ იცოდა, რომ მე აზერბაიჯანიდან ვიყავი. სწორედ მაშინ გავხდი პირველად ოლიმპიური ჩემპიონი. შემდგომ ოლიმპიადაზე ბარსელონაში დსთ-ს ნაკრების შემადგენლობაში გავემგზავრე”.

ნიჯატ რაგიმოვი – აზერბაიჯანული წარმოშობის ყაზახი ძალოსანი, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე ყაზახეთს 77 კგ.-იან კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

Ниджат Рагимов
ნიჯატ რაგიმოვი

რაგიმოვი აზერბაიჯანის შესახებ: “აზერბაიჯანში მხოლოდ მას შემდეგ გამიხსენეს, რაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოვიპოვე. ყველაფერი ძალზედ მარტივია – იმ მომენტისთვის აზერბაიჯანში საკუთარი თავის, როგორც სპორტსმენის რეალიზება არ შემეძლო. ძალოსნობა – ეს ის არის, რითაც ვარსებობ, მაგრამ როდესაც მიმახვედრეს, რომ სამშობლოში საჭირო არ ვიყავი, წასვლა გადავწყვიტე”.

ძალოსანი რამილ გულიევი – 1990 წლის 29 მაისს, ბაქოში დაიბადა. საერთაშორისო არენაზე, ამჟამინდელ რიოს ოლიმპიადაზე თურქეთს წარმოადგენს. იგი 60, 100 და 200 მეტრის დისტანციაში აზერბაიჯანის რეკორდსმენია. ასევე, 2009 წელს ბარსელონის მსოფლიო უნივერსიადაზე იუნიორებს შორის ევროპული რეკორდი 20,04 წამში დაამყარა.

Рамиль Гулиев
რამილ გულიევი

სპორტსმენის მთავარი მწვრთნელი მისი მამა – ელდარ გულიევი იყო. ამ დროისთვის მისი მწვრთნელი ოლეგ მუხინია. 2011 წლის 4 აპრილის მას თურქეთის მოქალაქეობა მიანიჭეს და მას შემდეგ, მისი შედეგები თურქეთს ეწერება. აზერბაიჯანის მძლეოსანთა ფედერაციამ გულიევის მიერ სპორტული მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატა, თუმცა ამას ხელი ვერაფრით შეუშალა.

ალექსანდრე ალიევი – მისი სახელი დსთ-ში ფეხბურთის ნებისმიერმა თაყვანისმცემელმა იცის. ალიევი უკრაინის ნაკრების, ასევე კიევის “დინამოს” მოთამაშეა.

Александр Алиев
ალექსანდრე ალიევი

ალექსანდრე ალიევის “მისაკუთრებისთვის” თავის დროზე სამი ქვეყანა იბრძოდა. აზერბაიჯანთან მიმართებაში, უკრაინის და რუსეთისგან განსხვავებით, სიტყვა “იბრძოდა” გადაჭარბებული იქნება. ბაქო ხვდებოდა, რომ წარმომავლობის და გვარის მიუხედავად, კიევის “დინამოს” და იმ წლების (2001-2002) მთელი უკრაინული ფეხბურთის იმედის გადაბირება ზღაპარი იქნებოდა. მით უფრო, რომ იმ დროისთვის ალიევის სამშობლოში ფეხბურთი არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში იყო.

ალექსანდრე სამედოვი – რუსეთის ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” მოთამაშე. აი, რას ამბობს სამედოვი აზერბაიჯანზე: “აზერბაიჯანი ჩემი კი არა, მამაჩემის სამშობლოა”.

Александр Самедов
ალექსანდრე სამედოვი

სამედოვის სწორედ ამ მოკლე ციტატამ განაპირობა ის, რომ ბაქოში, მისი ეროვნულ ფეხბურთში მიწვევა ამაოდ მიიჩნიეს.

 

 

ირანელი აზერბაიჯანელები – ცალკე თემაა. არსებობს მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ იმას, რომ სამხრეთ აზერბაიჯანში, სადაც მოსახლეობის 90% აზერბაიჯანელია, მცხოვრები ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენები აზერბაიჯანის ნაკრების სახელით ვერ გამოდიან. მაგრამ ყველა ეს მიზეზი პოლიტიკურია და ამაზე ახლა არ ვისაუბრებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები არიან და დე-იურე აზერბაიჯანის სახელით ვერ იასპარეზებენ. ასეთები ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ ახლა მხოლოდ ალი დაეის შევეხებით.

ალი დაეი – ამჟამად გუნდ “პერსეპოლისის” (ირანი) მთავარი მწვრთნელია. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის აზიელი, ვერ მოახერხებს ისეთი სუპერ კლუბის ფორმის ჩაცმას, როგორიც მიუნჰენის “ბავარიაა”.

Али Даеи
ალი დაეი

მიუნჰენის კლუბში სამხრეთ აზერბაიჯანელი ფეხბურთელი მართლაც გამორჩეული იყო. 1999 წელს ბუნდესლიგა მიუგო, ჩემპიონთა ლიგაში გადავიდა და აზიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. თავისი 109 ბურთით, რომლებიც ირანის ნაკრების სახელით გაიტანა, ალი დაეი მსოფლიო რეკორდსმენია ეროვნული ნაკრების სახელით გატანილი გოლების რაოდენობით. იგი 1996 წლის აზიის თასის (8 გოლი) და 1998 წლის აზიური თამაშების (9 გოლი) საუკეთესო ბომბარდირია. IFFHS-ის რეიტინგის მიხედვით, დაეი მეოცე საუკუნის აზიის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მეშვიდე ადგილზეა.

ბაქოდან მიღებული არაერთი მიწვევის მიუხედავად, ალი დაეი აზერბაიჯანში მუშაობას კარიერის დასრულების შემდეგაც არ დასთანხმდა.

და ბოლოს, ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ “ემენის” ნახევარმცველი ნორაირ მამედოვი, რომელიც მეუღის გვარზე – ასლანიანზე გადავიდა, რათა სომხეთის ნაკრების სახელით იასპარეზოს. ნიდერლანდებში მცხოვრები აზერბაიჯანელის და სომხის შვილმა – მამედოვმა ეს გადაწყვეტილება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მიწვევის შემდეგ მიიღო.

(გამოცემა Armfootbаll-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნორაირმა განაცხადა, რომ მისი მშობლები სომხები არიან. “მამაჩემი და დედაჩემი სომხები არიან და ბუნებრივია, მეც სუფთა სისხლის სომეხი ვარ, რითაც ძალიან ვამაყობ” – რედ.).

Норайр Мамедов-Асланян
ნორაირ მამედოვი-ასლანიანი

 

“სომხეთის ეროვნული ნაკრებისგან მიწვევა მივიღე. სომხეთის ნაკრების სახელით გამოსვლა – ჩემი ოცნება იყო”, – განაცხადა მან.

 

P.S. ეს ყველაფერი სამწუხარო არ იქნებოდა, აზერბაიჯანის სხვადასხვა ნაკრებს ნიჭიერი სპორტსმენები რომ არ სჭირდებოდეს. თუმცა, დღეისთვის ეს ნაკრებები ნიგერიელი, ან უგანდელი ფალავნებით ივსება. განა,აფრიკაში სპორტსმენების ძებნას საკუთარის დაფასება არ სჯობია?!

მოამზადა ანარ ჰუსეინოვმა