იმისათვის, რომ სომხეთში ღვინის მსოფლიო დონის ბრენდი შეიქმნას, გიჟური შესაძლებლობეი არსებობს, – მიაჩნია სოხმეთის მეღვინეობის კავშირის ხელმძღვანელს ავაგ არუთიუნიანს. “სომხეთში 7-8 კომპანია არსებობს, რომლებიც მსოფლიო დონის ხარისხიან ღვინოს უშვებენ, თუმცა ამასთათავე მთელი რიგი საწარმო არსებობს”. სომეხი მწარმოებლის წინაშე არსებული პრობლემების, სომხური ღვინის მსოფლიოში ცნობადად ქცევის და რუსული ბაზრის განსაკუთრებულობების შესახებ ავაგ არუთიუნიანმა Dalma News-ისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
– როგორ აისახა კრიზისი მეღვინეობაზე? საუბარია, ძირითადად, კონიაკის პროდუქციის ექსპორტის მოცულობის შემცირებაზე, თუმცა სომხური რვინოც ხომ არსებობს? ამ მიმართულებით რა ტენდენციები შეინიშნება?
– აჟამად ჩვენ კრიზისისწინარე პერიოდის მინუს 50% გვაქვს. რუსული რუბლის გაუფასურებამ ჩვენს ეკონომიკაზეც იმოქმედა, რადგანაც კონიაკის ბაზრის 93% და ღვინის ბაზრის 81% სწორედ რუსეთზე მოდის.
პროდუქტის გაძირება შეუძლებელი იყო, რადგანაც ისედაც ზღვარს მივაღწიეთ. თუ ადრე კონიაკს 4 აშშ.დოლარად, ანუ 120 რუბლად ვყიდიდით, ახლა იგივე 120 რუბლად გაყიდული კონიაკი 2 აშშ.დოლარი გამოდის – ანუ თვითღირებულებაზე ნაკლები. სომეხი მწარმოებლები ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რათა ბაზარზე წლების განმავლობაში მოპოვებული ადგილი არ დაკარგონ. ამჟამად ძალზედ ცუდი, კრიტიკული ვითარებაა.
– 50%-იანი შემცირება ფულადი, თუ ფიზიკურური თვალსაზრისით იზომება
– ფულადი. ფიზიკური თვალსაზრისით ოდნავ ნაკლებია – 30-35%. ფულადი დანაკარგი 50%-ს, ან უფრო მეტს – 55%-ს შეადგენს.
– თქვენ თვით, რომ ღვინის ექსპორტის 81% რუსეთზე მოდის, მაგრამ მოსკოვში სომხურ რვინოს იშვიათად შევხვდებით, რუსმა მომხმარებელმა მის შესახებ თითქმის არაფერი იცის.
– ჩვენი ვენახის 95% კონაიკის დამზადებას ხმარდება. წელიწადში სულ 5 მილიონ ლიტრ ღვინოს ვამზადებთ, აქედან 1 500 მილიონი ლიტრი ექსპორტზე გადის. რუსულ ბაზარზე მილიონი ლირტი ღვინო იგზავნება. რუსეთისატის ეს არც ისე დიდი მოცულობაა, ამიტომ იქაურ მაღაზიებში სომხურ ღვინოს იშვიათად შეხვდებით. ეს ერთი.
მეორე – რუსული ბაზრის მენტალიტეტი. რუსი მომხმარებელი სომხურ ღვინოს საერთოდ არ ეძებს. მისთვის ცნობილია მხოლოდ სომხური კონიაკი და კარგად იცის, თუ სომხური ალკოჰოლური სასმელი უნდა შეიძინოს – ეს კონიაკია. „სომხური რვინო“ რუსი მომხმარებლისათვის უჩვეულოდ ჟღერს. თუ ღვინოს ირჩევს – ის ქართული უნდა იყოს.
თუმცა 2009 წლის კრიზისის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. იმ პერიოდში სომხებმა მეღვინეობაში ინვესტიციების ჩადება საკმაოდ ინტენსიურად დაიწყეს. ახლა უკვე გვაქვს მსოფლიო კლასის ღვინო, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ქართულს, შესაძლოა უკეთესიც კი იყოს. ჩვენთან 7-8 კომპანია მუშაობს, რომლებიც მსოფლიო დონის საკმაოდ კარგ ღვინოს აწარმოებენ.
– რა არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთში სომხური ღვინო ბრენდად იქცეს?
– რუსული ბაზარი არაობიექტურია. პირველ რიგში, ეს ინერციული საბჭოთა ბაზარია. რა არის საბჭოთა ბაზარი? – ეს არის გეგმიური ეკონომიკა. ამბობენ, რომ სტალინმა და ბერიამ მიკოიანს სომხური ღვინის დალევა აუკრძალეს. ანუ 1922 წლიდან თითქმის 1953 წლამდე მეთოდურად და მიზანმიმართულად მხოლოდ ქარტული ღვინის პოპულარიზაცია ხდებოდა. ასე ინერციულად მოვიდა ჩვენს დღეებამდეც.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული ღვინო ცუდია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მოწინავე ტექნოლოგია და ყველა კადრი საქართველოსკენ მიემართებოდა. 1945 წლის გამარჯვების შედეგად მიღებული მონაპოვარი, აღჭურვილობა, ტექნოლოგიები, სპეციალისტები, კერძო გერმანული კოლექციები სწორედ იქ მიემართებოდა.
კოლიაკთან დაკავშირებული ტქნოლოგიები სომხეთში მიემართებოდა. ეს მეფის რუსეთის პოლიტიკის ორგანული გაგრძელება იყო. მეფის რუსეთმა ბაზრის ფივერსიფიკაცია მოახდინა: ღვინო – საქართველო და ბესარაბია, კონიაკი – სომხეთი, დაღესტანი და რუსეთის სამხრეთ ნაწილი. ეს მოდელი სტალინმა ინერციულად გადაიღო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მთელი მეღვინეობა 1917 წლამდე სომხურ ფესვებზე მუშაობდა, ვენახების მფლობელები სომხები იყვნენ.
– და მაინც, სომხური რვინო როგორ უნდა წავწიოთ წინ?
– ღვინის საქმით სახელმწიფო უნდა დაკავდეს. საფრანგეთი ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა, სტალინი და ბერია – ათწლეულების მანძილზე. მწარმოებლები სფეროს წინ წაწევას მარტო ვერ შეძლებენ. ამისათვის დიდი ფულია საჭირო სა სახელმწიფომ ეს თავის თავზე უნდა აიღოს.
ამჟამად ჩვენთვის რუსული ბაზარი დომინანტი არ არის. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შესანიშნავი იქნებოდა სომხეთისთვის, მას რომ იაფი პროდიქციის შედარებით დაბალი საწარმო სეგმენტის რესურსები გააჩნდეს. ეს უზარმაზარი ბაზარია, მაგრამ იაფი პროდუქციისთვის. სომხეთს კი იაფი პროდუქცია არ გააჩნია, რადგანაც მიწა, მუშა ძალა, ენერგომომარაგება, სასუქი და ა.შ. ძალზედ ძვირი ჯდება. ანუ, ჩვენი ნიშა საერთორუსულ დონეზე მაღალია, ამიტომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ჩვენთვის ბაზარი არ არის, ხოლო ექსპორტის 81% რუსეთში – ცუდი ცხოვრების შედეგია. უარესის წარმოდგენაც კი რთულია. ჩვენს მწარმოებლებს სახსრებით არ ჰყოფნით რომ სხვა ბაზარი მოძებნონ.
ევრაზიის ეკონომიკურკ კავშირში შესვლა ჩვენი მწარმოებლებისათვის არც კარგია და არც – ცუდი, რადგანაც ექსპორტიორებისათვის არაფერი შეცვლილა. ჩვენ, ისევე როგორც ადრე, ახლაც ჩვენს პროდუქციას რუსულ ბაზარზე ვყიდით. 10-15%-იანი შეღავათები სომხეთისთვის კი არაფერს ნიშნავს. ის მნიშვნელოვანი მსხვილი ბიზნესმენებისთვის არის. 15 მილიონ ბოთლს რომ ვყიდიდეთ, მაშინ 10%-იანი შეღავათი ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი მოცულობით – ეს არაფერია.
საერთო სეგმენტში 2-3 დოლარად შეიძლება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩილეს და ახალი ზელანდიის მწარმოებლებმა ისარგებლონ. ჩვენი პროდუქცია 4-6- დოლარიდან იწყება, ამ ფასად რუსი მომხმარებელი ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ პროდუქციას ამჯობინებს. მას რისკის გაწევა არ სურს. 5 აშშ. დოლარად შესანიშნავი ფრანგული, იტალიური, ახალზელანდიური, ავსტრალიური, სამხრეთ აფრიკული, კალიფორნიული, ჩილეული და არგენტინული ღვინის შეძენა შეიძლება.
თუმცა, ღვინის მსოფლიო ბაზარზე რევოლუცია ყოველ 40-50 წელიწადში, ხოლო მაგარი ალკოჰოლური სასმელის ბაზარზე – 100-120 წელიწადში ხდება. რუსულ სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელობას ფრანგული კონიაკის, რომლისგანაც მსოფლიო დაიღალა, საპირწონე – რუსული, კავკასიური, სომხური კონიაკის მოფიქრება სურდათ. ეს ნაბიჯი გლობალიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული და მსოფლიომ რაღაც ახალს მიაგნო.
50 წლის წინათ მსოფლიო ძველი სამყაროს ღვინისგან დაიღალა და “ახალი სამყარო” იპოვა. ჩილეში 120-150 წლის წინათ ვაზის ახალი ჯიშების შეტანა დაიწყეს. იქ კი შესანიშნავი კლიმატური ზონაა. ამას ტექნოლოგიები და იაფი მუშა ძალა ემატება. შესაბამისად, ღვინის თვითღირებულება ბევრად უფრო დაბალია და მათ შედარებით უფრო იაფი პროდუქციის გაყიდვა დაიწყეს. საქმეში სახელმწიფო ჩაერთო და ინვესტიციების შედინება დაიწყო. ვაზის იგივე ჯიში, იგივე კლიმატური პირობები, ხელსაყრელი საგადასახადო ველი, ინვესტიციებმა თავისი საქმე გააკეთეს. ახლა იგივე გზას ჩინეთი გადის.
– სომხეთი რას აკეთებს?
– ჩვენ “ავი ძაღლივით” ვიქცევით… შესანიშნავი კლიმატური პირობები და ვენახები გვაქვს, რომლებიც ზღვის დონიდან 400-დან (ბაგრატაშენ) 2 ათას (ვაიოც-ძორ) კმ-მდე მდებარეობს. შეუდარებელი ფერდობები, მთის კალთები, ნიადაგი ვაზის, 450-500 აბორიგენული ჯიში გაგვაჩნია, რომელთა უმრავლესობა 10 ათასი წლისაა. სომხეთში ღვინის მსოფლიო კლასის ბრენდის შექმნის გიჟური შესაძლებლობები არსებობს. ჩვენმა გლეხებმა დაამტკიცეს, რომ “ქვისგან ღვინის გამოწურვა” შეუძლიათ. ყველაფერი გვიწყობს ხელს: მზე, კლიმატი, ჰაერის ტენიანობა, დარჩა მხოლოდ პოლიტიკური ნება.
ამჟამად მწიფდება შემდგომი რევოლუციური პროცესი. მსოფლიო, რომელიც “ძველი სამყაროს” ღვინით დაიღალა და “ახალ სამყაროს” ღვინო იგემა, რაღც ახალს ეძებს. მეორე პროცესი – მსოფლიო თავისი ფესვების ძიებაში. მსოფლიო ცივილიზაციის მატარებლები – ინფოერვოპელები, ინდოევროპეიზმის სამშობლო კი სომხეთის მთიანეთია. ვაზი აქ გაჩნდა, პირველი ღვინო აქ გდაამზადეს, 10 ათასი წლის განმავლობაში აქ მცხოვრებმა ხალხმა ეს კულტურა ჩვენამდე პერმანენტულად მოიტანეს.
გარდა ამისა, ამჟამად “თეთრ ფურცლად” ჩინეთის, ინდოეთის და სხვა სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ბაზრებია მიჩნეული, სადაც ჩვენ 5-დან 15 აშშ.დოლარამდე პროდუქციის ღირებულების სეგმენტში ღირსეული ადგილის დაკავებას შევძლებთ. საჭიროა მხოლოდ გონივრული და სწორი მოქმედება.
– თავად სომხეთში უფრო მეტ ღვინოს მოიხმარენ?
– დიახ, ესგანსაკუთრებით ქალაქის ცენტრშია შესამჩნეველი. მომხარება მოსახლების სულადობის მიხედვით გაიზარდა, თუმცა მოცულობა იგივე – 5 მილიონი ბოთლია.
რვინის წინსვლისათვის საჭიროა კონკრეტული ზომების მიღება. მაგალითად, არაყის გაძირება, შეღავათების დაწესება, მათ შორის გლეხებისთვის, რომელსაც საკუთარი ვენახები აქვთ. მაგრამ ამისათვის, ან სახსრები არ არსებობს, ან ნება; ან ერთიც არის და – მეორეც, მაგრამ არაფერი გამოდის.
ესაუბრა აიკ ხალათიანი