შემოსავლების სამსახური უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს შემოსავლების სამსახურის თამამშრომლებმა მოქალაქეებს ევროპის სუპერთასის საკუთარი ბილეთების გაყიდვისის  საშუალება არ მისცეს და მოახდინეს აღნიშნული ბილეთების კონფისკაცია, აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“შემოსავლების სამსახურის არც ერთი თანამშრომელი ამგვარ ქმედებაში ჩართული არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონმდებლობა საკუთარი ბილეთის რეალიზაციის დაბეგვრას არ ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და კანონაღმასრულებელი სტრუქტურის დისკრედიტაციას ემსახურება”, – აცხადებენ უწყებაში.