ბოლო დროს სიგარეტის მოწევა სულაც არ არის მოდური. დღეს პატივშია ტრენაჟორისა და ფიტნესის დარბაზებში რეგულარული სიარული, ჯანსაღი საკვები,უცხოური პროგრამები იდეალური სხეულის მოვლის შესახებ, გლამურული საელწოდებით პილატესი, ბოდიფლექსი,  იოგას სხვადასხვა სახეობა, სირბილი და ა.შ.

როგორც სჩანს, ხელისუფლებაც ცდილობს წაახალისოს მოსახლეობა თავის  მისწრაფებაში  ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. ამიტომ   ნაწილობრივ აწყობს მარათონებსა და შეჯიბრებებს სირბილში, ველოსპორტსა და ა.შ. სასიამოვნო სანახავია ასევე ერევნის სხვადასხვა უბანში ახალი  ველოსადგომების მოწყობა.  ერთი სიტყვით, სომხების სპორტული ცხოვრება თანდათანობით  ეწყობა.

დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდით საუბარს პოზიტიური და ოპტიმისტური მიმართულებით, მაგრამ ეს სტატია სხვა საკითხზე მოგითხრობთ. კერძოდ, სომეხი მწეველები ვერ ღალატობენ მომაკვდინებელ ჩვევას, ვერც  ჯანსაღი ცხოვრების  ვერავითარმა  პროპაგანდამ  აიძულა ისინი ეღალატათ თავიანთი ნიკოტინის თანამგზავრი – სიგარეტისათვის.

თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდად არის. მათ ხარჯზე თამბაქოს მწარმოებელი და შემმუშავებელი უდიდესი კომპანიები მდიდრდებიან. უჩვეულოა, მაგრამ ამაში  იოტის ოდენა ირონიაც არ არის, რადგანაც ეს  კომპანიები მილიონობით ადამიანებს ასაქმებენ. ასე რომ, თუ მოვინდომებთ შესაძლებელია დადებითის დანახვა  უარყოფითთან ერთად და ეს  მსოფლიოში ყველა სფეროსა და მოვლენას ეხება.

ახლა ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ. კერძოდ, გადავხედოთ ვინ აწარმოებს, ან ვინ აწვდის სიგარეტს სომხეთის სამომხმარებლო ბაზარს.

სომხეთში სიგარეტის მთავარი მწარმოებელი ტრადიციულად არის „გრანდ ჰოლდინგი“ თავის კომპანიებთან „გრანდ ტაბაკო“, „ინტერნეიშენალ მასის ტაბაკ“ და „მასის ტაბაკო“-სთან ერთად. ეს უკანასკნელი თამბაქოს წარმოებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება  შედარებით წარმატებულ დანარჩენ  კომპანიებს. ამას ადასტურებს სომხეთის საგადასახადო სამსახურის პერიოდული ანგარიში, სადაც საპატიო მერვე ადგილზეა „გრანდ ტობაკო“.

კომპანიამ 2015 წლის იანვარ-სექტემბრის  მონაკვეთში გადასახადის სახით გადაიხადა 10.120.910.2  დრამი. მეცამეტე ადგილზე მოხვდა ჰოლდინგ „ინტერნეიშენალ მასის ტაბაკ“-ის მეორე კომპანია 5. 590.288.4  დრამის გადახდით. ხოლო „მასის ტაბაკო“-მ  208-ე ადგილი წინა კომპანიებისაგან განსხვავებით  მიზერული თანხის – 422.498.8 დრამის გადახდით დაიკავა.

ცხრილში „ინტერნეიშენალ მასის ტაბაკოს“ შემდეგ  „ფილიპ მორრის არმენია“ მოდის. ამ კომპანიის ხარჯზე მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში სახელმწიფო 5.231.792.1 დრამით გამდიდრდა.

სიგარეტების მწარმოებელი  კომპანია „სპს სიგარონ“ 233-ე ადგილზეა, რომელმაც სახელმწიფოს ბიუჯეტი 371.995.4 დრამით შეავსო. ამ დღეებში კომპანიას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოვიკ აბრამიანი ესტუმრა, სადაც მას  თამბაქოს წარმოებისა და ექსპორტის გაფართოვების გეგმებზე ესაუბრნენ. „სპს სიგარონ“-ის პროდუქციის 80% აშშ-ში, დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში გადის.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია თამბაქოს იმპორტიორი დანარჩენი კომპანიების მიერ გადახდილი სახელმწიფო გადასახადები.

კომპანიის დასახელება

2015 წლის პირველი სამი კვარტალის გადახდების საერთო  თანხა

«ჯეი თი აი არმენია“ 12 5,825,763.4
«ავერს» 20 3,424,124.5
«ჰარდ ლაისტს» 186 465,303.6

                  • ათასი დრამი

მომდევნო ცხრილში მოცემულია სიგარეტის ექსპორტის მოცულობა 2011-2015 წლებში. ცხრილიდან ნათლად სჩანს, რომ სომხეთიდან სიგარეტის ექსპორტი ყოველწლიურად სერიოზული ტემპით იზრდება, ხოლო იმპორტი, პირიქით – მცირდება. ეს ნიშნავს, რომ სომეხი მწარმოებლები არა მხოლოდ საკუთარ ბაზარს ზრდიან, არამედ სამამულო ბაზარზე უცხოელ კონკურენტებსაც ამარცხებენ.  2015 წლის პირველი სამი კვარტლის საერთო მაჩვენებელი უკვე სერიოზულად აღემატება გასული წლების  მთლიანი წლის მონაცემებს.

წელი ექსპორტი იმპორტი
2011 16307.8 56284.2
2012 41840.7 52980.6
2013 68100.0 61000.0
2014 116550.0 45000.0
2015 (იანვარ-სექტემბერი) 118094.0 32383.6

    • ათასი აშშ.დოლარი

სომხური სიგარეტები ამჟამად გადის აშშ-ში, ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, შვედეთში, უკრაინაში, რუსეთში, იაპონიაში, ერაყში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ავღანეთში, ბაჰრეინში, თურქმენეთში, კორეაში, ჰონკონგში, იორდანიაში,ირანში, სირიასა და საქართველოში.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ჭორები, რომ რომელიღაც სომხურმა კომპანიამ („სავარუდოდ „გრანდ ტობაკო“-მ) გერმანიის ქალაქ  ბუჰოლცში, ჰამბურგიდან  ოც  კილომეტრში, 6 ჰექტარის ფართობის მიწა შეიძინა თამბაქოს წარმოების მიზნით, რითაც უნდა დააკმაყოფილოს ევროპული ბაზრის თამბაქოს სამომხმარებლო მოთხოვნა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ თამბაქოს მწარმოებელი სომხური კომპანიები აყვავების გზას ადგანან. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ცოტა ხნის წინათ ხელისუფლებამ სააქციზო გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტის მიხედვით,  ფილტრიანი  სიგარეტის აქციზი ათას კოლოფზე 5 000-დან  5 500 დრამამდე გაიზრდება (11,6 აშშ.დოლარი).  ხოლო უფილტროზე – 1400-დან 1540 დრამამდე (3,25 აშშ.დოლარი).

სიახლის შედეგს  დრო გვიჩვენებს. მაგრამ სასურველია, თამბაქოს მწარმოებელმა  კომპანიებმა ზარალი სახელმწიფოს მიერ მომატებული გადასახადების კი არა, სამამულო ბაზარზე სიგარეტის მომხმარებლების რაოდენობის შემცირების შედეგად ნახონ.