თანამედროვე ქართული სახელმწიფო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით გეოპოლიტიკურ ასპექტში საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ნებისმიერი ხელმძღვანელობის ბუნებრივი მიზანი ამ ფაქტორის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება და სხვა სახელმწიფოსთვის საკუთარი უპირატესობების მისი ინტერესების საზიანოდ გამოყენების არ დაშვება უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ამოცანის წარმატებით გადაწყვეტით, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს ვერცერთი ხელისუფლება დაიკვეხნის. ეს ეხება დღევანდელ ხელისუფლებას – “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობენ.

ბოლო დროს პოლიტოლოგები და ექსპერტები იშვიათად ახსენებენ კონფლიქტების ცივილურ თეორიას, რომელიც თავის დროზე, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, სამუელ ჰანტინგტონმა ჩამოაყალიბა. ეს თეორია დღესაც აქტუალურია. პროფესორ ჰანტიგტონს მიაჩნდა, რომ თანამედროვეობის მთავარი კონფლიქტები ცივილიზაციური ნგრევის ხაზით წარმოიშვება. თანამედროვეობამ, ამ თეორიის გარშემო არსებული დავის მიუხედავად, მისი ობიექტურობა ნათლად დაამტკიცა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამჟამინდელების ჩათვლით, რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ თეორიის უგულებელყოფის ფუფუნება აქვთ. სხვაგვარად ძალზედ რთულია ახსნა ის აბსოლუტურად ალოგიკური საგარეო-პოლიტიკური კურსი, რომლის მიხედვითაც თურქეთი და აზერბაიჯანი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები არიან, ხოლო მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერი  – რუსეთი – დაუძინებელი მტერი და ოკუპანტი. გარდა ამისა, ერთადერთ ქრისტიანულ ქვეყანა სომხეთთან საქართველოს კორექტული და ნელ-თბილი ურთიერთობა აქვს.

ამის მაგალითებით დამტკიცება, არც ისე რთულია, რადგანაც რუსოფობიის და სომხოფობიის ელემენტები საქართველოში ყოველთვის არსებობს და ამას არცერთი სერიოზული ადამიანი არ უარყოფს. ხოლო თურქოფობია ახლაღა იჩენს თავს, თუმცა ამგვარ გამოვლინებას, თუნდაც ის თურქეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებების ქმედებისადმი სამართლიან პასუხს წარმოადგენს, ხელისუფლება მომენტალურად ახშობს.

დღეს არავინ უარყოფს იმას, რომ ისლამი, თავისი წარმოშობის დღიდან, მთელ მსოფლიოში ყველაზე რადიკალურად გავრცელდა. მის სწავლებებს მისიონერები და მქადაგებლები კი არ ავრცელებდნენ, არამედ ყველაზე ძლიერი არმიები, რომლებიც ესპანეთიდან ინდოეთამდე ტერიტორიებს საუკუნეების განმავლობაში იპყრობდნენ. სიმართლის თქმას, იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ დაპყრობილი ხალხები, ისინი, ვინც ისლამიზაციას ეწინააღმდეგებოდნენ, წინ ვერავითარი პოლიტკორექტულობა აღუდგება. უსასტიკესი მეთოდები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე კი არ დარჩა, არამედ დღესაც არსებობს და ამას ადასტურებს ისლამური სახელმწიფოს ტელერეპორტაჟები, სადაც ადამიანებს თავს საჯაროდ ჰკვეთენ.  შემთხვევითი არ არის, რომ მთელი მსოფლიო, რაოდენ წინააღმდეგობრიობითაც არ უნდა გამოირჩეოდეს, ამ სატანური ძალის წინააღმდეგ ერთიანდება.

საინტერესოა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სმენია რამე პანთურქიზმის იდეაზე?

ადრე, თითქოსდა პირველმა მსოფლიო ომმა ამ საკითხს წერტილი დაუსვა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. ეკონომიკური აღორძინება თურქეთში და საბჭოთა კავშირის დაშლა, რომლის შემადგენლობაშიც შუა აზიის რესპუბლიკები იყო, ზემოთ აღნიშნულ იდეას ახალი სული ჩაჰბერა. გამოჩნდა მკვეთრად გამოხატული და თურქეთის საკმაოდ ქარიზმატული ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. მას არც არასოდეს უცდია თავისი ისლამიზმის და პანთურქიზმის იდეის მხარდაჭერის დამალვა. მისი საბოლოო პოლიტიკური ზეამოცანაა ნეოისლამიზმის დამკვიდრება და თურქეთის ყოფილი დიდების დაბრუნება. სწორედ ამით აიხსნება თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანისა და შუა აზიის ქვეყნებისადმი გააქტიურებული დიდი ინტერესი. ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო კავშირები, საერთო თურქული სივრცის გაერთიანების დაუღალავი და ენერგიული მცდელობები.

უნდა ესმოდეს, თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველო პატარა ქრისტიანული ქვეყანაა, რომლის სხეულსაც დიდი “ტურანი” ძიძგნის? თურქეთმა და აზერბაიჯანმა საკმაოდ ოფიციალურად გაახმაურეს ლოზუნგი ორ სახელმწიფოდ გაყოფილი ერთი ერის შესახებ. მომავალში, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ “განაყოფების” რაოდენობა უფრო მეტი იქნება. სხვათა შორის, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ერთიან ერს ყოფს და მის ნაწილებს ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებაში ხელს უშლის.

ამის შემდეგ, უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ თურქეთში დაბეჭდილ რუკებზე აჭარა და საქართველოს ზოგიერთი რეგიონი თურქეთის საზღვარშია მოქცეული, ხოლო აზერბაიჯანულ საგანმანათლებლო წიგნებში წერია, რომ თანამედროვე საქართველო თავისი დედაქალაქით აზერბაიჯანის მიწაზე მდებარეობს. ამ ფონზე, სავსებით ლოგიკურად გამოიყურება ის, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო ტრიალებს.

ყველასთვის ცხადია, რომ ერდოღანი ევროპისკენ არ ისწრაფვის. თურქეთი ევროპასთან ვერ გაერთიანდება, პირველ რიგში, ცივილიზაციური შეუსაბამობის გამო. თავის დროზე, ირანის შაჰი, რომელმაც  თავისი ქვეყანა აქტიურად გააევროპელა, ისლამური რევოლუციის მიზეზი გახდა.  ერდოღანს ტყუილად კი არ ეძახიან სულთანს?!  ევროპის კარზე შვილობილად ყოფნას მას ისლამური სამყაროს ლიდერობა ურჩევნია, სადაც დომინირებად ფაქტორად სწორედ პანთურქიზმი იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ, თურქეთში გამართულ ვიზიტზე მჭიდრო ძმურ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის და სუვერენული სირიული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ინტერვენცია ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევით განახორციელა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.

დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი სიხარულით ითვლიდა თურქეთში მყოფი თანამემამულეების რაოდენობას, მორცხვად არიდებდა თავს ტერმინს “გათურქებული”. საუკუნის წინ, საქართველო გათურქებისა და სრული ასიმილაციისგან  სწორედ “ოკუპანტმა” რუსეთმა იხსნა. ახლა, ღმერთმა ნუ ქნას და, რომ დასჭირდეს, ვინ მოვა მის დასახმარებლად. აშშ თავის მოკავშირეებს, როგორც ექცევა, ამაში საქართველო არაერთხელ დარწმუნდა.

P.S. თავის დროზე, ქართული კულტურა მდიდარი იყო შესანიშნავი მხატვრული ნაწარმოებებით და ფილმებით, რომლებიც სამშობლოს დამცველ პატრიოტებზე მოგვითხრობდნენ. ესენია: “გიორგი სააკაძე”, “ბაში-აჩუკი”, “მამლუქი”, “მაია წყნეთელი” და ბევრი სხვა. დღეს კი, ქართული კინემატოგრაფია ერთსქესიანთა ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიებს გვიყვება… საით მივექანებით?!

დავით კუპატაძე (თბილისი)