პატრიოტთა ალიანსი – Dalma News

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი – ვის კარში ისვრის ბურთს “პატრიოტთა ალიანსი”?!
“მოვდივარ დამძიმებული იმ 12 წლით, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად გავიარეთ”, – ამ სიტყვებით შევიდა მე-9 მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, ალიანსის 5 დეპუტატთან ერთად.

ქუთაისის პარლამენტში გამართული პირველი სხდომა, მეტად ემოციური გამოდგა. ერთ მხარეს ოპოზიციური პარტიები: “პატრიოტთა ალიანსი” და ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მეორე მხარეს კი მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, ამჯერად ყოველგვარი კოალიციის გარეშე და საკუთარი საკონსტიტუციო უმრავლესობის იმედად.

არც პარლამენტის ოპოზიციურ ნაწილშია ერთიანობა. ინაშვილის პატრიოტული ძალა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ განსაკუთრებული ანტიპატიით გამოირჩევა. ნებით თუ უნებლიეთ, პარლამენტის პირველივე სხდომაზე ირმა ინაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე დაასხა წყალი და საპარლამენტო ტრიბუნიდან, სანამ ახალ მინისტრთა კაბინეტს უყრიდნენ კენჭს, ღიად განაცხადა, რომ მთავრობის ამ შემადგენლობას “პატრიოტთა ალიანსი” მხარს არ დაუჭერდა და “ქართული ოცნების” რამდენიმე მინისტრი კანონის დარღვევაში ღიად დაადანაშაულა.

“ქართული ოცნების” მთავრობის კანდიდატების მიმართ კრიტიკა არც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს დაუშურებიათ და საბოლოოდ, ნებით თუ უნებლიეთ “პატრიოტებმა” “ნაციონალების” წისქვილზე დაასხეს წყალი.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე, ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის, რაიმე სახის კავშირს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ მათი ხედვები და პრობლემების აღქმა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მას ძნელად წარმოუდგენია საკითხი, რომლის გარშემოც “პატრიოტები” “ნაციონალებთან” ერთად დადგებიან.

“შესაძლოა, მათ, რომელიმე კანონპროექტის წინააღმდეგ მისცენ ხმა, მაგრამ “ნაციონალებთან” ძალები გააერთიანონ და მმართველ ძალას დაუპირისპირდნენ, ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია,” – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

სურვილები და მოლოდინები ერთია, მაგრამ რეალობა განსხვავებული. როგორც ჩანს ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასული ირმა ინაშვილი, არ აპირებს პირადი განწყობისა და მთავრობის ცალკეული წევრების მიმართ დამოკიდებულების დამალვას, მხოლოდ იმის გამო, რომ უნებლიეთ “მტრის” სასარგებლო ქულა არ ჩააგდოს “ოცნების” კარში.

კრიტიკის ქარ-ცეცხლი ვიცე-სპიკერის ტრიბუნიდან

ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს. სწორედ ვიცე-სპიკერის ტრიბუნიდან გააკრიტიკა მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ მთავრობის ახალი შემადგენლობა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მინისტრობის კანდიდატებს შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში მათთან ერთად უპირისპირდებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის მიერ დამყარებულ ძალადობრივ რეჟიმს, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვის მიმართაც “პატრიოტთა ალიანსს” გარკვეული პრეტენზიები აქვს.

“მწარე სიმართლე ღიად უნდა ვთქვათ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს საყდრისის პრობლემა და ოქროს საბადოს გამო, ისტორიული ძეგლის აფეთქების ნებართვაზე ხელმოწერა შეახსენა.

“ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აგებთ ამის გამო პასუხს და როცა ციხეში იქნებით ბევრი დრო გექნებათ ფიქრისთვის”, – ამ სიტყვებით დაასრულა ინაშვილმა კულტურის მინისტრისადმი მიმართვა.

შემდეგ კი მთავრობის სხვა წევრებსაც უსაყვედურა, რომ ერთი წლის წინათ, როდესაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიის წინ შიმშილობის აქციას მართავდნენ, მთავრობის არც ერთი წევრი არ მისულა მათთან და მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულან.

“ცილი დაგვწამეთ და ჩვენს წინააღმდეგ უზნეო კამპანიას აწარმოებდით. თქვენისთანა მინისტრი, იმიტომ არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, ბატონო გიგლა, რომ თქვენ დადიოდით იორმუღანლოს სოფლებში, ატყუებდით უსინდისოდ იქაურ მაცხოვრებლებს, ეუბნებოდით, რომ ირმა ინაშვილმა ღორის თავი დაკიდა მეჩეთზეო. მიზანმიმართულად აღვივებდით რელიგიურ შუღლს. ახლა მშვიდად მიყურებთ ბატონო გიგლა. ფიქრობთ რომ გადარჩით. სააკაშვილსაც ეგონა წლების წინათ, რომ გადარჩა, მაგრამ ჩემი მარჯვენა ხელით გავრცელებული კადრებით დაემხო,” – მიმართა ირმა ინაშვილმა ვიცე-სპიკერის ტრიბუნიდან გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს.

ხისტი გამოსვლისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა პრემიერ-მინისტრისგან შენიშვნა მიიღო. გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციონერ ლიდერს კორექტულობისკენ მოუწოდა.

“მინისტრებთან ასეთ კონტექსტში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა ისხდეთ, არ შეესაბამება ამ ფორმატს. თუ თქვენ გაქვთ დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კითხვას, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, გავცეთ პასუხი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის შენიშვნა სწორი და მისაღები იყო, ხოლო ყოფილ ჟურნალისტ ირმა ინაშვილს, ძველი პროფესიული ტონისა და ჩვევის, პარლამენტარის უნარ-ჩვევებზე გაცვლას ურჩევს.

“პროკურატურაც არ აძლევს თავს უფლებას, გამოძიების გარეშე თქვას ადამიანზე დასაჭერია, თუ არა. საპარლამენტო ტრიბუნაზე, როცა დგახარ, უფრო სერიოზული მოთხოვნები ეკისრება პოლიტიკოსს”, – მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

მისი აზრით, ზოგადად “პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება აკლია, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ გამოცდილებას თანდათან შეიძენენ. მათ რიგებში ნაკლებად არიან იურისტები, ეკონომისტები. ამდენად მეტი მუშაობა მოუწევთ საკუთარ თავზე, ვიდრე პარლამენტში მყოფ სხვა პარტიებს.

“ვნახოთ მუშაობა გვიჩვენებს, რა ტიპის გაერთიანებაა. უამრავი ვერსია ვრცელდება მათთან დაკავშირებით. ამომრჩევლის მხრიდან მათ მიმართ ძირითადი მოთხოვნაა, აღმოაჩნდეთ პარლამენტში მუშაობის უნარი”, – მიაჩნია პოლიტოლოგს.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე კი მიიჩნევს, რომ ირმა ინაშვილის მხრიდან მინისტრების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაში არაფერი უცხო და გასაკვირი არ არის. „ვიღაცას რადიკალური ფრაზეოლოგია ეხერხება. ვიღაცას -დახვეწილი. ჩემის აზრით, ირმა ინაშვილი გულწრფელი ადამიანია. ბრიტანეთის პარლამენტში უფრო მკვეთრი განცხადებები მომისმენია პრემიერთან პოლემიკის დროს”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

პოლიტიკური ალიანსი, როგორც ასეთი…

საარჩევნო მარათონში, “პატრიოტთა ალიანსი” რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩაება: კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკური ძალა “თავისუფლება”, აკაკი ასათიანი და მისი პოლიტიკური პარტია “ტრადიციონალისტები”, კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და მისი ლიდერი გოჩა ჯოჯუა. ალიანსის რიგებში არიან ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი “ძალოვანი ვეტერანები”. რამდენიმე პოლიტიკური ძალისგან შემდგარმა ალიანსმა, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 6 დეპუტატის მანდატი მოიპოვა. და მაინც, ვინ არიან “პატრიოტები” და რა პერსპექტივები აქვს ამ გაერთიანებას?

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, “პატრიოტთა ალიანსს” ძირითადად მხარს მოსახლეობის ის ნაწილი უჭერს, რომელსაც იზიდავს თვითონ პარტიის სახელწოდება, პატრიოტული სულისკვეთება, პატრიოტიზმის დეფიციტი, რასაც, მისი თქმით, ბოლო ხანებში ხშირად განიცდის საქართველოს მოსახლეობა.

ამ ფონზე ინაშვილისა და თარხან-მოურავის პოლიტიკურმა ძალამ თავისი ნიშა იპოვა. მათ ანტიდასავლურ ორიენტაციას რაც შეეხება, ექსპერტის აზრით, ესეც გადაჭარბებული შეფასებაა და უფრო იმიჯის გაფუჭების მიზნით დამკვიდრებული ვერსიები და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, ვიდრე რეალობა.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ქართული საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის თვალსაზრისს, ხედვასა და ინტერესს გამოხატავს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მათი პარლამენტის გარეთ დატოვება.

“ტელეკომპანია “ობიექტივს” თუ შევხედავთ, ეს არის საზოგადოების 50 წლიდან და ზემოთ ნაწილი, რომლებიც ახალმა დროებამ მსხვერპლად შეიწირა. მათ უკვე პერსპექტივა აღარ აქვთ, პენსიები მიზერული აქვთ, არიან ძალიან დამსახურებული ჭაღარით მოსილნი და ღირსებით სავსე ადამიანები და დროებამ ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. მათი აზრიც უნდა იყოს ამ პარლამენტში წარმოდგენილი და მე ვფიქრობ ესენი 5%-ზე მეტნი არიან. მირჩევნია ეს ხალხი პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი და პოლემიკა ჰქონდეთ ხელისუფლებასთან, ვიდრე ამ შეჭირვებული ადამიანების 10 ათასიანი და 15 ათასიანი მიტინგები ქუჩაში იმართებოდეს”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ექსპერტების აზრით, “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურ ერთიანობას დაშლა, ჯერჯერობით არ ემუქრება. წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ერთობით უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლიათ, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ პოლიტიკას წარმართავენ და როგორ გამოიჩენენ თავს პარლამენტში.

როგორც Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ განუცხადა, მისი სუბიექტური გათვლებით, საპარლამენტო არჩევნებამდე 6-8 თვით ადრე, “პატრიოტთა ალიანსის” რეიტინგი 10%-მდე იყო. თავდაპირველად უფრო ფართო ალიანსის შექმნაც ჰქონდათ დაგეგმილი, მათ შორის პაატა დავითაიას “ევროპელ დემოკრატებთან”. ანალიტიკოსის აზრით, სწორედ ამ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანების მცდელობამ დააკარგვინა “პატრიოტთა ალიანსს” ხმების 5-7 %, რათა მათი ელექტორატის ნაწილს არ მოეწონა ეს იდეა.

“ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვითარებას, რომ ეს ალიანსი დაიშალოს. ვერც გამსახურდიას, ვერც ასათიანის და ვერც კუკავას მხრიდან. არა მგონია მათ ეს ხელს აძლევდეთ. თან გაითვალისწინეთ რომ პატრიოტთა ალიანსი არ არის წინასაარჩევნოდ შექმნილი ძალა. 2017 წლამდე ეს ინერცია მინიმუმ შენარჩუნდება, პარტიის ხელმძღვანელები სწორ პოლიტიკურ მენეჯმენტს თუ წარმართავენ”, – მიაჩნია ექსპერტს.

ჟურნალისტური რიტორიკიდან პოლიტიკამდე…

ირმა ინაშვილის მსგავსად, ბოლო ხანებში საქართველოში ბევრი ჟურნალისტი წავიდა პოლიტიკაში. ვისთვის ეს იძულებითი ნაბიჯია, ვისთვის კი პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი და მცდელობა, თავად შექმნას პოლიტიკური ამინდი. როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, ზოგადად საქართველოში არსებობს პოლიტიკოსების დეფიციტი, რაც სრულებით ნორმალურია. პოლიტიკოსი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი პროფესიის წიაღში. მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც წლების განმავლობაში ყალიბდებიან პოლიტიკოსებად. ადამიანები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკით არიან დაკავებულნი, არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, ხომ კარგი, თუ არადა არ წყვეტენ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

და ბოლოს, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მიმართ საზოგადოებაში განსხვავებული მოლოდინები არსებობს. სამი პარტია, მათ შორის ურთიერთობის თავისებურება. სამიდან ორ ბევრი განახლებული კომპონენტი აქვს. ახალი სახეები, ახალი მდგომარეობა.

ექსპერტების აზრით, ეს პარლამენტი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული არგუმენტირებული პოზიციების მიწოდებაზე და წინა პარლამენტისგან განსხვავებით უფრო ოპერატიულიც უნდა იყოს, რადგან “ქართულ ოცნების” უმრავლესობას დროის დაკარგვის უფლება არ აქვს. მათ ამომრჩევლის ნდობის ხელახლა მოპოვება დასჭირდებათ. ექსპერტები იმასაც ელიან, რომ ახალი პარლამენტის წინაშე აუცილებლად დადგება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი.

ხოლო “პატრიოტთა ალიანსის” 6 დეპუტატის მიერ ნასროლი ბურთი, რომელ კარში აღმოჩნდება ამას დრო გვიჩვენებს, მთავარია ნასროლი ქულა სწორად იყოს გამიზნული და არა შემთხვევით გატყორცნილი.

გიორგი ქართველი Dalma News-თვის