საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან უეფა-ს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სიჭინავამ განმარტა, ის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

“როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს კი ჩემი პიკი იყო”, – განაცხადა სიჭინავამ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არჩევნების თარიღს უახლოეს მომავალში დანიშნავს.