ცოტა ხნის წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და ადგილობრივი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე ხელი მოეწერა დაახლოებით ორმოც შეთანხმებას. ვიზიტის შედეგების და რეგიონში არსებულ ვითარებაზე მისი გავლენის შესახებ Dalma News-ს პოლიტოლოგი ტაფიგ აბასოვი და ირანის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში აფშარ სულეიმანი ესაუბრა.

– როგორ აფასებთ ამ ვიზიტს და რა ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს რეგიონალურ პოლიტიკაზე?

ა.ს.: საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჰასან როუჰანის პრეზიდენტობის დროს, აზერბაიჯანულ-ირანული ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ურთიერთობების ასეთი დონე პრეზიდენტ აჰმადინეჯადის დროს არ ყოფილა. გახშირდა ოფიციალური ვიზიტები, პრეზიდენტები ერთმანეთს დაახლოებით სამჯერ შეხვდნენ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თაობაზე დაახლოებით ორმოცი დოკუმენტი გაფორმდა. გარდა ამისა, პრეზიდენტები სხვაგანაც ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეს უკანასკნელი შეხვედრა, რიგით მერვეა.

მხარეებმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის, ასევე ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების და კასპიის სტატუსის საკითხები განიხილეს. ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ძალზედ ძვირფასია და ორივე სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე რეგიონში სტაბილურობის გამყარებას ისახავს მიზნად.

Тофик Аббасовტ.ა.: პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ირანული ვიზიტი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც მოლაპარაკებების პროგრამით გათვალისწინებული საკითხები გადაჭრილია. სახელმწიფო მეთაურების ჰასან როუჰანის და ილჰამ ალიევის განცახდებები მეტყველებს იმაზე, რომ მხარეები კონტაქტების შემდგომ გამყარებას აპირებენ.

ეს სტაბილურობას მოუტანს მთლიანად რეგიონსაც. ბევრი პრობლემის, მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მთავარმა მოთამაშეებმა არსებულ არეულობებს, გლობალური განვითარებისთვის ხელის შეშლის საშუალება არ მისცენ. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინათ ბაქოში, ბაქო-მოსკოვი-თეირანის სამმხრივი ფორმატის შეხვედრები გაიმართა, მრავალფორმატული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა აბსოლუტურად რეალურია.

– არის თუ არა შესაძლებელი აზერბაიჯან-ირანს შორის კარგმა ურთიერთობამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უარყოფითი ტენდენციები დაძლიოს და სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყოს ხელი?

ა.ს.: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს, რომელთაგან ერთ-ერთი ასტარა-რეშტის რკინიგზას უკავშირდება. როგორც ცნობილია, პროექტის განსახორციელებლად აზერბაიჯანულ მხარეს 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი უნდა გამოეყო, ხოლო ირანს – 600 მილიონი დოლარის. პროექტის საერთო ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია. ამ ფულს პროექტის მშენებლობა უნდა დაეჩქარებინა და ერთ წელიწადში მისი ექსპლუატაცია უნდა დაწყებულიყო.

რკინიგზის აღნიშნული პროექტი ჩრდილოეთის სახელმწიფოებს, ირანს და სამხრეთ ქვეყნებს შორი ტვირთის გადაზიდვის საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამისთვის, პირველ რიგში ასტანა-რეშტის, რეშტ-კაზვინის რკინიგზების მშენებლობა უნდა დასრულდეს, ეს კი სპარსეთის ყურეში და იქიდან ინდოეთის ოკეანეში გასასვლელს მოგვცემს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქონლის სწრაფად და იაფად გადაზიდვის საშუალებას მოგვცემს.

მეორე დოკუმენტი საქონლის ბრუნვის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების ეფექტიანად ფუნქციონირებაში.

Афшар Сулейманиამგვარად, თუ გადავხედავთ ურთიერთობების მთელ ისტორიას, საერთო ჯამში სახელმწიფოებს შორის სხვადასხვა დროს, მათ შორის ხატამის პრეზიდენტობის დროსაც, დაახლოებით 120 დოკუმენტია ხელმოწერილი. როდესაც აზერბაიჯანში ირანის ელჩად ვმსახურობდი, აზერბაიჯანს და ირანს შორის პირველად მოეწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც თავდაცვის სფეროს შეეხებოდა და მაშინ მინისტრები ერთმანეთს, რამდენჯერმე შეხვდნენ. ამგვარი შეთანხმებები ამ დრომდე სახელმწიფოებს შორის არ არსებობდა. ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები ხატამის პრეზიდენტობის დროსაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, მაგრამ აჰმადინეჯადის მოსვლის შემდეგ კონტაქტების ინტენსურობა ისევე შემცირდა, როგორც სასაქონლო ბრუნვა.

ქვეყნის სათავეში პრეზიდენტ როუჰანის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურ თეირანს და ბაქოს შორის ურთიერთობებს ახალი პულსი შესძინა, ყველაფერი შეიცვალა. დროთა განმავლობაში ორმხრივ თანამშრომლობაში მიღებული დადებითი შედეგების მოწმენი გავხდებით. მთავარია, ურთიერთობების განმტკიცების სამუშაოები თანმიმდევრულად გაგრძელდეს.

ტ.ა.: რეგიონში თანამშრომლობის ქამრის გაფართოვება სწორედაც, რომ ნეგატიური ტენდენციების დაბლოკვას უწყობს ხელს. ორმხრივი პროგრამებიდან სარგებელის მიღებით, ხალხი პარალელურად დესტაბილიზაციის რისკების გამორიცხვაზე, კეთილმეზობლური და სანდო ატმოსფეროს შექმნაზე ფიქრობს.

სასიხარულოა ის, რომ ბოლო წლებში ბაქომ და თეირანმა ერთმანეთისადმი პრაქტიკული ნაბიჯები გადადგეს. სწორედ ამიტომ, ორივე მხარე მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. ისინი ჩართულები არიან სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა.

– აზერბაიჯანის და ირანის დაახლოებასთან დაკავშირებით, როგორია რუსეთის პოზიცია?

ტ.ა.: რუსეთში განწყობილნი არიან, რომ კასპიის ზონაში ინტეგრაციული ტენდენციები გაღრმავდეს,ამისათვის ისინი ვითარების განმუხტვას ცდილობენ და მეზობელ ქვეყნებს ურთიერთმომგებიანი შეთანხმებების მეშვეობით უსაფრთხოების საფუძვლების შექმნის შესაძლებლობებს აძლევენ. ბაქოში სამეულის ლიდერებმა: პუტინმა, ალიევმა და როუჰანმა, სწორედ ის ასპექტები გამოყვეს, რომლები სამივე მხარის ინტერესების სფეროშია. პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ მოტივები, რომლებიც ამ ქვეყნებს აერთიანებს უფრო მეტია, ვიდრე სადაო საკითხები. სწორედ ეს არის კასპიური სამეულის ფორმატის მნიშვნელოვან და საიმედო ინსტრუმენტად გადაქცევის მთავარი გზავნილი, ევრაზიის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა