საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს აღმოსავლეთისკენ პერმანენტული და შეუკავებელი წინსვლა გრძელდება. 90-იან წლებში ევროპელი ლიდერების მიერ უხვად დარიგებული დაპირებები ბანალური აღმოჩნდა. ზოგჯერ აღმოსავლეთისკენ გაფართოება “მშრომელების თხოვნით” ხდება, ზოგჯერ თავისუფლების და დემოკრატიის იდეალების დასაცავად. უჭკუოები განსაკუთრებით მალე მას შემდეგ ვარდებიან ჭკუაში, რაც მათ თავზე ბომბები და ფრთიანი რაკეტები გადაუფრენენ და კარს მთელი მსოფლიოდან მივლინებული დაქირავებული ჰუმანისტები შეუმტვრევენ.
დასავლეთის მიმართულებით საქართველომაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და კიდევ ერთი ძაფით მიება ოკეანის გადაღმელ სამხედრო სტრუქტურებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ვაშინგტონს და თბილისს შორის პრინციპული შეთანმხება გაფორმდა საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრის გახსნის შესახებ. აღნიშნულ შეთანხმებას წინ უძღოდა სახელმწიფოს დონეზე აქტიური და მრავალმხრივი კონტაქტები.
პარალელურად ვაშინგტონში გაიმართა მოლაპარაკებები აშშ-ს ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს და საქართველს სს მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შორის. საქართველოში შიშობდნენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები ბევრად უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე წინამორბედ ბარაკ ობამას კაბინეტთან. საბედნიეროდ ეს შიში არ გამართლდა, რადგანაც შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, ამერიკული დიპლომატიის ახალმა ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ საქართველო “აშშ-ს ყველაზე ახლო მეგობარი და საიმედო პარტნიორია”.
ზემოთ აღნიშნული სამხედრო ცენტრის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პატარა ბავარიულ ქალაქ ჰოენფელსში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელდა. იზორია იქ აშშ-ს ევროპაში სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტს ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. მოლაპარაკებები გაიმართა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც ბრიტანელი გენერალი ანტონიო აუგუსტო ხელმძღვანელობს. ლევან იზორია მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილია.
“ჩვენ საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის განხორციელების ამბიციური გეგმები განვიხილეთ”, – განაცხადა მან.
სწორედ ამ პროგრამის ნაწილია საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა, რომელიც დიდწილად ჰოენფელსის ცენტრის ანალოგი იქნება, თუმცა შედარებით შეზღუდული მასშტაბით. ამ ბაზას ქართველი სამხედრომოსამსახურეები კარგად იცნობენ – ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკვე რამოდენიმე წელია ავღანეთში სამშვიდობო მისიით გასაგზავნად ემზადებიან.
საბრძოლო მომზადების მრავალეროვნულ ცენტრში სწავლების მეთოდიკა სუვოროვის ტრადიციებს ინარჩუნებს – აგებულია მთელი “ავღანური სოფელი”, სადაც სამხედროებს ავღანეთთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში წვრთნიან (გაიხსენეთ სუვოროვის წვრთნები ისმაილის ფართომასშტაბიან მაკეტზე – ავტ.). ასწავლიან ასევე ავღანეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის უნარებს.
ლევან იზორიამ მიღწეულ შეთანხმებას ისტორიული უწოდა. ამგვარად, ბრიგადის გენერალი ანტონიო აუგუსტო საქართველოში სამუშაო ვიზიტით აპირებს ჩამოსვლას, რომლის დროსაც საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის და ფუნქციონირების ყველა ტექნიკურ დეტალს განიხილავენ. ქართველი ექსპერტების აზრით, სმც ამერიკული სამხედრო ბაზის სრულფასოვან ექვივალენტს არ წარმოადგენს. ამასთანავე, ყველა აღიარებს, რომ ასეთი “არასრულფასოვანი” ბაზაც კი, რეგიონში აშშ-ს სამხედრო ყოფნის ხარისხს მნიშვნელოვანწილად ზრდის.
ამასთან დაკავშირებით, გასაგებიცაა ის ენთუზიაზმი და გულუხვი ქათინაურები, რომელიც გენერალმა ჰოჯესმა ავღანეთში აშშ-ს და ნატოს ჯარების ოპერაციებში მონაწილე ქართველი სამხედროების მიმართ არ დაიშურა.
“ისინი შესანიშნავად არიან მომზადებულები. სწრაფად აზროვნებენ და ქვედანაყოფების შემადგენლობაში შესანიშნავად მოქმედებენ. მე მათ ძალიან ვენდობი. ქართველები – ამაყი და საიმედო ხალხია. მათ უყვართ თავისუფლება და მზად არიან მისთვის იბრძოლონ. სწორედ ამიტომ არის მათი ქვეყანა ლიდერი ურთულეს რეგიონში”, – განაცხადა გენერალმა.
გენერალი ჰოჯესი მართალია – ამაყები, გულადები, თავისუფლების მოყვარულები! გენერალმა არ თქვა მხოლოდ ის, თუ ვის გამო სწირავენ ეს ახალგაზრდები საკუთარ სიცოცხლეს. ვის ინტერესებს იცავენ სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით? რას აკეთებენ ომში, რომელიც მათ საერთოდ არ ეხებათ?
რამდენიც გინდა დასვი მსგავსი კითხვა, მაგრამ გენერალი მათზე პასუხს მაინც არ გასცემს. სამაგიეროდ, საქართველოში ნატო-ს წევრი-ქვეყნების ქვედანაყოფების მონაწილეობით სამხედრო მანევრების ნახვის შემდეგ მან განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხშირი მანევრების ჩატარების მიზანია “იმის შემოწმება, თუ აუცილებლობის შემთხვევაში ამერიკული სამხედრო ბაზა და მებრძოლები საქართველოს მიწაზე რამდენად სწრაფად აღმოჩნდებიან”.
საინტერესოა, ვკითხოთ გენერალს – ვინ უნდა განსაზღვროს აუცილებლობის დრო დადგა თუ არა? სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები უცხო ქვეყნის მიწაზე სოკოების მოსაკრებად და ყვავილების მოსარწყავად არ მიდიან. მათი საქმე – ბრძოლაა! ისიც გასაგებია, რომ ბრძოლა აიდახოს და ფლორიდას ნაცვლად უცხო ტერიტორიაზე სჯობს. საქართველოს რა როლი ეკისრება? უნდა იყოს ბრძოლის ველი? სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში საკმარისზე მეტად არის ასეთი ტრაგედია. სხვადასხვა საუკუნეში ზეიმპერიებს არაერთხელ გაურკვევიათ ურთიერთობა სწორედ საქართველოს მიწაზე, რომელიც გაპარტახდა და დაღვრილი სისხლით გაიჟღინთა.
რამდენად მშვიდად უყურებს რუსეთი თავის საზღვრებთნ მზარდ სამხედრო აქტიურობას? ყველამ კარგად იცის, რა მოჰყვა შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი სოც.ბანაკის ქვეყნებში სამხედრო ძალების გაძლიერებას. რუსეთი საპასუხო ზომების შესახებ აფრთხილებდა. კალინინგრადის ოლქი და “ისკანდერები”. ძალიან გაიზარდა ახალგაზრდა ნატოელების უსაფრთხოება, რომლებიც იმ იარაღის სამიზნეში მოხვდნენ, რომლისგანაც დაცვა არ არსებობს? უღირს საქართველოს იგივე გზის გავლა?
მსოფლიოში უბოროტესი ძალები არსებობენ, რომლებიც მას ქვესკნელისკენ უბიძგებენ. ჯერ მარტო რად ღირდა ჯონ მაკეინის ხელმძღვანელობით ამერიკელი სენატორების საახალწლო ვიზიტი. დონბასის ცეცხლის ხაზიდან იგი სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მიემგზავრება. რატომ? რა მიზნით? საერთოდ რა უნდოდა იქ? მხოლოდ ერთი რამ – ომის ცეცხლზე ნავთის დასხმა. ამ ადამიანის მოქმედებები თავად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაფასა და თავის გულმოდგინე კრიტიკოსს საკუთარი პირდაპირი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდა და ურჩია, იმის ნაცვლად რომ ნებისმიერ ფასად მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას მოახმაროს საკუთარი ენერგია, სცადოს მაინც ამერიკელი ხალხისთვის რაიმე სარგებლის მოტანა. საკუთარი აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების და საქმის არსის ნათლად დანახვის უნარი დონალდ ტრამპს მართლაც რომ ვერ დაეწუნება.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ 2015 წლიდან საქართველოს და ნატო-ს ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრი საქართველოში უკვე მოქმედებს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თანდასწრებით სადღესასწაულო გარემოში გაიხსნა. თუმცა, დღეს ნატო ოდნავ შეშინებული უყურებს დონალდ ტრამპს, რომელიც ალიანსს მოძველებულად მოიხსენიებდა, ევროპელ მოკავშირეებს ადანაშაულებდა იმაში, რომ მათ არ სურთ თავიანთი სამხედრო ხარჯების მშპ-ის 2%-ის დონეზე შენარჩუნება. სტოლტენბერგი ახალ პრეზიდენტს ურეკავს და არწმუნებს, რომ ევროპელების ხარჯები გაიზრდება. ტრამპი კი იმუქრება, რომ აშშ ყველას ნაცვლად ვერ გადაიხდის. ეს ამერიკელი პრეზიდენტი თავისი წინამორბედებისგან ხომ ძალიან განსხვავდება. ამერიკელი ამომრჩეველი უკვე მიეჩვია იმას, რომ წინასაარჩევნო დაპირებები, მხოლოდ იმიტომ ისმის, რომ შემდეგ ის არ შეასრულონ. ტრამპმა კი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან დაიწყო დაპირებების შესრულება. ასე რომ, ნატოს წევრობისთვის, შესაძლოა, სერიოზული ფულის გადახდა გახდეს საჭირო. ბევრ ქვეყანას კი ასეთი ფული საერთოდ არ აქვს. აი, რაზე უნდა დაფიქრდეს ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ხალხი ხაფანგისკენ ასე მხიარულად მიჰყავს.
ირაკლი ჩხეიძე (თბილისი)