სომხეთის ხელისუფლებამ 2013 წელს სომხური ცის “ლიბერალიზაციის” გადაწყვეტილება მიიღო და იგი ღიად გამოაცხადა. სავარაუდოდ, “ღია ცის” პოლიტიკა ჯანსაღი კონკურენციის საწინდარია, რაც თავის მხრივ იმოქმედებს მომსახურეობის ფასსა და ხარისხზე და გამოიწვევს მგზავრთა რაოდენობის ზრდას. შედეგად სომხური ბაზარი არა მხოლოდ დატოვა ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, არამედ ეროვნულმა გადაზიდვებმა – “არმავიამ” პოზიციები დათმო და იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. ქვეყანა უკვე მესამე წელია ეროვნული ავიაგადამზიდველის გარეშე ცხოვრობს, რაც სერიოზულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს გამოიწვევს. ამას გამუდმებით ირწმუნებიან არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ სახელმწიფო მოხელეებიც.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ “ღია ცის” პოლიტიკის გატარების შემდეგ ყელაფერი უკეთესობისაკენ შეიცვალა, ხოლო სომხური ბაზრიდან წასული ზოგიერთი ავიაკომპანია საბოლოო ჯამში უკან დაბრუნდა (საუბარია, ძირითადად კომპანიებზე “ჩეხეთის ავიახაზები” და პოლონური “LOT”), მაგრამ ობიექტური ვითარება არაერთმნიშვნელოვანი და რთულია. ამ ფონზე განსაკუთრებულით აქტუალურია სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ახალი ავიაგადამზიდი გამოჩნდება.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაგადამზიდების სომხურ ბაზარზე გამოჩნდება საქართველოს ეროვნული ავიახაზები. ახალ ამბებს შორის ყველაზე გასაოცარი იყო ერთი დეტალი, გავცელდა ხმები, რომ ახალ ავიაკომპანიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ბიზნესმენმა და არც ისე სახარბიელო წარსულის მქონე ავიაკომპანია “არმავიას” ყოფილმა მფლობელმა მიხეილ ბაღდასაროვმა უნდა დაიკაოს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, შეუძლებელია ამას ხალხის აღელვება არ გამოიეწვია, რადგანაც ბაღდასაროვის სახელი არც ისე სასიამოვნო მოვლენებთან ასოცირდება. იქნებ, იმავე შეცდომას ვუშვებთ?!
სომხეთის მოქალაქეების მღელვარება უსაფუძვლო სულაც არ არის
2013 წელს კომპანია “არმავია”, რომელსაც მიხეილ ბაღდასაროვი ხელმძღვანელობდა, გაკოტრდა. ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი განიხილებოდა. კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებდნენ, მაგრამ რიგითმა მოქალაქეებმა და ბევრმა ექსპერტმაც დღემდე არ იცის სინამდვილეში რა მოხდა.
“არმავია” რუსულმა ავიაკომპანია “სიბირმა” და ბიზნესმენმა მიხეილ ბაღდასაროვმა შექმნეს. 2005 წელს ბაღდასაროვმა “სიბირის” აქციების 70% შეიძინა და კომპანიის მფლობელი გახდა. მოღვაწეობის დასაწყისში კომპანია აქტიურად ვითარდებოდა: იხსნებოდა ახალი რეისები და იზრდებოდა თვითმფრინავების რაოდენობა. მაგრამ დროთა განმავლობაში ახალი რეისები ძვირადღირებული ვიზებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან კონკურენციის უუნარობის გამო გაუქმდა.
ბაღდასაროვის თავზე თანდათან შავი ღრუბლები მოგროვდა. თავის დროზე, სირიაში სამხედრო მოქმედებების გამო, ძალზედ ბევრი სირიელი სომეხი დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ბაღდასაროვმა ამ მიმართულებით ბილეთების გაძვირება.ხანგრძლივი სკანდალებისა და ხმაურის შემდეგ “არმავიამ” პირვანდელი ფასები დააბრუნდა, თუმცა ბიზნესმენის რეპუტაცია უკვე სერიოზულად შეირყა.
სომურ საზოგადოებას კომპანია ყველაზე მეტად დაამახსოვრდა ვალებითა და თანამშრომებისთვის ხელფასების შვიდთვიანი დაგვიანების სკანდალის გამო. ამასთან დაკავშირებით, კომპანიაში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართებოდა, ბოლოს გაფიცვებიც კი მოეწყო. მაგრამ თანამშრომლების სახელფასო დავალიანება არაფერი იყო უფრო დიდ ვალებთან შედარებით, რომელიც კომაპანიას დაუგროვდა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ “არმავიას” VTB ბანკის 22 მილიონი აშშ.დოლარის მოცულობის კრედიტის ვალი ემართა, რითაც ბაღდასაროვმა თვითმფრინავების შესაძენად აღებული კრედიტები დააფინანსა. “არმავიას” ასევე ჰქნოდა აეროპორტ “ვნუკოვოს” 44,3 მილიონი რუბლის, სოჭისა და კრასნოდარის აეროპორტების თითქმის მილიონი რუბლის დავალიანება.
პრობლემა ერევნის “ზვარტნოცსაც” შეეხო. დაგროვებული დავალიანებების გამო ავიაკომპანიის თვითმფრინავებით მომსახურება აეროპორტმა რამდენჯერმე შეწყვიტა. 2012 წლის სერიული მოლაპარაკებების შემდეგ “ზვარტნოცის” ხელმძღვანელობამ კომპანიის მომსახურეობის განაკვეთები შეამცირა. 2012 წლის 19 ოქტომბერს კი ვალების გადაუხდელობის გამო აეროპორტმა “არმავიას” რეისების მომსახურეობაზე უარი განაცხადა. იმავე საღამოს ავიაკომპანიამ აეროპორტს ერთი მილიონი აშშ.დოლარი გადაუხადა, რაც დავალიანების ნაწილია. საერთაშორისო აეროპორტის მიმართ “არმავიას” დავალიანების გამო თვითმფრინავების მომსახურეობა 2012 წლის 23 ოქტომბერსაც შეწყდა. ბოლოს კი, 2013 წლის 29 მარტს კომპანიამ გაკოტრების ოფიციალურად გაფორმების პროცესი დაიწყო.
ხელმძღვანელობამ მომხდარი მსოფლიო ფინანსური კრიზისით ახსნა. ბაღდასაროვმა განაცხადა, რომ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი საზღვარგარეთული ავიაკომპანია გაკოტრდა, მაგალითად “კუბან”, “აეროსვიტი”, “Red Wings”, “American Airlines”. “ავიაცია ის სფეროა, სადაც არ შეიძლება მიღწეულზე გაჩერება. სამი წლის განმავლობაში, ავიაკომპანია “არმავიას” მფლობელმა ავიაგადაზიდვების ხელშესაწყობად სხვადასხვა ბიზნესიდან ჩადო სახსრები. თუმცა დღეს-დღეისობით ასეთი სახის მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ არის. ამიტომაც რეისების შეჩერებისა და კომპანიის გაკოტრების პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ”, – ნათქვამია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებაში.
საერთო ჯამში, ეს ეროვნული ავიაგადამზიდის გაკოტრების მეორე შემთხვევაა. 2003 წელს იგივე ბედი გაიზიარა “სომხეთის ავიახაზებმა”, რომლის თანამშრომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე და აცხადებდნენ, რომ ისინი ბედის ანაბარად მიატოვეს.
ასეთი სამწუხარო ფინალის მიზეზი დღემდე გაურკვეველია. რატომ აქვს ეროვნულ გადამზიდს მთელი მსოფლიოს ვალები და სახელმწიფო, რომელიც მანამდე ბაღდასაროვის ყველა წამოწყებას მხარს უჭერდა, ტექნიკურად გაუმართავ თვითმფრინავებსა და დაუსაბუთებლად მაღალ ფასებზე თვალს ხუჭავდა, ასევე ვერ ამჩნევდა, რომ ეკიპაჟი თვეების განმავლობაში უხელფასოდ მუშაობდა, არ გაერკვა ვითარებაში და კომპანიას უბრალოდ ლიცენზია ჩამოართვა. სომხეთის ციდან “არმავიას” თვითმფრინავების გაქრობის ნამდვილი მიზეზები უცნობია.
“არმავიას” გაკოტრებისთანავე, იმავე წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანია Air Armenia გამოჩნდა, თუმცა ახალმა გადამზიდმა ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ამ დროისთვის Air Armenia ფრენებს არ ახორიელებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასაც ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა.
ამ მომენტისთვის რეისებს სომხეთში და პირიქით მხოლოდ უცხოური ავიაგადამზიდები ახორციელებენ. ექსპერტების თქმით, ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს საგანგებო ვითარებების შემთხვევაში. რაღაც მომენტში შესაძლოა სომხეთი სრულ ბლოკადაში აღმოჩნდეს.
ეს უსიამოვნო ამბავი ოდნავ გააბათილა ინფორმაციამ, რომ სომხეთის ჰორიზონტზე მალე, კერძოდ კი, 2016 წლის აპრილში ახალი ავიაკომპანია გამოჩნდება.
დღეისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართული ავიაკომპანია “აირზენას” დამფუძვნებელი იასე ზაუტაშვილი, სომხეთში ახალ ავიაკომპანიას ქმნის. წინასწარი ინფორმაციით, ის საერთაშორისო გადამზიდ “აირზენას” ბაზაზე შეიქმნება. მისი თანამშრომლების, ასევე თვითმფრინავების ნაწილი ახალი კომპანია “Armenia”-ს მფლობელობაში გადავა.
სომხეთში ავიაკომპანიის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება “აირზენაში” ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ვისთან და როგორ ითანამშრომლებს ქართული მხარე სომხეთში მხოლოდ უახლოეს პრეს-კონფერენციაზე გახდება ცნობილი. ავიაკომპანია “Airzena”-ს გენერალური დირექტორის მოადგილე რობერტ ოგანესიანმა Dalma News-თან საუბარში განაცხადა, რომ არ აპირებენ საქართველოს ეროვნული კომოანია პერსონალის გარეშე დატოვონ. ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია “Airzena”-ს ქართულ ბაზარზე ბოლო ხანებში პრობლემები აქვს, რაც ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების პოზიციების გამყარებას უკავშირდება. მგაზვრების სიმცირის გამო “Airzena”-მ შეწყვიტა რეისები ერევნის მიმართულებით. “არ ვაპირებ “Airzena”-დან წასვლას, კომპანია ფუნქციონირებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული კომპანიის გარეშე არ დავტოვებთ, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა რობერტ ოგანესიანმა, დეტალებზე საუბრისაგან კი თავი შეიკავა.
მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანმა რუბენ გრძელიანმაც. მისი თქმით, ქართულ მხარესთან ე.წ. კომერციული საიდუმლოებების გაუვრცელებლობის შეთანხმება აქვთ. “დაახლოებით ორ კვირაში პრეს-კონფერენცია ს გავმართავთ და ყველაფერს წერტილი დაესმება. მანამდე კი ქართული მხარის, კერძოდ კი რობერტ ოგანესიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – განუცხადა Dalma News-ის კორესპონდენტს რუბენ გრძელიანმა.
ახალი ავიაკომპანიის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებული ახალი ამბის ფონზე აქტიურად განიხილება ჭორები, რომ თითქოს ახალი კომპანიის ხელმძღვანელობაში გარკვეულ ფუნქციებს მიხეილ ბაღდასაროვსაც დააკისრებენ. თავად ბაღდასაროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულმა კომპანია Georgian Airlines-მა მას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზა.
რაც შეეხება დავალიანებებს, ბაღდასაროვი აცხადებს, რომ უკვე ყველა ვალი გაისტუმრა და აბსოლუტურად თავისუფალია. ავიაკომპანია “Armenia”-ში ბაღდასაროვის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე საუბრისას რუბენ გრძელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეუძლებელია მოხდეს, რადგანაც უკვე ცნობილია ქართული ეროვნული ავიაკომპანიის აქციონერების სახელები და იქ ბაღდასაროვი საერთოდ არ ფიგურირებს. „შესაძლოა ეს ჭორები ბაღდასაროვის შარშანდელი პრეს-კონფერენციის შემდეგ გავრცელდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას Georgian Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტობა შესთავაზეს. მოგვიანებით კომპანიაში უარყვეს ეს განცხადება. ასე, რომ ჭორზების საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა მან.
ელექტრონულმა გამოცემა Hetq.am-მა გამოაქვეყნა Georgian Airways-ის 15 იანვრის ოფიციალური მონაცემები. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ამ მომენტისთვის კომპანიის გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილია, ხოლო მისი პირველი მოადგილე – რობერტ ოგანესიანი. ქართული ეროვნული გადამზიდის აქციების 80% დავით გაიაშვილს ეკუთვნის, დანარჩენი 20%-შპს Georgian Air Service-ს.
წინასწარ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ წარიმართება მეზობელ საქართველოსთან თანამშრომლობა. ორივე მხარის ოფიციალურ განცხადებებს უნდა დაველოდოთ და ვიმედოვნოთ, რომ ახალი ავიაგადამზიდი მისი წინამორბედების ბედს არ გაიზიარებს.
თუმცა, მთავარი კითხვა: შეიძენს თუ არა ქვეყანა მომავალში ეროვნულ ავიახაზებს – კვლავაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ჯერ-ჯერობით კი ამის არავითარი რეალური წინაპირობა არ არსებობს.
მოამზადა ლიანა ბაბაიანმა