სომხეთის ბუნებრივი წიაღისეულისადმი ინტერესი არ მცირდება და ინვესტიციებისა და ახალი საბადოების დამუშავების ვარიანტები სულ უფრო ხშირად განიხილება. 2015 წლის ბოლოს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა კარენ ჩშმარიტიანმა განაცხადა, რომ კომპანიამ “Lydian International”-მა ფინანსურ ორგანიზაციებთან “Mine Finance” და “Resource Capital Funds”-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც სომხეთში ამულსარის საბადოზე ოქროს მოსაპოვებელი პროექტი $325 მილიონი დაფინანსდება. როგორც მინისტრი აცხადებს, საბადო ორი წლის განმავლობაში უნდა დამუშავდეს. ასევე იგეგმება დამატებითი სახსრების მიზიდვა საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა და განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის ხარჯზე. ინვესტიციების საერთო მოცულობა $460-480 მილიონ შეადგენს. ჩშმარიტიანის თქმით, ამ დაფინანსების წყალობით სომხეთში ყოველწლიურად 12-14 მილიონ ტონა ოქროს მოიპოვებენ. ამგვარი მოცულობა ეკონომიკურად მიზანმიმართულსა და მომგებიანს გახდის სომხეთში ოქროს ზოდების წარმოებას.
“საინვესტიციო პროგრამებს 2016 წლის გაზაფხულიდან ვახორციელებთ. მშენებლობაში დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ოქროსა და ვერცხლის გადამუშავებისთვის დაახლოებით $60 მილიონი გამოიყოფა, ხოლო ტექნოლოგიური აღჭურვილობისთვის – $80 მილიონი, ახალი ტექნოლოგიური საწარმო ხაზების შესაძენად – $160 მილიონი,- განაცხადა ჩშმარიტიანმა. მისივე თქმით, სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარდება.
ამულსარის ოქროს საბადო სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, არპისა და ვოროტანის მდინარეებს შორის, ამულსარის მთაზე მდებარეობს. დამტკიცებული და სავარაუდო მარაგი 2,42 მილიონ უნცია ოქროს შეადგენს, ეს 75,26 ტონაა და 11,29 მილიონ უნცია ვერცხლს, რაც 351 ტონაა. გაზომილი და შეფასებული რესურსები -3,03 მილიონი უნცია, პროგნოზირებული – 2,01 მილიონი უნცია ოქროა. Lydian International გეოლოგიურ და მომპოვებლურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის მსხვილი აქციონერები არიან EBRD და IFС.
ბრიტანული კომპანია Lydian International-ის პროექტს სომხეთში თავის დროზე აქტიურად ლობირებდა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს საელჩოები.
ბრიტანული კომპანია Lydian International-ის პროექტს სომხეთში თავის დროზე აქტიურად ლობირებდა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს საელჩოები. საბადოს დამუშავება ეკოლოგებს სერიოზულად აშფოთებს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამულსარის გაჭრა სერიოზულ რისკს შეუქმნის გარემოსა და ქალაქ ჯერმუკის საკურორტო პოტენციალს, ასევე დაბინძურდება სევანის ტბა. კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ამულსარზე მასობრივი გამოტუტვის მეთოდი გამოიყენება, რაც იმას გულისხმობს, რომ არ დაგროვდება ნარჩენები და სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით ნაკლები ქიმიური ნაერთები, მათ შორის ციანიდი გამოიყენება. მათივე თქმით, ერთ-ერთი უპირატესობა არის – დახურული ციკლის წარმოება, რომელიც გარემოში მძიმე მეტალების გაბნევის ალბათობას ნულამდე დაიყვანს.
თუმცა, მთელი რიგი ექპსერტები ამ განცხადებებს ბლეფს უწოდებენ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში პროექტი მომგებიანი აღარ იქნება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რენტაბელური საქმიანობა შესაძლებელია ყველა ეკოლოგიური მოთხოვნის ან არ დაცვით, ან ნაწილობრივი დაცვით. ამ შემთხვევაში კომპანიების წარმომადგენლები ცდილობენ გააქარწყლონ სამთომომპოვებლური კომპანიების მუშაობის გარშემო არსებული ნეგატიური ფონი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლურის” ხელმძღვანელის ინგა ზარაფიანის აზრით, მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ღია მეთოდით საბადოს დამუშავება შეუძლებელია ეკოლოგიური თვალსაზრითი უსაფრთხო იყოს. შესაბამისად, სამთომომპოვებლური კომპანიების საქმიანობაკრიტიკას ვერ უძლებს. “ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია აუცილებლად გამოიწვევს შედარებით საშიში ნივთიერებების – თუთიის, ვანადიუმის, ტყვიისა და რადიოაქტიური მასალების გაბნევას. უფრო მეტიც, ამულსარი მდებარეობს ტერიტორიაზე, საიდანაც სათავეს იღებენ მდინარეები არპა და ვოროტანი. ისინი ერთადერთი სუფთა მდინარეებია და საბადოს დამუშავება სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ. მდინარე არპას დაბინძურება კი სევანის ტბის დაბინძურებას ნიშნავს”, – განაცხადა ზარაფიანმა Verelq-ის კორესპონდენტთან საუბარში.
სერიოზული ზიანი მიადგება ასევე ტურისტულ სფეროსაც, რადგანაც სადაბო ქალაქ ჯერმუკთან, რომელიც რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა, ახლოს მდებარეობს. გაურკვეველია ასევე ჯერმუკის მინერალური წყლების ბედიც, რადგანაც ამულსარის საბადოზე განხორციელებული ძლიერი აფეთქებები ნეგატიურ გეოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს.
ამულსარის გარდა საფრთხე დაემუქრება ჯერმუკთან ახლოს მდებარე სხვა, პოლიმეტალური საბადოს დამუშავებას. მისი გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოები კანადურმა კომპანია Centerra Gold-მა უნდა აწარმოოს. კომპანიის გეგმებმა ახლოს მდებარე გომკისა და არტავან ვაიოც ძორსკის ოლქების მოსახლეობის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.
საქმე იმაშია, რომ ნიადაგის გამოვლინება “კაპუიტი” (“ლურჯი”) გომკისა და არტავანის სასმელი წყლების სათავეებთან მდებარეობს. ამ საბადოების გამოყენების შემთხვევაში წყაროები სერიოზულად დაზარალდება. კვლევები 18,9 კვ/კმ-ის ტერიტორიაზე 2016-1018 წლებში ჩატარდება. კვლევების შედეგად განისაზღვრება ნიადაგში ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, თუთიის, ბისმუტის, სელენისა და ტელურიუმის შემადგენლობა.
კომპანია შპს “სენტერა მაინინგი” – კომპანია Centerra Gold-ის შვილობილი საწარმო, კომპანია Centerra Exploration-ის ფინანსური ჯაჭვის მეშვეობით, თავის მხრივ ყირგიზეთში კუმტორის ოქროს საბადოს დამუშავებაზე მუშაობს. ამ პროექტში ადგილობრივ ხელისუფლებასაც წილი აქვს. კომპანია ასევე მონღოლეთში Boroo-ს საბადოზე მუშაობს და თავისი ბიზნეს-ინტერესები აქვს თურქეთსა და კანადაში. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა საბადოს დამუშავების შემთხვევაში ჯერმუკის გარშემო ნებისმიერ შემთხვევაში გაიბნევა მრავალრიცხოვანი ნარჩენები.
ამ ფონზე სომხეთის ხელისუფლების მოქმედებები, როგორც მინიმუმ, გაურკვევლობას იწვევს. ტურიზმის განვითარების, ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდის აუცილებლობის შესახებ მთავრობაში მხოლოდ ზარმაცები არ ლაპარაკობენ. ტიგრან სარქისიანმა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს მან ჯერმუკი თითქოს რეგიონალურ ტურისტულ ცენტრად გამოაცხადა და კოღოების წინააღმდეგ ბრძოლის აბსურდული პროგრამები განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ათობით მილიონი დრამი გამოყო.
ტურიზმი “პრიორიტეტულ” მიმართულებად სარქისიანის შემდეგაც გამოცხადდა. თუმცა, როგორც მაშინ, ახლაც ამ სფეროს განსამტკიცებლად და ეკოსისტემის დასაცავად რეალური და ეფექტიანი ნაბიჯების ნაცვლად, ქვეყნის ხელმძღვანელობა უცხოურ კომპანიებს ოქროს ძიების საქმეში ქვეყანაში ნიადაგის ექსპლუატირების უფლებას აძლევს, რითაც უდიდეს ზიანს აყენებენ სომხეთის ეკოლოგიას. დღევანდელი “ნეოკოლონიზატორების” მოქმედებების შედეგად სომხეთის ბევრ ოლქში: სიუნიკში, ლორსა და ტავუშში ნარჩენების მრავალრიცხოვანი გროვაა, რომლებიც წამლავენ ბუნებრივ ლანშაფტს და ყველაფერს რაც გარშემოა. ამასთანავე სეისმური საშიშროებები იზრდება. საერთო ჯამში ქვეყანაში ნარჩენების 15 დიდი გროვაა. გარდა ამისა, მოქმედებს დაახლოებით 500 საბადო და კიდევ 300 ფორმირების ეტაპზეა.
ამულსარის საბადო მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ნადგურდება ეკოსისტემა, ნარჩენებით ბინძურდება მიწისზედა და მიწისქვეშა წყლები. ხშირად დაბინძრებული წყალი ირიგაციის მიზნად გამოიყენება. შედეგად, მძიმე ლითონები სოფლის მეურნეობის კულტურებსა და სხვა პროდუქტებს სარწყავი წყლების მეშვეობით ერევა. ეს ყველაფერი კი ადამიანების ორგანიზმამდე აღწევს და სხვადასხვა დაავადების წარმოქმნის მიზეზი ხდება.
ეკოლოგების აზრით, ხელისუფლების წევრები თავად არიან დაინტერესებულები სწრაფად გამდიდრებით, არ სურთ და არ შეუძლიათ რეალური ზომების მიღება ამ რთული ვითარების თავიდან ასაცილებლად. მთავრობის გადაწყვეტილება სამთომომპოვებლურ ბიზნესთან დაკავშირებით გამომდინარეობს არა სახელმწიფოსა და საზოგადოების, არამედ მხოლოდ ბიზნეს სუბიექტების ინტერესებიდან. ინვესტორები მხოლოდ სომხეთში არ იცავენ ეკოლოგიურ ნორმებს. მაგალითდ, კანადაში იგივე კომპანიები ეკოლოგიის ტვალსაზრისით ყველა კანონსა და მოთხოვნას ემორჩილებიან. ხოლო განცხადებები, რომ სომხეთს სერიოზული ეკონომიკური პროგრესი ელის და “ამულსარის წარმატება სომხეთის წარმატებაა” მხოლოდ დემაგოგიაა, რომლის მიზანიც ქვეყნის ერონული სიმდიდრისადმი მძარცველური მიდგომის გამართლებაა.
არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: რესპუბლიკაში მოქმედი სამთომომპოვებლური კომპანიები სრულად არიან განთავისუფლებულები ნარჩენების გამოყოფის გადასახადებისგან. ბევრი ექსპერტის აზრით, ასეთი გადასახადების შედეგად ქვეყნის შემოსავალი ასობით მილიონ ევროს მიაღწევდა. შემოსავლების ლომის წილი ოფშორულ კომპანიებსა და მათ ზურგს უკან დამალულ სომეხ მაღალჩინოსნებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს ხვდებათ. სწორედ მათი უშუალო ძალისხმევის შედეგად მიიღეს სომხეთში კანონები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ასეთ ძარცვას უზრუნველყოფდა.
ასეთ შემთხვევაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადებები ვერ ამართლებს მავნებლობას. ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, სამთო ინდუსტრიის სფეროში დახლოებით 10 ათასი ადამიანია დაკავებული. ქვეყნის მთიალი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ამ სფეროს წილი დაახლოებით 5%-ია. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამ სფეროში მიღწეული შედეგების დაახლოებით 95%-ს უზრუნველყოფს 5-6 დიდი საბადო, რომლების ექსპლუატაციაც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ახალი საბადოების გახსნა ვერ შეცვლის დასაქმებისა და მთლიანი შიდა პროდიქტის სფეროებში არსებულ ვითარებას. სომხეთი დღეს ფაქტობრივად სხვა ქვეყნების სასარგებლო წიაღისეულისა და ნედლეულის დანამატის ექსპორტიორად იქცა და ამ ვითარების გამოსწორება, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.
მოამზადა აშოტ საფარიანმა Dalma News-ის