პოლიტიკურ ექსპერტებს შორის, მხოლოდ ზარმაცს თუ არ დაუწერია იმის შესახებ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანობა ისპობა, მის მიმდევრებს კი ფიზიკურად ანადგურებენ. ფაქტი აშკარაა, პროგნოზები – არადამაიმედებელი. მაშინაც კი, თუ უგულებელვყოფთ განზრახ არაკომპეტენტურობას და ჩვეულებრივ საშინელ ისტორიებს საერთო სურათი მაინც სამწუხაროა.

ახლო აღმოსავლეთში, ადგილობრივი საზომით, შედარებითი 15 წლიანი სიმშვიდის შემდეგ, მონასტერი ისევ აირია. მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოები მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში არიან, ზოგიერთები კი პირდაპირ მართავენ მოვლენებს და ცხადია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრი პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ თავად რეჟისორები და სცენარისტებიც ვეღარ აკონტროლებენ.

ამ შემთხვევაში, ალბათ, საჭირო არ არის ქრისტიანობის ისტორიასა და ახლო აღმოსავლეთში მის როლზე საუბარი, ასევე არ არის საჭირო “ალ-ქაიდას”, “ჯებჰატ ან-ნუსრის”, “ერაყის და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს” და სხვა, ათობით თუ არა, ასობით პატარა ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის მიზეზების გაანალიზება.

აშკარაა, რომ ტერორისტების დიდი ორგანიზაციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ, რამდენიმე, კერძოდ რეგიონალურმა ლიდერმა ქვეყნებმა შექმნეს. ანგლოსაქსონური პოლიტიკური მორალის, უფრო სწორედ – მისი არ არსებობის გათვალისწინებით, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აშშ-მ შეგნებულად შექმნა და შეაიარაღა მთელი რიგი დაჯგუფებებისა. მაგრამ საკუთარ შეცდომებზე ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, რადგანაც გარკვეული ძალისა და შეიარაღების მქონე ეს დაჯგუფებები, თავის სიუზერენს აღარ ემორჩილებიან და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ.

ამის შემდეგ კი, ამერიკელები არც თუ ადეკვატურად მოქმედებენ: ხან უარს ამბობენ ერაყის და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს დაბომბვაზე, ხან გაურკვეველ წერტილებს ბომბავენ, ხანაც სირიის სამთავრობო არმიას ესხმიან თავს. შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ბოდიშებს იხდიან. თუმცა, არც ის უნდა გვეგონოს, რომ ამერიკელების მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აპირებს მარცხენა.

ისლამური სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაციების შექმნა, მხოლოდ ერთი პარტიზანით შეუძლებელია. ამისთვის სერიოზული თანხა იხარჯება და თავის საქმის კარგად მცოდნე სპეციალისტები მუშაობენ. ჭავლი საკვები, გაუნათლებელი და უმუშევარი ხალხისთვისაა, რომელთა მართვაც ადვილია. ჭკვიან, განათლებულ სპეციალისტებს კი, არც ისე პატარა ჰონორარი სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დატოვებენ კარგად ანაზღაურებად სამუშაოს ლონდონში და არ იმუშავებენ ისლამისტი ფუნდამენტალისტებისთვის.

სხვათა შორის, ჭეშმარიტ ისლამთან, ისევე, როგორც ნებისმიერ რელიგიასთან ამ ფუნდამენტალისტებს საერთო არაფერი აქვთ. ისინი არიან შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც პლანეტაზე ბატონობისკენ ისწრაფვიან, ამის შესაძლებლობას კი ენერგორესურსების დიდ ნაწილზე არსებული კონტროლი იძლევა.

ისლამური სახელმწიფოს და მისი მსგავსი ორგანიზაციებისთვის მთავარი დაბრკოლება ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანობა არის. შესაძლებელია მუსულმანს „ჭეშმარიტი ისლამისადმი“ ერთგულების ფიცი დაადებინონ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში – გაანადგურონ. ქრისტიანს კი ყველგან და ერთბაშად ვერ გაანადგურებენ, ამას ვერც სხვების დასაშინებლად გააკეთებენ.

გამოდის, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ისლამური სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგების მიუხედავად, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით ათასი ქრისტიანი რჩება. უფლებათა დამცველები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს რელიგია ახლო აღმოსავლეთში გაქრობის გზას ადგას. მორწმუნეები მასობრივად ტოვებენ რეგიონს, ხოლო ისლამური ჯგუფები წმენდას ახორციელებენ.

2015 წელს, სულ მცირე 7 ათას ადამიანს მოჰკვეთეს თავი, დაწვეს და დახვრიტეს. ასეთი მასშტაბური ხოცვა მსოფლიოს, “ქრისტიანების დევნად” წოდებული პერიოდიდან არ ახსოვს. გასაკვირი სწორედ ის არის, რომ ორი ათასი წლის შემდეგ, წმინდა მიწაზე კვლავ მეორდება ისტორია.

იმის გამო, რომ ისლამური ჯგუფები ეთნიკურ წმენდას აწყობენ, ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში ქრისტიანობა განადგურების პირას არის. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ასეთ პირობებში ქრისტიანობა შესაძლოა ხუთ წელიწადში გაქრეს. რაც შეეხება ლიბანს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ქრისტიანული საზოგადოებაა, ყოველწლიურად მაინც სუსტდება.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მუსულმანი ექსტრემისტებისთვის ქრისტიანები შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. პირადი ქონება, საეკლესიო ნივთები, რაც კი რამე ფასეულია, ართმევენ და ყიდიან. მარტო შარშან, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ტერორისტებმა 2 500 ეკლესია გაძარცვეს და გაანადგურეს. თუმცა, უკეთესად არც ადამიანებს ექცევიან. ისლამურმა სახელმწიფომ ბევრი ტყვედ, ან მონად წაიყვანა. ექსპერტები აცხადებენ, რომ იქ დემონსტრაციულ მკვლელობებს თავისი, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

“ადამიანებით ვაჭრობა ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ ისინი ხშირად მიმართავენ საჩვენებელ აქციებს, რათა ქრისტიანების, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლების ტყვედ აყვანა წაახალისონ. ეს ბიზნესის ერთგვარ სახეობად იქცევა”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა, ვიკტორ ნადეინ-რაევსკიმ.

ის, რაც ალეპოში ხდებოდა და კვლავაც ხდება – საშინელებაა. დანგრეულია ქალაქის თითქმის ყველა ქრისტიანული ტაძარი (20-ზე მეტი), ბრძოლების ახალ-ახალი ძალით განახლების გამო დაღუპული და დევნილი ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სამოქალაქო ომის დაწყებამდე ალეპო ცნობილი იყო არა მხოლოდ თავისი არქიტექტურული და კულტურული ღირშესანიშნაობებით, არამედ – სირიელი ერის ქრისტიანული ზღვარით.

109502ce447b1fe93edacf92f30ce4f9
სომხური სამოციქულო ეკლესია ორმოცი მოწამე

სირიის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე ალეპოში სომხურმა სათვისტომომ სერიოზული ზარალი განიცადა, რადგანაც სირიულ არმიას და ოპოზიციას შორის გაჩაღებული ბრძოლების ცენტრში იმყოფებოდა. ვითარება კიდევ უფრო გართულდა ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკების შემდეგ. ალეპოში მოქმედი დაჯგუფებების, რომლებსაც შეიარაღებას თურქეთი აწვდის და საზღვარზე სწორედ ამ ქვეყნიდან გადადიან, ძირითად სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენს. ისინი თავს ესხმოდნენ ქალაქ კესაბის სომხურენოვან მოსახლეობას, ახლა კი ალეპოს და ძირითადად, ქრისტიანულ დასახლებებს, განსაკუთრებით ნორ გიუხში უტევენ. სომხური ეკლესიები, სკოლები, დაწესებულებები, სახლები და მაღაზიები მთლიანად, ან ნაწილობრივ დანგრეულია. ალეპოელი სომხები კი გარბიან ლატაკიაში, სადაც ძალიან ბევრი დევნილი სომეხია.

რით ემუქრება ისლამური საფრთხე სამხრეთ კავკასიას?

ყოფით დონეზე იგი აღიქმება, როგორც ცალკეული, რეგიონთან ნაკლები ურთიერთობის მქონე. სერიოზული პოლიტიკის დონეზე კი, ის აბსოლუტურად რეალურია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ რუსული სამხედრო ბაზების ფაქტორს სომხეთში. ამის ნათელი დადასტურებაა სირიის მოვლენებზე რუსეთის მყისიერი და არაორაზროვანი რეაქცია.

ისლამის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მხრიდან უშუალო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სამხედრო ბაზაც კი ვერ იქნება სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტი. საქართველო ნატოს გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბლოკში მთავარი აშშ-ა, რომელიც გამალებით ეძებს ბერკეტებს გავლენა იქონიოს ზედმეტად დამოუკიდებელ ისლამისტურ ტერორისტულ ფაქტორზე, ვითარება შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. მით უფრო, რომ ამერიკას დიდი გავლენა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანზე, ხოლო პრორუსულ სომხეთში ერთ-ერთი დიდი საელჩო აქვს, სადაც სავარაუდოდ, სახამებელში ამოვლებული დიპლომატები მუშაობენ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ტრადიციულად მხარს უჭერს ისლამისტურ დაჯგუფებებს, ხოლო პენტაგონი – საერო ხასიათის დაჯგუფებებს და არაერთხელ დაფიქსირდა ერთი დაჯგუფებიდან მეორეში მებრძოლების გადაადგილება. საქართველო და სომხეთი, როგორც ქრისტიანული ქვეყნები, ისლამური სახელმწიფოს მხრიდან განადგურების საფრთხის ქვეშ ხვდებიან.

აზერბაიჯანი საერო სახელმწიფოა და იქ ფუნდამენტალიზმი ცოტაა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის მართვის საკმაოდ ავტორიტარულ რეჟიმს. მაგრამ აზერბაიჯანი თურქეთის გავლენას განიცდის, ხოლო ამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მესვეურების ტერორისტებთან ურთიერთობების, ერდოღანის არაპროგნოზირებადობის და არც ისე სტაბილური შიდა მდგომარეობის გამო, ყველაფერი მოსალოდნელია. ერაყის და ლევანტის ისლამისტურ სახელმწიფოს, აზერბაიჯანში განსაზღვრული სოციალური ბაზა აქვს. ისლამისტურ სახელმწიფოს რიგებში წევრების შერჩევა საქველმოქმედო ფონდების დახმარებით მოხერხდა. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად ხდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ქვეყანაში ზომიერ ისლამისტურ პარტიებსაც კი ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების ისლამისტურ სახელმწიფოსთან ურთიერთობას, სულაც არ არის “კრემლის პროპაგანდა”. გერმანიის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ თურქეთის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთის ტერორისტებთან შეგნებულად თანამშრომლობს. სწორედ ამაზეა საუბარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წერილობით პასუხში მემარცხენე პარტიების საპარლამენტო შეკითხვაზე. ეს პასუხი ტელეარხ ARD-ის ხელში აღმოჩნდა. მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა – ბერლინში აღიარეს, რომ წლების განმავლობაში ტერორისტებს უჭერდნენ მხარს, თუმცა, ინფორმაცია მოსკოვსა და ანკარას შორის დაახლოების პროცესის დაწყების შემდეგ გამოაქვეყნეს. გერმანიის კანცლერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, თურქეთის კრიტიკისგან შეგნებულად შეიკავეს თავი.

სამხრეთ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ახლოს მიმდინარე მოვლენები, გავლენას ახდენს რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და რელიგიურ ვითარებაზე. მაგრამ ჯიჰადისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დიდი შესაძლებლობები, ამ ქვეყნების არც პოლიტიკურ ელიტას და არც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ.

საქმე იმაშია, რომ ისლამისტებმა დივერსიულ – იდეოლოგიური ომის წარმოების, თანაც ისე, რომ რეგიონში არ იყვნენ, ყველა უახლესი მეთოდი აითვისეს. ამ თვალსაზრისით ჯიჰადისტების დივერსიული საქმიანობის თავიდან აცილების სამუშაოები არ შეიძლება ეფექტიანი იყოს.

შეიქმნა ტერორიზმის სოციალური ბაზის გაფართოების განსაზღვრული სქემა. იდეოლოგები, მთელი რიგი შეიარაღებული ფორმირებების რიგებში მყოფი პროფესიონალი რეკრუტორები, როგორც წესი, სახელმწიფოში სოციალური ქსელის დახმარებით შედიან. ინტერნეტით იდეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს ნეოფიტებთან, არა რადიკალური ისლამის მიმდევარ მუსულმანებთან და სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. ჯიჰადისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიემგზავრებიან რეგიონში, თუ დარწმუნებულები არიან შედეგებში. ამ თვალსაზრისით, მეტ-ნაკებად მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს სომხეთი, სადაც მიზერული რაოდენობის მუსულმანური მოსახლეობაა.

რა თქმა უნდა, ეს უნივერსალური სქემა არ არის – ის ყოველწლიურად უმჯობესდება. ამას ადასტურებს აზერბაიჯანის გამოცდილებაც, როდესაც სირიელი ჯიჰადისტების რიგების რეკრუტინგში არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაციები ჩაერთვნენ.

საერთო ჯამში, სამხრეთ კავკასიაში, მიზანშეწონილია ექსტრემიზმის წინააღმდეგობის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რეგიონის ქვეყნებს შორის ანტაგონისტური პოზიციების არსებობის მიუხედავადაც კი. რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიტერორისტული ზომების გატარების კარგი გამოცდილება აქვს. ამ დროისთვის აღნიშნულ პრაქტიკას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ნერგავს. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა ეს გამოცდილება უმოკლეს ვადებში უნდა აითვისონ.

რუბენ გიულმისარიანი