თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, 1000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, №103 -ე ქართულ-სომხური ახალი საჯრო სკოლა გაიხსნება. სასწავლო დაწესებულებაში იქნება გათბობის სისტემა, გაიხსნება შიდა სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლას-კაბინეტი, ასევე სასადილო.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და განაცხადა, რომ 103-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი  მასშტაბური პროექტია და უკანაკსნელი 20-30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბის სკოლა არ აშენებულა.

მისივე თქმით, პროექტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შერეული  ტიპის ქართული სკოლაა, სადაც საკმაოდ დიდი სომხური სექტორია.

“ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ეთნიკურ უმცირესობებს, რათა სრულფასოვნად და კარგად იყვნენ ინტეგრირებული სასწავლო პროცესში”, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც Dalma News-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, ახალი სკოლის პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 500 000 ლარი იქნება. მისი მშენებლობა წელს დაიწყო და მომავალი წლისთვის დასრულდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე კი, მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებული და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი ემსახურებათ.

მათივე ინფორმაციით, სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, იმუშავებს ლიფტი, იფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი.