სომხეთში დისლოცირებული რუსული საავიაციო სამხედრო ბაზის მფრინავებმა, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე მეოთხე თაობის გამანადგურებელ – მიგ-29-ის სატესტო ფრენები დაიწყეს.

თვითმფრინავები კაპიტალური რემონტის შემდეგ, ივნისში მიიღეს. კავშირგაბმულობის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტებმა თანამედროვე თვითმფრინავები ერთ თვეში ააწყეს და 100-ზე მეტი ტექნიკური ოპერაციისგან შემდგარი კომპლექსური სამუშაოები ჩაატარეს.

ღონისძიება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად ჩატარდა. სპეციალისტებს ასევე აინტერესებდათ, რამდენად შეუძლიათ მიგ-29-ს ფრენების განხორციელება მაღალმთიანეთში და მაღალი ტემპერატურის პირობებში.

სატესტო ფრენების ამოცანაა კვანძებისა და აგრეგატების დიაგნოსტიკა, დაბალ და ზღვრულ სიმაღლეებზე პილოტირება, მცირე და მაღალი  სიჩქარის მაჩვენებლების შემოწმება და სხვა.

სატესტო ფრენების დასრულების შემდეგ, მიგ-29-ს საბორტო ნომრებს მიანიჭებენ. გარდა ამისა, რუსული სამხედრო ბაზის სარდლის თანაშემწე, მორწმუნე სამხედროებთან მუშაოების საკითხებში მამა ანდრეი (ვაცი)თვითმფრინავებს აკურთხებს.